x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ზეგავლენა სუვერენულ სახელმწიფოთა პოლიტიკის ფორმირებაზე

გასული საუკუნედან მოყოლებული ჩვენს პლანეტაზე გლობალიზაციის ტემპები უფრო და უფრო დიდდება, რაც ყველაზე კარგად ეკონომიკის გლობალიზაციაში აისახება.დღესდღეობით სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები საკმაოდ განვითარებულია, რაც გამოწვეულია ახლო ეკონომიკური კავშირებითა და საჭიროებებით, რაც აიძულებს ქვეყნებს პოლიტიკურადაც სტაბილურ ურთიერთობებში იყვნენ მათ მეზობელ თუ არამეზობელ სახელმწიფოებთან.მიუხედავად კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიის სწრაფად განვითარებისა, დღესდღეობით მაინც არის სხვადასხვა სახის კონფლიქტები და პოლიტიკური კრიზისები სახელმწიფოთა შორის.


ეკონომიკისა
და
პოლიტიკის
გლობალიზაციის
ერთ-ერთი თვალსაჩინო პირმშოები მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტები არიან, რომლებიც ადგენენ ან ცდილობენ დაადგინონ თამაშის წესები გლობალური სოფლის ბაზარზე და განსაზღვრონ მონეტარული პოლიტიკა, რომელიც აუცილებელია 21-ე საუკუნეში.ეს ფინანსური ინსტიტუტები არიან: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო მონეტარული ფონდი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.


ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები გარკვეულწილად არა მხოლოდ ეკონომიკურ ბერკეტებს ფლობენ, მათი საქმიანობა განსაზღვრავს ბევრი სახელმწიფოს შიდა და საგარეო პოლიტიკასაც.შესაბამისად საინტერესოა განვიხილოთ ამ ფინანსური ინსტიტუტების მოქმედება მათი დადებითი და უარყოფითი გავლენა განვითარებად თუ განვითარებულ სახელმწიფოებზე. ზემოთხსენებული ფინანსური ინსტიტუტებთან
დაკავშირებით ყველაზე ხშირად ისმის შემდეგი სახის კითხვები:
1)რა როლი ითამაშეს მათ მე-20ე საუკუნისა და 21 საუკუნის მსოფლიო ფინანსურ კრიზისებზე? 2)არის თუ არა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი კრედიტები განვითარებადი ქვეყნების დაკაბალების ძირითადი საშუალება?


3) რამდენად კეთილსინდისიერები არიან ძირითადი ფინანსური მარეგულირებლები დღევანდელ მსოფლიოში?


4)რა როლი აქვთ მათ განვითარებადი ქვეყნების წარმატების საქმეში?


5)ახდენს თუ არა საერთაშორისო მოთამაშეების ქმედებები განვლენას ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკაზე?


6) რა ტემპებით მიმდინარეობს ეკონომიკის გლობალიზაცია? რა იყო 100 წლის წინ და რა შეიძლება იყოს მომავალში?


ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად საინტერესოა განვიხილოთ
თითოეული ფინანსური ინსტიტუტის წარმოშობა, განვითარება, მათი წარმატებები და შეცდომები.
ასევე თუ როგორ აფასებენ სხვადასხვა თეორიული სკოლის წარმომადგენლები მათ საქმიანობასა
პერსპექტივებს.


ბრეტონ
ვუდსის სისტემა და მისი განშტოებები:


ბრეტონ-ვუდსის სისტემა (ინგლ. Bretton Woods
system) — ფულადი ურთიერთობებისა და სავაჭრო ანგარიშგებების საერთაშორისო სისტემა,
რომელიც ბრეტონ-ვუდსის კონფერენციაზე მიიღეს 1944 წლის 1-22 ივლისს. სახელწოდება მომდინარეობს
აშშ-ის შტატ ნიუ-ჰემპშირის კურორტ ბრეტონ-ვუდსიდან (ინგლ. Bretton Woods). ამ სისტემამ
საფუძველი ჩაუყარა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა რეკონსტრუქციისა და განვითარების
საერთაშორისო ბანკი (IBRD) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF). დოლარი გახდა საერთაშორისო
ფულის ერთ-ერთი სახეობა, ოქროსთან ერთად1.


