x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508422
ინდირა ჯგერენაია: "დააკალით თავი იდიოტ ქმრებს", ნიჭიერის ფინალისტს შეყვარებული ნიკა გვარამიას გამო დაშორდა
image
ინდირა ჯგერენაია საქართველომ მუსიკალურ პროექტ "ჯეოსტარის" წყალობით გაიცნო. მომღერლის ვარსკვლავი პროექტის დასრულებისთანავე ჩაქრა. როგორც გაირკვა, ინდირას დეპრესიამ შეუტია, რამდენჯერმე კი თვითმკვლელობაც სცადა. რთული პერიოდი შეყვარებულმა გადაატანინა, რომელთანაც 3 წლის მანძილზე იცხოვრა. ინდირამ პროექტ "ნიჭიერის" წყალობით კვლავ მოიპოვა პოპულარობა და მის შესახებ ბოროტი ხმებიც გავრცელდა. მომღერალი პროექტის ფინალში "რუსთავი 2"-ის წყალობით მოხვდა, შემდგომ კი მისივე გადაწყვეტილებით 10000 ლარიანი ჯილდოც მიიღო. გავრცელდა ხმები რომ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორსა და ინდირა ჯგერენაიას რომანი ჰქონდათ. ჭორებმა ძალიან გააღიზიანა ინდირას შეყვარებული, წყვილი ხშირადაც ჩხუბობდა. მომღერალის მტკიცებით, მეორე ნახევარი რესტორანში მიუვარდა და "კონცერტები" მოუწყო. დაშორების მიზეზი, კი ჭორები გახდა, ინდირასა და ნიკა გვარამიას რომანის შესახებ. image

მომღერალმა მომხდარზე გულახდილად ისაუბრა, რამაც საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა. ზოგიერთების მტკიცებით ინდირას პოპულარობა თავში აუვარდა.

"ეს იმ ქალების გასაგონრად, ვინც ჩემს ინტერიუს გამოეხმაურა! ვისაც მოგწონთ მამაკაცის ეჭვიანობა აეჭვიანეთ, მოუთმინეთ და მერე მის საწოლში იგორავეთ. არ ილაპარაკოთ ის, რაც არის და როგორც არის, ვინ დარჩება მოტყუებულუი საზოგადოება თუ თქვენ? პ.ს. ეს ჩემი რჩევაა, თავის ფასი ყველამ იცოდეთ, თორემ კაცი კი არა ძაღლიც აღარ შემოგიღრენთ! ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ და როგორც გინდათ, დააკალით იდიოტ ქმრებს თავი და მუდმივ აურზაურში ზარდეთ შვილები და თქვენს შვილებს ჯანსაღი ფსიქიკა არასდროს ექნებათ. ჯერ გამოსცადეთ და ჰოპ მერე დაიძახეთ"-წერს ინდირა.

image





1
5639
7-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
5639
  
2015, 7 ნოემბერი, 6:57
ვის ჯანსაღ ფსიქიკაზე ამბობს , თვითონ თავს იკლავდა.
0 1 1