x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა არის გიგასის კოდექსი და რატომ ეძახიან ,,ეშმაკის ბიბლიას'' ამ უზარმაზარ წიგნს?!

გიგასის კოდექსი, ცნობილი როგორც ეშმაკის წიგნი არის ყველაზე დიდი და საიდუმლოებით მოცული ხელნაწერი წიგნი მსოფლიოში. იგი იწონის 74.8 კილოგრამს. ხისგან დამზადებულ ყდაში ჩასმული 310 ფურცელი დამზადებულია 160 ვირის ტყავისაგან.
მე-17 საუკუნეში, 1648 წელს შვედმა მებრძოლებმა წიგნი პრაღიდან შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში წაიღეს და შვედეთის მეფეს ძღვენის სახით მიართვეს. დღესდღეობით იგი სტოკჰოლმში, შვედეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.imageეს იდუმალი წიგნი დაწერილია ლათინურ ენაზე და შეიცავს ახალ და ძველ აღთქმას, ებრაელთა ომებს, ბიბლიური თუ სხვა პერსონაჟების ცხოვრების აღწერილობებს, მონასტრის კანონებს, ყველაფერს, სამკურნალო რჩევებს, მაგიურ ფორმულებს და ოკულტურ შელოცვებსაც კი. თუმცა საინტერესოა ისაა, თუ რატომ არის “ბიბლიაში'' ლუციფერის განსაცვიფრებელი ილუსტრაცია. imageროგორც ვიცით მე–13 საუკუნეში, როდესაც ხელნაწერი შეიქმნა, ჩვეულებრივ ხელნაწერი ნებისმიერი წიგნის შექმნაში მონაწილეობდა რამდენიმე გადამწერი, მხატვარი, ამკინძავი და ეს პროცესი თვეების და წლების განმავლობაშიც კი იწელებოდა, მაშ რა არის ასეთი გასაოცარი და იდუმალი ამ წიგნში, რის გამოც იგი უკვე წლებია, მსოფლიოს და მეცნიერების ყურადღების ქვეშ ექცევა.
არსებობს ლეგენდა ამ წიგნის, გიგასის ქოდექსის შექმნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მე–13 საუკუნეში ბოჰემიის ბენედიქტის მონასტრის ერთ–ერთ განდეგილ ბერს – ჰერმანს მიესაჯა სიკვდილით დასჯა. მღვდელი იძულებული იყო რამე მოეფიქრებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკლავდნენ. ბოლოს იგი შეევედრა წინამძღვარს და აღუთქვა, რომ თუ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ მეორე დღის გათენებისას დაწერილი ექნებოდა წიგნი, რომელიც მათ მონასტერს საქვეყნოდ ცნობილს გახდიდა. მას ნება დართეს და ბერი წერას შეუდგა. ცოტა ხანში ბერი მიხვდა, რომ დადებული პირობის შესრულება შეუძლებელი იყო და მაშინ დაიწყო ლოცვა არა ღმერთის, არამედ ლუციფერის, ეშმაკის მიმართ. imageშესაძლოა ეს ლეგენდაა, თუმცა შემდეგი ფაქტი კი სინამდვილეს შეეფერება და მეცნიერთა დასკვნებზეა დაფუძნებული:
მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა ხელნაწერი და აღმოჩნდა, რომ იგი დაწერილია ერთი და იმავე მელნით. მეტიც, არ მოიძებნა არც ერთი მექანიკური და ორთოგრაფიული შეცდომა, არსადაა შეცვლილი ასოების გრაფიკული მოხაზულობა, ანუ მთელი ხელნაწერი ერთგვაროვანია, რის გამოც გამორიცხულია, რომ იგი სხვადასხვა ადამიანს დაეწერა, ანუ გამოდის, რომ მთელი წიგნი მართლაც ერთი პიროვნების მიერ არის შექმნილი. თუმცა, ასეთი მასიური წიგნის დაწერას ათწლეულები დასჭირდებოდა. ამ დროის მანძილზე დამწერს აუცილებლად უნდა შეცვლოდა კალიგრაფია, სახსრების ტკივილისა და ხელის კანკალისგან ასოებიც უნდა შეცვლილიყვნენ, დაქვეითებოდა მხედველობა, მაგრამ არა! ხელნაწერს ამგვარი არაფერი ეტყობა. imageაქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ წიგნი ერთმა ადამიანმა დაწერა, მან ეს საოცრად მოკლე დროში მოახერხა. მიუხედავად მეცნიერების განვითარებისა ჩვენ დღემდე არ ვიცით ამ წიგნის იდუმალებით მოცული ისტორია და კითხვა - ვინ დაწერა გიგასის კოდექსი, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.

13
1953
15-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1953
  
2015, 23 თებერვალი, 19:44
რასთან დაკავშირებული?
2015, 23 თებერვალი, 15:52
სხვა სტატია არ გაქვთ უფრო საინტერესო?
2015, 20 თებერვალი, 14:05
არაფერს საყვარელო :*
2015, 19 თებერვალი, 17:28
მადლობა მაკა შესწორებისთვის ))
2015, 19 თებერვალი, 17:24
კარგია გვანც, მაგრამ ერთ კორექტირებას შევიტანდი (ვიცი შენ უბრალოდ წყაროდან დაწერე და ამიტომ არ გადანაშაულებ) წიგნი როცა დაიწერა 640 გვერდს მოიცავდა, თუმცა დღეს 624 გვერდია მისი შემორჩენილი და მდებარეობს პრაღაში, გალერეა Klementinum-ში ტყვიაგაუმტარი მინით დაცული.
2015, 19 თებერვალი, 17:09
გაიხარე მანჩოო :)) ♥
2015, 19 თებერვალი, 9:48
აბა რას ამბობ, განა მაგისთვის დავწერე? ერთმანეთს ავსებენ, სხვათა შორის. არ წაშალო, თორე მეწყინება :)
2015, 19 თებერვალი, 0:27
ახლა ვნახე შენი სტატია, თუ გინდა წავშლი.
2015, 19 თებერვალი, 0:25
მადლობაა..
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10