ბრეტონ-ვუდსის სისტემა დაფუძნებული იყო შემდეგ პრინციპზე:ეკონომიკა, განვითარება,


მონეტარული სტაბილურობა და ვაჭრობა.დღეს თამამად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ სწორედ ეს სისტემა გახლდათ მეოცე საუკუნეში ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის
დამაჩქარებელი, რაც დღეს გლობალიზაციის სახელით არის ცნობილი.ბრეტონ-ვუდსის კონფერენციიდან
მცირე ხანში შეიქმნა GATT-ზოგადი შეთანხმება ტარიფებზე და ვაჭრობაზე.შეთანხმება იყო
მისწრება ომის შემდგომი მსოფლიოსთვის, რომ საერთო მიდგომებით აღედგინათ განადგურებული
ეკონომიკა და დაემყარებინათ სტაბილურობა.


საერთაშორისო მონეტარული
ფონდი- შეცდომები და
მიღწევები განსხვავებული რაკურსით


საერთაშორისო მონეტარული ფონდის დამაარსებლები ფიქრობდნენ, რომ ეს ორგანიზაცია
უნდა ყოფილიყო სტაბილური მონეტარული მდგომარეობის განმსზაღვრელი და შემქნელი მთელს
მსოფლიოში, ის გასული საუკუნის 90იან წლებიდან კურირებს ასევე სახელმწიფოთა ვალუტის
გაცვლა.სმფ დღეს მუშაობს მონატრული პოლიტიკის შემუშავებასა და ინფლაციების შეჩერებაზე, თუმცა
არსებობს ბევრი ეკონომისტი, რომელიც სმფს ადანაშაულებს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებასა
და არასწორ მიდგომებში განვითარებადი სახელმწიფოების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი ეკონომისტი
არის ჯოზეფ სტიგლიცი, რომელიც საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებს ფონდის საქმიანობას და ხშირად
მას ადანაშაულებს ზეწოლაში განვითარებადი და ღარიბი სახელმწიფოებთან მიმართებით, რაც
არღვევს მათ ეკონომიკურ სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას.2012
წელს გამოცემულ წიგნში(გამომცემელი რადარამი) სტიგლიცი აქცენტს აკეთებს გულგრილ ქმედებებსა
და მხოლოდ ინფლაციის კონტროლზე და საუბრობს რომ:“სტატისტიკა
ადასტურებს იმას, რასაც ხედავენ ადამიანები, რომლებიც დედაქალაქის გარეთ აფრიკის სოფლებში, ნეპალსა
ან ეთიოპიაში მოგზაურობენ, უფსკრული ღარიბებსა და მდიდრებს შორის უკანასკნელ წლებში
კიდევ უფრო გაღრმავდა, იზრდება მოსახლეობის რიცხვი, რომელთა შემოსავალი 1 დოლარზე ნაკლებია“


1-ბრეტონ ვუდსის
სისტემა 1971 წელს მოიშალა, როცა ამერიკამ გაწყვიტა კავშირი დოლარსა და ოქროს შორის


საერთაშორისო სავალუტო
ფონდი და ეთიოპია


მიუხედავად გაცხადებული კურსისა, რომ საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტები შექმნილი არიან განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლადაც, ხშირად მათი ქმედებები
საპირისპიროს ამტკიცებს.რატომ ხდება ორმაგი სტანდარებით მოქმედება მათი მხრიდან?


ხომ არ არის მათი კრედიტები დაკაბალების საშუალება ღარიბი
ქვეყნებისთვის? ეს ნამდვილად ბუნებრივი კითხვებია, რაც ებადება საზოგადოებას მათზე ფიქრსისას.


