x
image
worldsport.ge
მოურინიო: “უკეთესები არა, მაგრამ განსხვავებულნი ვართ”

imageდღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ შინ ლონდონის “ჩელსის” მიიღებს. “არისტოკრატების” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის შესახებ ისაუბრა და გასული სეზონის დაპირისპირებაც გაიხსენა.
“ჩემპიონთა ლიგა სიურპრიზებით აღსავსეა. ამ დროისთვის ჩემთვის ტიტულის მოგების 16 პრეტენდენტი არსებობს. გასულ წელს ფრანგები დავამარცხეთ, წავაგეთ მატჩი პარიზში, ხოლო განმეორებით შეხვედრაში მეორე გოლი მატჩის მიწურულს გავიტანეთ. არ ვამბობ, მოვიგეთ, რადგან პსჟ-ზე ძლიერები ვიყავით, დეტალებამდე უნდა დავიდეთ: სტუმრად გოლი გავიტანეთ, ხოლო საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს კარის დალაშქვრის უფლება არ მივეცით.
პსჟ დიდებული გუნდია, იგივე შემადგენლობა, ამჯერად დავიდ ლუიზთან ერთად. “ჩელსი” განსხვავებულია: ახალი ფეხბურთელები გვყავს, შევიცვალეთ სათამაშო სტილი, მეტოქეზე უკეთესი არ ვართ, მაგრამ განსხვავებულნი გახლავართ. 4 ბრაზილიელი ფეხბურთელი მყავს და თქვენ მეკითხებით პსჟ-ს ბრაზილიელებზე? ჩემი მოთამაშეები ნაკრებში ასპარეზობენ და მათთან მუშაობით კმაყოფილი ვარ. ლუიზთან გასულ სეზონში ვთანამშრომლობდი, ტიაგო სილვას არ ვწვრთნიდი, თუმცა მას პირადად ვიცნობ, კარგი ბიჭია და დიდებული მოთამაშე”, - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
პსჟ-ს და “ჩელსის” დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე სულ 4 შეხვედრას ითვლის. 2004 წელს “არისტოკრატებმა” სტუმრად 3:0 იმარჯვეს, ხოლო შინ მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. 2014 წელს კი პსჟ-მ პარიზში 3:1 მოიგო, “სტემფორდ ბრიჯზე” კი 0:2 დამარცხდა და მეოთხედფინალურ ეტაპს გამოეთიშა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0