x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მოდად ქცეული "ნევროზი" - ანორექსია
imageდღესდღეობით ჩვენ გარშემო მრავალი გოგონა (და არა მარტო) იტანჯება ზედმეტი წონის შესახებ პანიკური და ხშირად გამოგონილი ფიქრებით.

ნერვული ანორექსია კვებითი ქცევის დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ სხეულს აღიქვამს გაცილებით უფრო მსუქნად ვიდრე სინამდვილეშია და მუდმივად საკუთარი წონის კონტროლზე ფიქრობს; გახდომისთვის მიმართავს სხვადასხვა აქტივობას - მნიშვნელოვნად ამცირებს საჭმლის ულუფას, ვარჯიშობს თავდაუზოგავად, ხშირად სრულიად უარს ამბობს საჭმლის მიღებაზე, არ ერიდება
საფაღარათო აბებსა და დიურეტიკებს... ამ არარსებულ სიმსუქნესთან საბრძოლველად შემართულს კი კილოგრამი კილოგრამზე აკლდება და საბოლოოდ ფაქტობრივად ძვალი და ტყავი რჩება.
შედეგად ვიღებთ წონის დეფიციტსა და მრავალ სერიოზულ დარღვევებს
ჯანმრთელობასა და აზროვნებასთან დაკავშირებით.


მიუხედავად იმისა, რომ პათოლოგიას საფუძვლად უდევს ნერვული სისტემის
აშლილობა, ნევროპათოლოგს წონის კლების დაუძლეველი ჟინით შეპყრობილთა
მცირე ნაწილი თუ მიმართავს.


ანორექსიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი გახდეს,
რომელთაგან აღსანიშნავია:
• ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაცია, რაც განპირობებულია ტოქსიკური ნივთიერებების (მაგალითად, ვერცხლისწყლის) ზემოქმედებით ან დაავადებით (ტუბერკულოზით, ავთვისებიანი სიმსივნით);
• საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები. ამ დროს ანორექსია დაკავშირებულია საკვების მიღების შედეგად აღმოცენებულ დისკომფორტთან - ტკივილთან, მუცლის შებერვასთან, გულისრევასთან. ამ სიმპტომების შიშით ადამიანი მკვეთრად ზღუდავს საკვების მიღებას. აღსანიშნავია, რომ კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის დროს ანორექსია და ზიზღი საკვების მიმართ შესაძლოა წინ უძღოდეს სხვა სიმპტომებს;
• ტკივილის სინდრომით მიმდინარე პათოლოგიები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის ჭვალი;ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
• გენეტიკური მიდრეკილება;
• ფსიქოლოგიური - ოჯახის ზეგავლენა და შინაგანი კონფლიქტები

• სოციალური - ხალხის ზეგავლენა, მიბაძვა.

ანორექსიას მრავალი მკვეთრად გამოხატული სიმპტომი აქვს:
ფიზიკური:
• თავის ტვინი და ნერვები – უფუჭდება მეხსიერება, ეცვლება ხასიათი... ეს ყველაფერი თავის ტვინში მიმდინარე ქიმიური რეაქციების, ტვინის ქსოვილის ქიმიური შემადგენლობის დარღვევის ბრალია. ანორექსია ნერვოზა იწვევს ცვლილებებს ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციებში. ვარაუდობენ, რომ შიმშილთან დაკავშირებულია ტვინის პარკუჭების ზომაში მატება. ნორმალური წონის აღდგენისას ისინიც ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებიან. ანორექსიასთან აგრეთვე დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის შემცირება საფეთქლის წილებში. დამახასიათებელია თავის ტკივილები.
• თმა და ფრჩხილები – ისინი თხელდება, მტვრევადი ხდება. ხშირია თმის გაძლიერებული ცვენა. სამაგიეროდ შესაძლოა, სხეულის მანამდე მოშიშვლებული
ადგილები დაიფაროს ღინღლით.
• გული, სისხლი და სისხლძარღვები – გულისცემის შესუსტება, გულის უკმარისობა,
დაბალი არტერიული წნევა, ანემია და სისხლის სხვა პრობლემები.
• ძვლები და კუნთები – ვითარდება ოსტეოპოროზი ანუ ძვლები კალციუმის
უკმარისობის გამო მეტისმეტად მყიფე ხდება. გარდა ამისა, მცირდება კუნთების მასა და კუმშვადობა. იშვიათად შუპდება სახსრებიც.
დამახასიათებელია ძვლების და სახსრების ჭრიალი. წონის ძლიერმა კლებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ნერვის გადაადგილება, რის შედეგადაც გაძნელდეს კიდურების მოძრაობა.
• თირკმელები – ეს წყვილი ორგანო კენჭებით ივსება. შესაძლოა, თირკმლის უკმარისობაც ჩამოყალიბდეს, რაც უმთავრესად დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) ბრალია.
• ნაწლავები – შეკრულობა და ყურყური კვების რეჟიმის შეცვლის დროს თითქმის
ყოველთვის იჩენს თავს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ცვლილება “ანორექსიული” სიმძიმისაა.
• კანი – შრება, იოლად ლურჯდება (ლამის ხელის დაჭერაც კმარა), იოლად ცივდება,
შესაძლოა, მოყვითალო ელფერიც დაჰკრავდეს. შესაძლებელია ძლიერო სიფერმკრთალე და ჩაცვენილი თვალები. სხეულზე იზრდება ზედმეტი თმა. ხშირად აქვთ ძალიან მშრალი ან დამსკდარი ტუჩები. მუდმივად აქვთ სიცივის შეგრძნება.
• ჰორმონები – მათი ბალანსი ირღვევა, რაც მენსტრუაციული ციკლის დარღვევას
(უკიდურეს შემთხვევაში - უნაყოფობას) იწვევს. დაორსულების შემთხვევაში, შესაძლოა მოეშალოს მუცელი ან ნაყოფის ფიზიკურ განვითარებას საფრთხე შეექმნას და საკეისრო კვეთის აუცილებლობა წარმოიშვას.
• ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი – მძაფრად გამოხატული ავიტამინოზი, კალიუმის, ნატრიუმისა და მაგნიუმის ძლიერი დეფიციტი.