1997 წელს ფონდმა ეთიოპიას შეუწყვიტა სესხების პროგრამა
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ მელესის ხელმძღვანელობით ქვეყანა აფიქსირებდა სტაბილურ
ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებელს და რეფორმებს.თუმცა იმ პერიოდისთვის ეჭქვეშ დადგა ფონდის
მიერ გაფართოებული სრუქტურული ადაპტაციის მექანიზმების(ESAF) პროგრამით გამოყოფილი კრედიეტებისა და ასევე მსოფლიო
ბანკის მიერ გამოყოფილი სუბსიდიების მიღება მხოლოდ იმიტომ, სესხი ეთიოპიამ ვადაზე ადრე
დაფარა თავისივე გადაწყვეტილებით და არ შეუთანხმებია დონორებთან.ამ ფაქტზე სტიგლიცი
წერს:“აშშ და სმფ სესხის ვადაზე ადრე დაბრუნების
წინააღმდეგი კი იყვნენ, ისინი იმ სტრატეგიის წინააღმდეგი კი არ იყვნენ, უბრალოდ ის ფაქტი
არ მოსწონდათ, რომ ეთიოპიამ კურსი ფონდის გარეშე აირჩია“


რეალურად ეს საკმაოდ შემაშფოთებელი ტენდენციაა, როცა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აშშ მხოლოდ იმის გამო აჩერებენ სუბსიდიებს, რომ ეთიოპიამ
თავისი გზით წასვლა აირჩიაა და უარი განაცხადა ბაზრის სრულად ლიბერალიზაციაზე, რაც იმას
ნიშნავდა, რომ საპროცენტო განაკვეთ ბაზარი განსაზღვრავდა, რაც არც თავად შტატებს გაუკეთებია
1970 წლამდე, სანამ დამზღვევი მექანიზმები და ბაზრი მარეგულირებელი ორგანოები შესაბამისად
არ განვითარდა.სავსებით ბუნებრივი იყო ეთიოპიის კიდევე რთი ურჩობა გაეხსნა საკუთარი
საბანკო სისტემა, რამაც მეზობელ ქვეყნებში, მაგ კენიაში 14 ბანკის გაკოტრება გამოიწვიაა.შეიძლება
ითქვას ეთიოპიის მაგალითი ანტიგლობალისტებისთვის მყარი არგუმენტი იყო „ემხილათ“ ბრეტონ-ვუდსის
პირმშოების განზრახვები.


მსოფლიო
ბანკი და ბოტსვანა


ბოტსვანა დანარჩენი აფრიკული ქვეყნებისგან იმით განსვავდება, რომ
ძვირფასი ქვების საბადოებით არის მდიდარი.ქვეყანამ დამოუკიდებელი მრჩევლების დახმარებით
სერიოზულ წარმატებას მიაღწია.ქვეყანა აფრიკული ძვირფასი ქვებით მოვაჭრე კარტელისგან
1969 წლიდან 60 მილიონიან მოგებას ნახულობდა.მსოფლიო ბანკიდან მივლენილმა ადვოკატმა
მთავრობას ურჩია გადაეხედა ხელშეკრულება და ახალი ფასი დაეწესებინა კარტელისთვის, რასაც
მოჰყვა კარტელის მმართველი რგოლისგან მსოფლიო ბანკში ლობირება საკუთარი ინტერესების, შედეგად
მსოფლიო ბანკმა გადაწყვიტა მივლენილი ადვოკატის გაწვევა, თუმცა კონკრეტული პიროვნება
დარჩა ქვეყანაში და დაეხმარა სახელმწიფოს გადაეხედა ხელშეკრულება, რამაც განაპირობა
შემოსავლების მკვეთრი ზრდა და ახალი საბადოების აღმოჩენის შემდეგაც ბოტსვანას შემოსავლები
საკმაოდ სარფიანი იყო. ეს ფაქტი კარგად მოწმოს მსოფლიო ბანკის გულგრილ მიდგომასა და
ლობირების ძალას მდიდარი კარტელების მხრიდან, რისი ფაქტებიც არა ერთი დაფიქსირებულა
მათი მხრიდან.


