x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა

imageადამიანის მავნე ზემოქმედება გარემოზე ყველაზე მძომედ თვით ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ორგანიზმის რეაქცია დავინძურებაზე დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე: სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც წესი, ყველაზე უფრო მგრძნობიარენი არიან ბავშვები, ხანდაზმული და ავადმყოფი ადამიანები. თუ მომწამვლელი ნივთიერების სისტემურად აღწევს ორგანიზმში, ხდება ქრონიკული მოწამვლა. ქრონიკული მოწამვლის ნიშნებია: სწრაფი დაღლა ან მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, ყურადღების გაფანტვა, გულმავიწყობა, ღვიძლის, თირკმლების, ნერვულ სისტემის ფუნქციების სხვადასხვა ტიპის დარღვევა და სხვა. მსგავსი ნიშნები ვლინდება გარემოს რადიაქტიული დაბინძურების დროსაც. რადიაქტიული იზოტოპების უმრავლესობას აქვს ნახევარდაშლის ხანგრძლივი პერიოდი და საშიშია ჯანმრთელობისთვის. ისინი ერთვებიან ნივთიერებათა წრებრუნვაში და დამღუპველ ზემოქმედებას ახდენენ უჯრედებზე.

image















0
514
4-ს მოსწონს
ავტორი:საბ დეკანოიძე
საბ დეკანოიძე
514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0