x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჩირის კანფეტები - ყველაზე სასარგებლო სამარხვო დესერტი
image
ჩირი, თაფლი და ნიგოზი...რა უნდა იყოს ზამთარში ამ პროდუქტებზე უფრო სასარგებლო? ხოლო თუ მათ გავაერთიანებთ და კანფეტის ფორმას მივცემთ უგემრიელეს დესერტს მივიღებთ, რომელიც ერთნაირად მოეწონებათ როგორც ბავშვებს, ასევე დიდებს.


მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


— გარგარის ჩირი (100 გ.);
— ფინიკი (100 გ.);
— შავქლიავის ჩირი(100 გ.);
— ქიშმიში (100 გ.);
— ნიგოზი (50 გ.);
— მიწისთხილი (50 გ.);
— თაფლი (3 ს.კ.);
— სეზამის მარცვლები (50 გ.).


image



დაჭერით ყველანაირი ჩირი (გარდა ქიშმიშისა) პატარა ნაჭრებად.


image


დააბლენდერეთ ჩირი და ქიშმიში.


image



ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ნიგოზი.


image


ჯამში ერთად აურიეთ ნიგოზი, დაბლენდერებული ჩირი და თაფლი. მიიღებთ ცომისებურ მასას.


image


გააკეთეთ ბურთულები და ამოავლეთ სეზამის მარცვლებში.


image



2
250
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
250
  
2015, 16 თებერვალი, 10:07
გაიხარე, ჩემო კარგო :)
2015, 16 თებერვალი, 2:15
მიყვარს შენი გემრიელი სტატიები :-* :-)
0 1 2