x
ჯგუფმა "ყველამ" სასწაული შეძლო: კლიპი კოსმოსიდან.



ის, რაც ამ ვიდეოში ხდება, გულგრილს არავის ტოვებს - ქართული ბენდი, რომელმაც კოსმოსში გასვლა შეძლო. ერთი შეხედვით უბრალო ლაშქრობა ასტრონომიულ ოდისეად იქცევა სიმღერის განვითარებასთან ერთად. ჯგუფის წევრების თქმით პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო ოცდამეთერთმეტე ქარხნის პერსონალი, პიონერთა სასახლის მეტეოროლოგთა ჯგუფი და ოსმან თურანი, მაგრამ ბოლო მომენტში განვითარებული მოვლენების გამო ჯგუფს საკუთარი ძალებით მოუწია კოსმოსური ხომალდის შექმნა. როგორც ბენდის წევრები განმარტავენ, "დედამიწა ტრიალებს" ისტორიაში წინწყაროს შემდეგ მეორე ქართული სიმღერაა, რომელმაც სტრატოსფეროში იმოგზაურა.


სიმღერისა და კლიპის სპონსორია მიკროსაფინანსო კომპანია კრისტალი.

0
718
შეფასება არ არის
ავტორი:მუსკარია ანიტა
მუსკარია ანიტა
718
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0