საერთაშორისო მონეტარული
ფონდი და სამხრეთ კორეა


საერთაშორისო მონეტარული ფონდის მესვეურები აცხადებენ, რომ
ისინი არასოდეს კარნახობენ სესხის პირობებს, იმ ქვეყნებს რომლებსაც სესხს აძლევენ თუმცა
რეალობა საპირისპიროს კარნახობს.1997 წელს, როცა აღმოსავლეთ აზიაში ინერციით ვითარდებოდა
კრიზისი ფონდის წარმომადგენლებმა საკმაოდ რთული პირობები შესთავაზეს სამხრეთ კორეას
და მოსთხოვეს ზედმეტად მკაცრი ფულადი პოლიტიკის გატარება.ამაზე სტიგლიცი წერს:“მე მაინტერესებდა, რატომ არ იღებდნენ კორეის მთავრობის
წევრები ხმას?პასუხი მხოლოდ ორი წლის მერე მივიღე, როცა კორეის ეკონომიკა კრიზისიდან
გამოვიდა, მთავრობის წევრებმა უხალისოდ აღიარეს, რომ ფონდს შეეძლოს ფულადი დახმარების
შეწყვეტა და ეკონომიკური იმიჯის გაფუჭება ქვეყნისთვის“


საერთაშორისო მონეტარული ფონდის მიერ შეწყვეტილ ფინანსებს
შეიძლებოდა ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგი მოეტანა, ამავდროულად საინვესტიციო იმიჯის
გაფუჭება, რაც გამოიწვევდა მსხვილი და საშუალო ზომის კორპორაციების მხრიდან პირდაპირი
ინვესტიციების შემცირებას, რაც არანაკლებ სახიფათოა ქვეყნის განვითარებისთვის.კონკრეტულად
ფონდის წარმომადგნლები მოითხოვდნენ კორეის ხელისუფლებისგან, რომ ცენტალური ბანკი უფრო
დამოუკიდებელი ყოფილიყო პოლიტიკისგან.თუმცა არსად დასტურდება, რომ უფრო მეტად დამოუკიდებელი
ბანკი არის გარანტორი სწრაფი ეკონომიკური ზრდისა.საგულისხმოა, რომ აქ კონკრეტულ ქვეყნებს
ჰქონდათ თავისი პოლიტ-ეკონომიური ინტერესები, რასაც ლობირებდნენ ფონდის მეშვეობით.ეს
კიდევე რთი დასტურია, თუ რამდენად გადაჯაჭვული გლობალიზაციის პირობებში პოლიტიკა და
ეკონომიკა.


ბაზრების ლიბერალიზაცია2, პრივატიზაცია
და მონეტარული ფონდის მიდგომები


მაროკო და მონეტარული ფონდი


პრივატიზაცია და თავისუფალი ბაზარი კარგიაა, ეს მარტივი
ჭეშმარიტებაა, თუმცა გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული ქვეყნის მაკრო და მიკროეკონომიკური
გარემო და შესაბამისად უნდა დაიგეგმოს ესა თუ ის ნაბიჯი.საწმუხაროდ ზემოთხსენებული
საფინანსო ინსტიტუტები არ ითვალისწინებენ თითოეული ქვეყნის უნიკალურ ეკონომიკურ კლიმატს
და ერთ-საზომში ატარებენ, მაგალითად მაროკოსა და ნიდერლანდებს, ფაქტობრივად ისინი ერთნაირად
მოითხოვენ ორივე ქვეყნისგან, თუმცა ხომ არის რაღაც განსხვავება გასათვალისწინებელი?
სტიგლიცი აღწერს მაროკოს მაგალითს, სადაც სახელმწიფოსგან ხელშეწყობით თავდაპირველად
წარმატებით მიმდინარეობდა ფრინველთა ფერმების გახსნა, რაც იწვევდა იმ რეგიონში სიღარიბის
შემცირებასა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, თუმცა მას შემდეგ რაც სავალუტო ფონდმა
მოსთხოვა ხელსიფლებას შეეწყვიტა ერთგვარი ჩარევა და სუბსიდირება ახალგამოჩეკილ წიწილებზე.ხელისუფლებამ
ეს პროცესი თავისუფალ ცურვაზე გაუშვა.შედეგად მოხდა შემდეგი:კერძო ბიზნესის მიერ მიწოდებული
წიწილები მალე დაიხოცნენ, თუმცა ზარალი არავის აუნაზღაურებია, შესაბამისად სოფლის მაცხოვრებლებმა
თავი შეიკავეს ახალი წიწილების შესყიდვისგან და თავდაპირველად წამოწყებული სარფიანი
საქმეც დაიხურა.ფონდი თვლის, რომ მთავარია პრივატიზაცია სწრაფად განხორციელდეს, ხოლო
რეგულაციები და კონკურენტული გარემო მომაალშიც შიემქნება, მაგრამ მას შემდეგ რაც მსხვილი
კომპანიები ბაზრებზე შემოდიან მათ ფულიც აქვთ და მოტივაციაც შეინარჩუნონ სტატუსქვო
და არ შეცვალონ მათთვის ხელსაყრელი მდგომარეობა.





