x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
15 მხიარული ლოგოტიპი, რომლებმაც თავიანთი კომპანიის რეპუტაცია შელახეს
ლოგოტიპი - ნებისმიერი საფირმო ბრენდის მნიშვნელოვანი ელემენტია. მას შეუძლია პროდუქტი ცნობადი და დასამახსოვრებელი გახადოს, მაგრამ ხდება შემთხვევები, როცა ლოგოტიპი კომპანიას ყველასათვის სასაცილოს ხდის, როგორც ამ პოსტში წარმოდგენილი დიზაინერების, რეკლამის ოსტატების და მარკეტოლოგების "ქმნილებებშია".


image



1. კათოლიკური ეკლესიის ახალგაზრდული საქმეების კომიტეტის ლოგოტიპი


image



ეს ლოგოტიპი 1973 წელს მოიფიქრეს. მიუხედავად საკმაოდ უხერხული გრაფიკული გამოსახულებისა, მან Art Directors Club-ის პრემიაც კი მოიპოვა. დიზაინერების ჩანაფიქრით, ნახატზე გამოსახულია მღვდელი და პატარა ბიჭი.



2. ბრენდ A-Style-ის სახელგანთქმული ლოგოტიპი


image

ეს ლოგოტიპი შექმნეს ცოტათი ადრე მანამ, სანამ ბაზარზე ცნობილი იტალიური ბრენდი გამოჩნდებოდა. 1989 წელს ეს ნიშანი გახდა პარტიზანული მარკეტინგის სიმბოლო, ხოლო ბრენდის პროდუქცია პირველად გაიყიდა იტალიაში 1999 წელს.



3. დიდი ბრიტანეთის სახაზინო მართვის ლოგოტიპი (OGC Office of Governement Commerce)


image


თუ გინდა რაიმე საგნის მიმართ შეცვალო შეხედულება, საკმარისია მას სხვა კუთხით შეხედო.



4. ლოგოტიპი Mont-Sat


image

ენთუზიაზმით აღსავსე ეს ლოგოტიპი პოლონურ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც თანამგზავრული ანტენების გაყიდვით და მონტაჟითაა დაკავებული.



5. არლინგტონის პედიატრიის ცენტრის ლოგოტიპი


image


საბედნიეროდ, მარკეტოლოგები დროზე მიხვდნენ შეცდომას და ეს ნახატი სხვა, უფრო სერიოზულით შეცვალეს.



6. Pepsi-ის ლოგოტიპი


image


სურათზე ცხადად ჩანს ადამიანი, რომელსაც სიმსუქნის პრობლემა აწუხებს. მაინც რის თქმა სურდათ ამით კომპანია Pepsi-ის მესვეურებს?



7. სტომატოლოგიური კლინიკის ლოგოტიპი


image

ამ ნახატზე კბილის ექიმი რაღაც საეჭვო პოზაშია გამოსახული.




8. ლოგოტიპი Computer Doctor


image

ეს მხოლოდ და მხოლოდ ორღილაკიანი მაუსია, სხვა არაფერი გეგონოთ :)




9. შვედური კომპანიის ლოგოტიპი


image

შვედური უძრავი ქონებით ვაჭრობის კომპანიის Locum-ის მარკეტოლოგებს არც კი უცდიათ ინგლისურ ენაზე ეთარგმნათ სიტყვები : «I love cum». ამ ფრაზამ არა მგონია გაამყაროს კომპანიის რეპუტაცია (ვისაც ინგლისური ცუდად ესმის, განვმარტავ, რომ cum სპერმას ნიშნავს).



10. ლოგოტიპი CatWear


image

აი ასე გამოიყურება თავისუფალი ქალის ტანსაცმლის ცნობილი მარკის ლოგოტიპი.



11. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლოგოტიპი


image

ამ სიმბოლოს შექმნისათვის სააგენტომ Wolff Olins დაიმსახურა 400 ათასი ფუნტი სტერლინგი და უამრავი კრიტიკა.



12. იაპონური ფარმაცევტული კომპანიის Kudawara Pharmacy-ის ლოგოტიპი


image

ამ ლოგოტიპში ასო K აღებული იქნა სიტყვა Kudawara-ადან, მაგრამ ნახატი ორაზროვნად მიგვანიშნებს არა ფარმაკოლოგიაზე, არამედ სულ სხვა რამეზე.




13. სახელწოდება Kidsexchange


image

ეს დასახელება შეიძლება ორგვარად გავიგოთ : «Kid Sex Change» ანუ ბავშვის სქესის შეცვლა ან «Kids Exchange» ანუ ბავშვების გაცვლა, არადა ეს მხოლოდ და მხოლოდ საკომისიო მაღაზიაა.




14. ჯაზური ცეკვების სტუდიის ლოგოტიპი


image

სინამდვილეში ეს მოცეკვავე წყვილების სილუეტებია, მაგრამ თუ ნახატს სხვა კუთხით შევხედავთ....



15. ბრაზილიის აღმოსავლეთის კვლევითი ინსტიტუტის ლოგოტიპი


image

დიზაინერებმა ეს ლოგოტიპი ჩაიფიქრეს, როგორც ჩაის სახლის უკან ჩამავალი მზე, მაგრამ როგორც ხედავთ, სულ სხვა რამე გამოუვიდათ.



9
2454
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2454
  
2016, 30 მაისი, 12:45
:D კარგად ვიხალისე :D
2015, 22 მაისი, 13:34
გაიხარეთ:)
2015, 22 მაისი, 12:32
მართლა მაგარი იყო :)
2015, 7 მარტი, 18:49
ვაიმე რამდენი ვიცინე :))
2015, 22 თებერვალი, 20:15
არაფრის :))
2015, 22 თებერვალი, 20:00
მადლობა, გაიხარეთ :)
2015, 22 თებერვალი, 19:54
სახალისო სტატიაა მომეწონა ყოჩაღ
2015, 17 თებერვალი, 21:32
გაიხარე, მადლობა :::::::*
2015, 17 თებერვალი, 21:30
სიტყვები არ მყოფნის, უმაგრესი სტატიაა, მანჩო, ბრავო !!!
0 1 9