x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რელიგიური უმცირესობების პრობლემები

imageრელიგიური ტოლერანტიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია
ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.ერთი შეხედვით, საქართველოში
რელიგიური დაპირისპირების მოტივი არ არსებობს. ამ მხრივ, კანონი,
საქართველოს კონსტიტუცია არეგულირებს ნორმებს. ქვეყნის არაერთ ქალაქში
ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაარსებობს, როგორც
მართლმადიდებლური ეკლესია, ისე სინაგოგა მეჩეთი თუ კათოლიკური ტაძარი.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა კანონი ფურცელზევე დაწერილად რჩება, ხოლო
ტოლერანტობა სხვა რელიგიის მიმართ ხანდახან მოჩვენებითია და სხვა
არაფერი.თემისადმი ჩემი ინტერესი გამოიწვია ქვეყანაში ბოლო ხანს
განვითარებულმა მოვლენებმა. კერძოდ, ნიგვზიანსა და თეთრიწყაროს
ინციდენტების მაგალითზე დაიბადა კითხვა, თუ რამდენად ვართ ქართული
საზოგადოება ტოლერანტული სხვა სუბკულტურებისადმი, სხვა რელიგიისადმი.
გლობალური მასშტაბით, რელიგიური ტოლერანტიზმი ერთ-ერთი პრობლემური
თემაა არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
მაგალითისთვის გამოდგება ჩინეთი, სადაც სახელმწიფო რელიგიის გარდა, სხვა
რჯულის აღმსარებელი ხალხი, ან სახელმწიფო ტერორის, ან სამოქალაქო
საზოგადოების, წნეხის ქვეშ ცხოვრობს. ჩვეულებრივ, რელიგიურ ფონზე
მოქალაქეთა დაპირისპირება ისლამის შემთხვევაში ხდება, თუმცა არა
ყოველთვის მხოლოდ ამ რელიგიის ირგვლივ. მსოფლიოს მასშტაბით
ისლამოფობიური შინაარსის მქონე მრავალი მოვლენა გვხვდება. ცუდის
მანიშნებელია, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც,
რომლებიც ისლამოფობიური იდეების გამტარებლები არიან.
საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით
მრავალეროვანი ქვეყანაა. ეს სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს რელიგიურ
უმცირესობებთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და ამ პოლიტიკის
ცხოვრებაში გატარებას.მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ
მსოფლიოში, რელიგიურ უმცირესობებს უნდა მიეცეთ უფლება ეზიარონ თავიანთ
კულტურას, რელიგიას. სახელმწიფო კი იღებს ზომებს, რათა კანონის წინაშე
სრული თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ უმცირესობათა ყოველი
წარმომადგენლისთვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა რეალიზაცია.
ნიგვზიანისა და თეთრიწყაროს მაგალითებიდან გამომდინარე, უნდა
ვაღიაროთ, რომ საქართველოში რელიგიური უმცირესობების ჩაგვრასა და
დისკრიმინაციას აქვს ადგილი.საზოგადოების არატოლერანტულობა რელიგიური
უმცირესობების მიმართ არ შეიცვლება მხოლოდ კანონების მიღებით.ჩემი აზრით,
მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, არ მოსწონდეთ სხვადასხვა რელიგიური
დაჯგუფებები, მაგრამ თუ თავიანთ ანტიპატიას საჯაროდ გამოხატავენ და
მორწმუნეების კონსტიტუციურ უფლებებს შელახავენ, სახელმწიფო
ვალდებულია გამოექომაგოს მათ და გაატაროს შესაბამისი სანქციები, ასეთ
შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს
ფართოსაგანმანათლებლო პროგრამებს, საზოგადოების მხრიდან ისეთი
საკითხების ჯანსაღად აღქმას, როგორიცაა რელიგიური მრავალფეროვნება და
სხვათა უფლებების პატივისცემა.
ადამიანის უფლებეზე საუბრისას უნდა გვესმოდეს ერთი ბუნებრივი კანონი, რომ
ჩვენი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი.

0
311
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა დეკანოიძე
თამთა დეკანოიძე
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0