2-ლიბერალიზაცია:მთავრობის ჩაურევლობის პოლიტიკა ფინანსურ
და კაპიტალის ბაზარზე





ბაზრების ლიბერალიზაცია
და ჩინეთის მიდგომები


ბაზრების უპირობო ლიბერალიზაცია მსოფლიო სავალუტო ფონდს, მხოლოდ
პატარა ქვეყნებისთვის არ მოუთხოვია.მსგავსი მოთხოვნა იყო ერთ-ერთი გიგანტი სახელმწფიოს
მიმართაც, რათა ის დაეშვათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.1999 წელს დღის წესრიგში იყო
ჩინეთის ამ ორგანიზაციაში შესვლა, რაც ორივე მხარის ინტერესებში იყო.ზემოთხსენებულ საკითხზე
მოლაპარაკებისას ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ჟუ რონჟის წაუყენეს პირობა ამერიკის ხაზინის
მხრიდან, რომ ფინანსური ბაზარი უფრო სწრაფად გამხარიყო ლიბერალიზერებული, თუმცა ჩინეთი
ამ საკითხზე ჭოჭმანობდა, რადგან ბაზრის უპირობო ლიბერალიზაციამ მახლობელ აღმოსავლეთში
ტაილანდური ბათისა და შემდგომ ინდონეზიური რუპიის გაუფასურება გამოიწვიაა, რამაც რეგიონი
საკმაოდ დააზარალა.ჩინეთმა თავი შეიკავა ლიბერალიზაციის ტემპების დაჩქარებისკენ და
გადარჩა.


სავალუტო ფონდის დამოკიდებულება, რომ შევაჯამოთ ბაზრების
ლიბერალიზაციისადმი,


დღესდღეობით ფონდის მესვეურები აღიარებენ შეცდომებს, რომ
მათი მოთხოვნა აზიური ქვეყნებისადმი იყო არასწორი.თუმცა უკვე დაგვიანებულია.ისინი ასევე
აღიარებენ, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის აწევაც არასწორი იყოო.თუმცა ზოგიერთი
ეკონომისტი დღესაც ამტკიცებს, რომ საპროცენტო განაკვეთის აწევა, აუცილებელი იყო, რადგან
წინააღდეგ შემთხვევაში სავალუტო კურსი დაეცემოდა.ერთი სიტყვით სავალუტო ფონდის შეცდომები, რომ
შევაჯამოთ, რამაც გამოიწვია მის მიმართ ანტიგლობალისტების ესოდენ განრისხება მისი ყველაზე დიდი შეცდომა არათანმიმდევული
და ფართო სოციალური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე განხორციელებული ქმედებები იყო.განვითარებადი
ქვეყნები იძულებულები იყვნენ ლიბერალიზაციის პროცესი მანამდე დაეწყოთ, სანამ უსაფრთხოების
ქსელს და შესაბამის მარეგულირებელ მექანიზმს შეიმუშავებდნენ.





