x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მილის მიხედვით, რატომ არის მნიშვნელოვანი ინდივიდის მიერ საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება?

image ჯონ სტუარტ მილი დაიბადა 1806 წელს ლონდონში . ჯონ სტუარტ მილი იყო ყველაზე გავლენიანი ინგლისელი მოაზროვნე, მილი აგრეთვე ცნობილი არის, როგორც მე-19 საუკუნის გამოჩენილი პუბლიცისტი, რომელიც ლოგიკის და ეთიკური თეორიისადმი იჩენდა ინტერესს. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები არის “თავისუფლების შესახებ’’, რომელიც დაწერა 1859 წელს. ამ ნაწარმოებში მან ყურადღება გაამხვილა ისეთ საკითხებზე რომელიც იმ დროისთვის დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში.
ჯონ სტუარტ მილი დაიბადა ჯეიმს მილის ოჯახში, იგი მამიs გვერდით იზრდებოდა და ირებდა განათლებას. 3 წლის ასაკში მან ისწავლა ბერძნული. 12 წლის იყო როდესაც დაიწყო წიგნის წერა. ჯონ სტუატ მილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებთ სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევა მან შეძლო 20 წლის ასაკში . ჯონ სტუარტ მილი აგრეთვე იყო პარლამენტის წევრიც, იგი ეძებდა გზას შრომის და კაპიტალის შესარიგებლად რადგან თავიდან აეცილებინა რევოლუცია. მილი ყველგან სისუსტეს ეძებდა და ცდილობდა თავიდან აეცილებინა სისუსტით გამოწვეული სამომავლო შედეგები .ჯონ სტუარტ მილმა ამ ნაწარმოებით ხაზი გაუსვა ინდივიდის თავისუფლებას, მაგრამ ეს თავისუფლების იდეა არ უნდა გასცდენოდა საზღვრებს რადგან ამ თავისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს სხვა ინდივიდის თავისუფლება. მილის მთავარი თემა არის სამოქალაქო ანუ საზოგადოებრივი თავისუფლება. სწორედ ამ თემის წინა პლანგზე წამოწევამ მოახერხა მისმი ესეთი დიდი ინტერესიის გამოწვევა საწოგადოებაში ამ თემაზე სხვა მოაზროვნეებიც საუბრობდნენ თუმცა არ ამახვილებდნენ ყურადღებას ისე როგორც ეს მილმა მოახდინა . ეს საკითხი არ იყო ახალი ძველადაც აღელვებდა კაცობრიობას. ადამიანები რომლებიც სათავეში უდგანან სახელმწიგოს ან ქვეყანას ან აქვთ რაიმე თანამდებობა, არ აქვთ უფლება ხალხს მოახვიან თავიანთი აზრი და უბიზგონ რამესაკენ ინდივიდმა თავისით უნდა გადაწყვიტოს თუ რა არის სწორი და მისთვის მისაღები ამ საკითხში იგი სრულიად თავისუფალი უნდა იყოს მაგრამ მისმა შეხედულებამ ზეგანლენა არ უნდა იქონიოს და ზიანი არ უნდა მიაყენოს სხვის აზრს . ერთი ადამიანის გარდა ყველას რომ ერთი აზრი გააჩნდეს და მარტო ამ ერთს განსხვავებული აზრი უფრო გამართლებული იქნება რომ ის ერთი გაჩუმდეს, რადგან ერთ ადამიანს არ შესწევს ძალა გააჩუმოს მთელი კაცობრიობა . მილი დარწმუნებულია რომ სახელმწიფოს უფლება აქვს შეზღუდოს ინდივიდის თავისუფალი ნება, რადგან ამ ინდივიმა არ მისცეს სხვებს, სხვების თავისუფალი ნების დაზიანება . ჯონ სტუარტ მილი თვლის რომ ერტადერთი მიზანი, რაც გამართლებულია საზოგადოების ინდივიდუალური ან კოლექტიური ჩარევა ნებისმიერი ინდივიდის თავისუფლებაში, ეს არის თავდაცვა . ჯონ სტუარტ მილის ნაწარმოების მთავარი მიზანი არის ის რომ ინდივიდის მიმართ არ უნდა არსებობდეს იძულება და კონტროლი ეს მის პირად ცხოვრებას უქმნის საფრთხეს. ერთადერთი რაშიც დასაშვებია ინდივიდის თავისუფლებაში ჩარევა ეს არის თავდაცვის მიზნით გამოწვეული ჩარევა, მილი თვლიდა რომ სხვა დანარჩენ შემთხვევაში ძალაუფლება და ხელისუფლება არალეგიტიმურია. მილის სახელი ამ იდეის ჩამოყალიბების შემეგ უფრო ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის . ჯონ სტუარტ მილი გარდაიცვალა 1873 წელს .


0
649
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა სიხარულიძე
თამთა სიხარულიძე
649
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0