x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა განაპირობებს სახეობათა წარმოშობას და რა როლს ასრულებს ბრძოლა გადარჩენისთვის

imageჩარლზ დარვინი დაიბადა 1809 წელს იგი იყო ინგლისელი ნატურალისტი, წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი, შემოსავლისთვის მას არ სწირდებოდა მუშაობა . ჩარლზ დარვინის მამას უნდოდა, რომ იგი სოფლის მღვდელი ან ექიმი გამოსულიყო, მაგრამ დარვინს სულ სხვა მიზნები და მისწრაფებები ჰქონდა, მისი ინტერესები მეცნიერების, ცხოველებისა და გეოლოგიური ნაშთების მიმართ იყო მიმართული .
როგორც მოგახსენეთ ჩარლზ დარვინი ინტერესს იჩენდა ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება მეცნიერებას, ცხოველებს და გეოლოგიას, ამიტომ ჩარლზ დარვინმა კემბრიჯის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან იმოგზაურა გემ “ბიგლით’’, თავის ბოტანიკის პროფესორთან ერთად, რადგან პროფესორმა დიდი ინტერესის გამო იგი აირჩია კვლევით ექსპედიციაში მიმავალ გზაზე.5 წელი დაყო დარვინმა ამ მოგზაურობაში და ინგლისში დაბრუნების შემდეგ 1859 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი “სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯისების გადარჩენა არსებობისთვის ბრძოლაში ’’ . ჩარლზ დარვინი როგორც ნატურალისტი ლოგიკურია ფიქრობდა, სახეობათა ერთმანეთთან კავშირზე, ემბრიოლოგიურ კავშირზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მაგრამ ბოლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეობები არ შექმნილან ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და წარმოიშვნენ უკვე არსებული სახეობისგან. დარვინი თანდათან მივიდა იმ აზრამდე, რომ ახალი სახეობები, ორგანიზმები ევოლუციის შედეგად წარმოიშვნენ . მისი თეორიის თანახმად სახეობათა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდებოდა გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ხარჯზე, რომელიც ბუნებრივ გადარჩენასთან არის კავშირში. იგი აგრეთვე თვლიდა რომ ერთი სახეობა წარმოქმნიდა მეორეს, მაგრამ დარვინი აგრეთვე აკეთებდა შედარებას თუ რატომ იყო რომ ერთი სახეობა შეიძლება ყოფილიყო მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მაშინ, როცა მეორე სახეობა ერთგვაროვანი და იშვიათი იყო . ბრძოლა გადარჩენისათვის კი არის ის თვისება, რომელიც ყველა ვცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს. გადარჩება მხოლოდ ის სახეობა, რომელიც უკეთ მოერგება იმ გარემო პირობებს სადაც იგი არის . გარემო კი ხშირად ცვალებადია, სახეობები კი განიცდიან მუცაციას ცვლილებას. ჩარლზ დარვინისთვის ტერმინი “ბრძოლა გადარჩენისთვის’’ იყო მრავალი მნიშვნელობის მატარებელი. არსებობისთვის ბრძოლა გამომდინარეობს სახეობათა გამრავლების თვისებებიდან . შეიძლება ეს ბრძოლა ერთი და იივე სახეობაშ შორის მოხდეს მაგრამ გადარჩეა ის რომელიც უფრო კარგად ერგება გარემო პირობებს და უფრო ძლიერია. დარვინი თვლიდა, რომ ორგანიზმის განვითარება იყო დამოკიდებული ბრზოლაზე რომელიც გადარჩენისკენ იყო მიმართული. გადარჩენისთვის ბრძოლაში შემშლელი ფაქტორები შეიძლება იყოს : გარემო პირობები, სისუსტე, ავადმყოფობა, დაჩაგვრა ანუ უპრო ძლიერთან შერკინებაში დამარცხება. დარვინი ამას არა მხოლოს სახეობებზე და არსებებზე ამართლებდა არამედ ადამინთა გადარჩენაზეც იგივე აზრის იყო . როდესაც გადარჩენისათვის ბრძოლაზე დავფიქრდებიტ მივხვდებით, რომ ბუნებაში იმარჯვებს ის ვინც უფრო ძლიერია, ეგუება იმ გარემოს და ცვლილებებს, რაც მის გარშემო მიმდინარეობს. და გადარჩება ის ვინც ყველაზე ძლიერი . ჯანმრთელი და ბედნიერია .ამ დროისათვის თითქმის ყველა მეცნიერს და მკვლევარს ჰქონდა ეს პრობლემა განხილული, თუმცა დარვინის ამ მოსაძრებას ბევრი კრიტიკოსი აღმოაჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ დარვინის ამ წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა რადგან წიგნი ბესტსელერად იქცა და ხუთჯერ გამოსცეს. ჩარლზ დარვინი გარდაიცვალა 1882 წელს, იგი დაკრძალულია ინგლისის პანთეონში.

0
341
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა სიხარულიძე
თამთა სიხარულიძე
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0