საერთაშორისო მონეტარული
ფონდისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წარმატებები-გლობალიზაციის მომხრეების კვალდაკვალ


ზემოთხსენებული მოსაზრებები იყო იმის გამოვლინება, თუ
რა შეცდომები დაუშვა მონეტარულმა ფონდმა და ზოგ შემთხვევაში მსოფლიო ბანკმა განვითარებადი
ქვეყნების მიმართულებით.ნათლად გამოჩნდა, რომ გლობალიზაციის პირობებში და კომპლექსური
ურთიერდამოკიდებულებისას ხშირად ინსტიტუტები თავიან შესაძლებლობებს იყენებენ, რათა პოლიტიკური
ზემოქმედება მოახდინონ სახელმწიფოებზე და გამიყარონ იქ პოზიციები.თუმცა მონეტარულ ფონდის
ერთმხრივად უარყოფითად შეფასება არასწორი იქნება, მისი მუშაობის შედეგად ბევრი სასარგებლო
პროექტი განხორციელდა მონეტარული სტაბილიზაციისთვის განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში.ამავდროულად
დააფინანსა ბევრი ისეთი კრიზისის დაძლევა, რომელიც უფრო მძიმე იქნებოდა ამ ორგანზიაციების
არარსებობის შემთხვევებში.


პესოს კრიზისი და ვალუტის
სტაბილიზაციის უპრეცენდენტო პაკეტი


1994 წლის 19 დეკემბერს მექსიკის
მთავრობამ დევალვაცია მოახდინა მექსიკური პესოსი.ისინი ამტკიცებდნენ, რომ პესო, რომელიც
მიბმული იყო დოლართან ეკონომიკური ზრდის გამო პრობლემებში იყო ჩამბული.პესოს დევალვაციამ
მექსიკური ფინანსური სექტორის პანიკა გამოიწვია და დაახლოებით 8 მილიარდამდე დააკარგინა
უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში.ფინანსური კრიზისი გადაედო ლათინური ამერიკის ქვეყნებზე, შესაბამისად
მოსალოდნელი იყო რეგიონისთვის კატასტროფული შედეგი, რომ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო
ბანკისა და შტატების ერთობლივი პაკეტი, რომელიც 50 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ხელი
შეუწყო მექსიკის ფინანსური სექტორის სტაბილიზაციას.


სუფთა ჰაერის აქტი, მსოფლიო
სავაჭრო ორგანიზაცია და აშშ ერთმანეთთან დაპირსიპრებაში


მსოფლიო
სავაჭრო ორგანიზაცია(WTO), რომელიც
ტარიფებისა და
ვაჭრობის გენერალური
შეთანხმების(GATT)
ის ბაზაზე
1995 წელს 1 იანვრიდან
ფუნქციონირებს.ვაჭრობის
ლიბერალიზაციის მიმართულებით
ერთ-ერთი
მთავარი ორგანიზაციაა.მისი
წევრია 160 ქვეყანა.შტაბბინა
ჟენევაშია.GATT, რომელზეც დაფუძნდა მსო შემდეგ პრინციპებს ერთგულებს:


ვაჭრობა
დისკრიმინაციის გარეშესაგარეო-სავაჭრო
პოლიტიკის განვითარების დაგეგმვა, მრავალმხრივი და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზაზე.კეთილსინდისიერი
კონკურენციის წახალისებაშიდა
ბაზრის დასაცავად უპირატესად სატარიფო მეთოდების გამოყენება.ეკონომიკური რეფორმებისა
და განვითარების ხელშეწყობა







1996 წელს
მსო ში პირველი საჩივარი შევიდა და ის სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა.ბრაზილია
და ვენესუელა ამერიკის შერთებულ შტატებს უჩიოდნენ, რადგან შტატებმა 1990 წელს გარემოს
დაცვის სააგენტოს რეგულაციების შედეგად აუკრძალეს ბრაზილიასა და ვენესუელას ნავთობის
იმპორტი, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ გარემოს დაბინძურებისგან დაცვის რეგულაციებს.ურთიერთობა
ისე
დაიძაბა, რომ მსო ში ამერიკის წარმომადგენელმა ჯეიმს ბაკუსმა განაცხადა:“ამერიკის გარეშე მსო იქნება სუსტი, ის გადაიქცევა კომერციულ ერთა ლიგად, რის გამოც ორგანიზაცია რეალურად ვერ შეძლებს ვაჭრობის წესების შემოღებასა და ეფექტურად გავრცელებას“(საერთაშორისო ორგანიზაციები, კელი პისი 2010) მიუხედავად ამ პრობლემებისა
შეიძლება ითქვას, რომ მსო მ გამოცდა ჩააბარა და განაცხადა, რომ რეგულაციები ეწინააღმდეგებოდა
ფუნდამენტურ სავაჭრო პრინციპებს და შტატებს უნდა გაეუქმებინა ის.მიღებული რეგულაცია
გადაიხედა.





საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების
დახმარება საქართველოზე


გლობალიზაციის
მონაპოვარი საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს, როგორც განვითარებად სახელმწიფოსაც ეხმარებოდნენ
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალე.ჩვენ ქვეყანასაც ჰქონდა ფინანსური კრიზისები, თუმცა
ეს ამ საფინანსო ინსტიტუტების მოქმედბის შედეგი არ ყოფილა.სავალუტო ფონდის მუშაობამ
საქართველოში გამოიწვია სტაბილური მაკროეკონომიკურობა რაც გულისხმობს:


ქვეყნის საფინანს მოწყობის
საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც საბიუჯეტო და ფულად პროცესებს არეგულირებსეროვნული ბანკის მიერ გატარებული
მკაცრი კონტროლით ჰიპერინფლაციის მოთოკვა1995 წლიდან, წლის დასაწყისში
დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის არსებობა, ორსაფეხურიანი საბანკო
სისტემის ჩამოყალიბება, სადაც გამიჯნულია ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ფუნქციებიყოფილი სახელმწიფო ბანკების
პრივატიზაციის დასრულებასაგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციაუცხოური ვალუტის რესტრუქტურიზაცია.














მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით კი საქართველომ შემდეგი სარგებელი
მიიღო:


გაჩნდა შესაძლებლობა საერთაშორისო
მრავალმხრივ ფინანსურ მოლაპარაკებებში ჩართვისაქვეყანამ შეიძინა ბერკეტი
ზემოქმედება მოეხდინა სხვა ქვეყნებზე თავისუფალი ვაჭრობის და საქონლის შეტანის კუთხითაშშ მოხსნა შეზღუდვები, (საქართველო
მოიხსნა ჯესონ-ვენიკის შესწორებიდან)ქვეყანას მიენიჭა GSP შეღავაღები










ზემოთ ნახსენები შემთხვევბი აჩვენებს საფინანსო ინსტიტუტების როლს საერთაშორისო
ეკონომიკურ ურთიერთობებში.რომ არა ვალუტის სტაბილიზაციის პაკეტი შეიძლებოდა მექსიკა
და მთლიანი ლათინური ამერიკა რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, ხოლო, რომ არა მსო ბრაზილია
და ვენესუელა ვერსად დაიცავდნენ თავიანთ ფინანსურ ინტერესებს, განსაკუთრებით მაშინ როცა
მოწინააღმდეგე ზე სახელმწიფო შეერთებული შტატებია.საქართველოსთან მიმართებიაც ნათლად
გამოჩნდა ამ ფინანსური ინსტიტუების როლი განვითარებადი ქვეყნის მიმართულებით.





