x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ახალი მსოფლიო რეკორდი Porsche 911 Turbo-სგან
New world record for the Porsche 911 Turbo at a distance of 1/4 mile - 8.817 sec.


დამყარდა ახალი მსოფლიო რეკორდი, რომელიც Porsche 911 Turbo-ს ეკუთვნის. რეკორდი 1/4 მილზე 8.817 წამი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 264 კმ/ს დაფიქსირდა.

ეს გახლავთ ტუნინგკომპანია Ekanoo Racing კიდევ ერთი საამაყო ქმნილება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის მსოფლიოს უსწრაფესი Toyota Supra, რომელმაც ფენომენალური შედეგები აჩვენა (1/4 მილ მანძილზე მისი დრო 6.04 წამი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 374 კმ/სთ-ში გახლდათ). წარმოგიდგენთ ამ ფაქტის ვიდეომასალას:




მაგრამ, ახლა საუბარი Porsche 911 Turbo-ზეა, რომელიც 997-ის ძარაზეა და Ekanoo Racing-ის წარმომადგენლებისა და ამ კომპანიის მფლობელის, Ebrahim Mohammed Kanoo-ს დიდი ღვაწლის წყალობითაა პოპულარული. ბატონი Ebrahim Mohammed Kanoo მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელია და რა გასაკვირია, თუ ამ შესაძლებლობების მქონე ავტომოყვარულს ტუნინგკომპანია აქვს?!


New world record for the Porsche 911 Turbo at a distance of 1/4 mile - 8.817 sec.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტუნინგკომპანია იმ გამორჩეულ კომპანიებს შორისაა, რომელთა აწყობილი ავტომობილები 1/4 მილ მანძილს 9 წამზე ნაკლებ დროში ფარავენ. მათი ავტომობილები აკმაყოფილებენ დრაგისათვის საჭირო ყველა ფიქსირებულ NHRA სტანდარტს. კომპანიის ინჟინრების განცხადებით, აღნიშნული ავტომობილის შედეგების გაუმჯობესება ჯერ ახლა იწყება.









0
250
5-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0