ფსიქოლოგიური და ემოციური:

• სხეულის არაადექვატური აღქმა;
•არაადექვატური თვითშეფასება (სხეულის წონის ან ფორმის მიხედვით);
•საკვების მიღებამდე და მის შემდეგ საკვების და წონის მუდმივი კონტროლი;
• საკუთარი თავის პატივისცემის და ქმედითუნარიანობის დაქვეითება;
• დეპრესია ან ქრონიკულად ცუდ ხასიათზე ყოფნა;
• განწყობის ხშირი ცვლა;
• გასუქების მუდმივი შიში.



სოციალური:
• გაუარესებული სასკოლო მოსწრება;
• ძველ მეგობრებთან ან სხვა ნაცნობებთან ურთიერთობის გაწყვეტა ან გაფუჭება;
•ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაფუჭება.



ქცევითი:
• გადაჭარბებული ვარჯიში;
• საკვების ზედმეტად შეზღუდვა;
• ვარჯიშის ან ჭამის შეზღუდვის დამალვა;
• შესაძლოა საკუთარი თავის ვნება - თვითმკვლელობის მცდელობები;
• წონის შესახებ მითითებებზე ძლიერი მგრძნობიარობა;
• ძლიერი გაბრაზება როდესაც აძალებენ “აკრძალულ” საჭმელს.


გაითვალისწინეთ ! ანორექსიკის ამოცნობა შესაძლებელია შემდეგი ნიშნებით :
• ის მეტისმეტად გამხდარია – მისი სხეულის მასის ინდექსი ქვედა ზღვარს
საგრძნობლად სცდება;
• წონაში იკლებს საწყისი წონის 15%-ზე მეტით;
• მუდმივად აკონტროლებს წონას - ითვლის საკვების ულუფებს, კალორაჟს, ამატებს, აკლებს... და ასე განუწყვეტლივ!
• ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ჭარბი წონა აქვს;
• რაც უნდა ცოტა ჭამოს (და ძირითადად ასეც არის – კერძში უხალისოდ იჩიჩქნება),
მაინც კუჭის გადავსებისა და სიმსუქნის შეგრძნება უჩნდება;
• ვარჯიშობს ქანცის გაწყვეტამდე. როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს, ხელ-ფეხს
დაუზარლად იქნევს. შესაძლოა, სარბენად წვიმიან ამინდშიც კი გაიქცეს;
• ჭამაფობიით შეპყრობილ ქალს ხშირად უჩნდება ისეთი პრობლემა, როგორიც არის
მენსტრუალური ციკლის დარღვევა – შესაძლოა სამი მენსტრუაციაც კი გამოტოვოს;
• მუდმივად ცდილობს ისაუბროს დიეტებსა და სხვა გასახდომ საშუალებებზე;
• ანორექსია ხასიათსაც ასვამს დაღს - ჭამის მოშიშარი გოგონა გაღიზიანებული და
დეპრესიულია, ხშირად აქვს მრისხანული "გამოხტომები" თავს სუსტად გრძნობს..

[ამ ნიშანთაგან უმეტესის აღნიშვნის შემთხვევაში საქმე გვაქვს ანორექსიასთან ! ]


მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ანორექსიით "შეპყრობილს" ნამდვილად
სჯერა, რომ აქვს ზედმეტი ზონა. ის მიისწრაფვის რაღაც საზარელი ეტალონისკენ და
ვერ აცნობიერებს (ან უჭირს დაჯერება) რომ შეპყრობილია ილუზორული სიმსუქნის
შიშით! ის ვერ ვერ აკონტროლებს საკუთარ მდგომარეობას, რის გამოც საჭიროა, რომ
მკურნალობის ორგანიზებაზე ოჯახის წევრებმა უნდა იზრუნონ - წარმატებული
მკურნალობაც ძლიერ არის დამოკიდებული ოჯახის წევრებისა და ახლობლების
მხარდაჭერაზე.

გახსოვდეთ ! ანორექსია აკვიატება კი არა დაავადებაა, "ავადმყოფს" კი თქვენი
თანადგომა სჭირდება .

0
138
3-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა ჩიტიაშვილი
გვანცა ჩიტიაშვილი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0