x
image
worldsport.ge
გრიგალავას და “ანჟის” ერთმანეთთან პრეტენზია არ აქვთ

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ ინტერნეტპორტალ championat.com-თან განაცხადა, რომ მახაჩყალის “ანჟის” მშვიდობიანად დაშორდა და მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზია არ აქვთ.
“ანჟის” მშვიდობიანად დავშორდი. კლუბს ჩემთან პრეტენზია არ აქვს და არც მე – კლუბთან. ცალკე მსურს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებსაც ჩემი ბოლომდე სჯეროდათ” – თქვა გრიგალავამ.
გრიგალავას მომავალი ჯერ უცნობია. მას პერმის “ამკარი” ეპატიჟებოდა, მაგრამ მხარეებმა პირობებზე ვერ მოილაპარაკეს.




ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0