მე-19 საუკუნეში განსაკუთრებით დაჩქარებული ეკონომიკური გლობალიზაცია, რასაც
თან სდევდა პოლიტიკური კავშირების წარმოქმნდა გამყარება 1914 წელს პირველი მსოფლიო
ომის დაწყებამ შეაფერხა.ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდი კაცობრიობას შტატების საშინელი
პარასკევითა და ვოლ სტრიტის კრიზისით დაამახსოვრდა.ნაცისტური გერმანიისა და მისი ბლოკის
დამარცხებამ, ახალი სიცოცხლე შთაბერა მსოფლიოს გლობალიზაციის ტალღას.ცივი ომის სახელით
ცნობილ პერიოდში კაპიტალისტური და სოციალისტური სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებდნენ
ერთმანეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოებისთვის.სსრკს დაშლის შემდეგ კი შეიქმნა
შესაძლებლობა, რის შედეგადაც კომპლექსური ურთიერთამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა.ნაშრომში
გამოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოქმედება არაკეთილსინდისიერია
და მიზნად ისაახავს ამა თუ იმ ლობირებული ჯგუფის თუ სახელმწიფოს ინტერესების გატარებას.გამოჩნდა, რომ
კრედიტები და მონეტარული პოლიტიკა, ზოგ შემთხვევაში მცირე სახელმწიფოებზე ზემოქმედების
საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ამავდორულად ხაზი უნდა გაესვას იმ სიკეთეებს რაც ზემოთხსნებულმა
საფინანსო ორგანიზაციებმა შექმნეს.სტაბილიზაციის პაკეტები, ფინანსური შიდა ინსტიტუტების
შექმნა განმტიცება პოსტტოტალიტარული და სოცილისტური ქვეყნებისთვის.საერთაშორისო საფინანსო
არენის შექმნა, სადაც ვენესუელასაც კი შეუძლია ერთჯერადად აშშს უკან დაახევინოს და უარი
ათქმევინოს არასწორ პოლიტიკაზე.ასეთია 21-ე საუკუნის გლობალური სოფელი, რომელშიც პოლიტიკა
და ეკონომიკა სულ უფრო ეჯაჭვება ერთმანეთს, ზოგი სახელმწიფო ახერხებს და ამით სარგებელს
იღებს, ხოლო ზოგიერთი კი პირიქით ზარალდება.ასეა თუ ისე ეს პროცესი შეუქცევადია და
50 წლის შემდეგ ჩვენ უფრო მეტად ინტეგრირებულ ბაზარსა და მეტნაკლებად დაბალანსებულ
პოლიტიკურ წესრიგს მივიღებთ.





გამოყენებული ლიტერატურა:


ბრეტონ ვუდსის სისტემის განმარტება:http://www.investopedia.com/terms/b/brettonwoodsagreement.aspსაერთაშორისო მონეტარული ფონდის მიზნები:კელი-ქეითი, პეასი, საერთაშორისო ორგანიზაციები, მეოთხე გამოცემა, 2010, ვებსტერის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ188საერთაშორისო მონეტარული ფონდი და ეთიოპია, ჯოზეფ სტიგლიცი, “ეკონომიკა და მისი თანმდევი უკმაყოფილება, გამომცემლობა რადარამი, გვ, 35, გვ43, გვ44-46ბოტსვანა და საერთაშორისო მონეტარული ფონდი:, ჯოზეფ სტიგლიცი, “ეკონომიკა და მისი თანმდევი უკმაყოფილება, გამომცემლობა რადარამი, გვ56საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სამხრეთ კორეა, ჯოზეფ სტიგლიცი, “ეკონომიკა და მისი თანმდევი უკმაყოფილება, გამომცემლობა რადარამი, გვ60-61, მაროკო და მსოფლიო ბანკი, ჯოზეფ სტიგლიცი, “ეკონომიკა და მისი თანმდევი უკმაყოფილება, გამომცემლობა რადარამი, გვ79-81ბაზრის ლიბერალიზაციის განმარტება:ჯოზეფ სტიგლიცი, “ეკონომიკა და მისი თანმდევი უკმაყოფილება, გამომცემლობა რადარამი, გვ85პესოს კრიზისი და ვალუტის სტაბილიზაციის უპრეცენდენტო პაკეტი, მიზნები:კელი-ქეითი, პეასი, საერთაშორისო ორგანიზაციები, მეოთხე გამოცემა, 2010, ვებსტერის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ 194-200სუფთა ჰაერის აქტი, აშშ მსოს დაპირისპირება, მიზნები:კელი-ქეითი, პეასი, საერთაშორისო ორგანიზაციები, მეოთხე გამოცემა, 2010, ვებსტერის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ162 გვ

















მსოსა და მსოფლიო ბანკის დახმარება საქართველოზე, ზურაბ ქარუმაძე, საერთ

0
414
შეფასება არ არის
ავტორი:შალვა ჩიხლაძე
შალვა ჩიხლაძე
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0