შოუბიზნესი "გრემი – 2015": ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე 2015, 10 თებერვალი, 15:35 ტრადიციული წითელი ხალიჩა, რომელიც, როგორც წესი, წინ უძღვის "გრემის" დაჯილდოების ნებისმიერ ცერემონიალს, 2015 წლის გუშინდელ ცერემონიალზე ნამდვილ შოუდ და მაყურებლისათვის შოკისმომგვრელ სანახაობად გადაიქცა- საზოგადოებას ლამის თვალთ დაუბნელდა შიშველი სხეულების მოზღვავებისაგან, ხოლო ზოგიერთი ვარსკვლავის დეკოლტე ყოველგვარ წარმოსახვის უნარს უკარგავდა მაყურებელს.
მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი, როგორ კაბებში გამოწყობილი წარსდგნენ საზოგადოების წინაშე ცნობილი ვარსკვლავები "გრემის" დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიალზე.
კიმ კარდაშიანი დავიწყოთ დეკოლტეებით : კიმ კარდაშიანი ცერემონიალზე Jean Paul Gaultier-ის ოქროსფერი კაბაში გამოწყობილი გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ სამოსი თავისი სტილით საღამურ ხალათს მოგვაგონებდა, ის მაინც შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ არა კიმის შემთხვევაში: ეს კაბა, სავარაუდოდ, მხოლოდ მაღალი ტანის ქალბატონებზეა გათვლილი, რითაც სომხური წარმოშობის ვარსკვლავი მაინდამაინც ვერ დაიკვეხნის. ჯეინ ფონდა დაჩრდილა რა ახალგაზრდა კოლეგები, ჯეინ ფონდა წითელ ხალიჩაზე Balmain-ის მწვანე კომბინეზონში გამოწყობილი გამოჩნდა, უმშვენებდა რა ყელს ორიგინალური ფორმის ოქროსფერი ყელსაბამი. ასეთი ჩაცმულობა მოითხოვს უნაკლო ტანს და საკუთარ ელეგანტურობაში თვითდაჯერებულობას. არც ერთი და არც მეორე ფონდას, ასაკის მიუხედავად, არ აკლია. კრის ტეიგანი კრის ტეიგანმა, რომელიც ცერემონიალზე მეუღლეს-ჯონ ლეჯენდს უმშვენებდა მხარს, Emilio Pucci-ის სექსუალური თეთრი კაბა აირჩია. კაბის მთავარ ხიბლს გამჭვირვალე ელემენტები წარმოადგენდა, რომლიც ფიგურის მომხიბვლელობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ბეიონსე ბეიონსემ მაყურებლის წინაშე Proenza Schouler-ის საღამოს ტუალეტი წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ახალი ამ კაბაში არაფერი ყოფილა, სცენის დედოფალი მასში შეუდარებლად გამოიყურებოდა. პერის ჰილტონი თავისი არჩევანით არც პერის ჰილტონს გაუოცებია ხალხი, გამოეწყო რა კაბაში ყველაზე საინტერესო და პიკანტურ ადგილებზე გამჭვირვალე ჩადგმული მაქმანებით, თუმცა ეს ჩაცმულობა უფრო ფიგურულ სრიალში მონაწილე სპორტსმენებს მოუხდებოდათ. ჯენიფერ ჰადსონი ჯენიფერ ჰადსონი წითელ ხალიაზე ელეგანტურ თეთრ კაბაში გამოწყობილი გამოვიდა, შეავსო რა ის ელეგანტური სანდლებით, მკვეთრი ფერის პომადითა და სამკაულებით. სიარა მის ჰადსონის ზედმეტად მოკრძალებული კაბის ფონზე სიარას დრამატული სახე (დიზაინერი Alexandre Vauthier Couture) ნამდვილად დაიკავებს ღირსეულ ადგილს ცერემონიალის ყველაზე ელეგანტური სამოსის ტოპ-ათეულში. არქიტექტურული ელემენტებით გამდიდრებული კაბის რთული დიზაინი მნახველის აღფრთოვანებას იწვევს, ხოლო ოქროსფერი ქამარი კი ხაზს უსვამს ქალურობას და სინაზეს. მინიმალური მაკიაჟი და უბრალო ვარცხნილობა შესანიშნავად ეხამება და ავსებს კაბის ეფექტურობას. გვინეტ პელტროუ მიუხედავად იმისა, რომ გვინეტ პელტროუს არაფერი აქვს საერთო მუსიკალურ ინდუსტრიასთან, შესაშური პედანტურობით ესწრება "გრემის" თითქმის ყველა ცერემონიალს. ამჯერად მსახიობმა წითელი ბრჭყვიალა მოკლე კაბა აირჩია, შეავსო რა ანსამბლი გველის ტყავის ელეგანტური ფეხსაცმელებით. ჩემი აზრით, ეს კაბა სულაც არ უხდება გვინეტის სილუეტს და ხაზს უსვამს მის არცთუ იდეალურ მუცელს. ნიკი მინაჟი უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში ნიკი მინაჟის სტილმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა-კლოუნიდან მომღერალი ნამდვილ სექს-ბომბად გარდაიქმნა. გუშინდელ ცერემონიალზეც მან კიდევ ერთხელ გვიჩვენა თავისი გემრიელი ფიგურა Tom Ford-ის მშვენიერ შავ კაბაში, რომელიც გაწყობილი იყო ბრჭყვიალა ფირფიტებითა და ბაჰრამით. თუმცა უნდა ითქვას, რომ მინაჟიმ დეკოლტეს სიდიდით ამჯერადაც გადაამლაშა. გვენ სტეფანი დარჩა რა თავისი სტილის ერთგული, გვენ სტეფანიმ ამჯერადაც, კოლეგებისაგან განსხვავებით, კაბა კი არა, Atelier Versace-ის კომბინეზონი არჩია. ტეილორ სვიფტი ძალიან ეფექტური ფერს კაბა შეარჩია ტეილორ სვიფტმა. ქანთრის დედოფალმა უპირატესობა Elie Saab-ის მოდების სახლს მიანიჭა, გამოეწყო რა ზღვის ქაფისფერ კაბაში. იგი აზალია იგი აზალია ცერემონიალზე GIOrgio Armani-ის მიერ მისთვის სპეციალურად შეკერილ კაბაში გამოცხადდა. კაბა იდეალურად იჯდა მომღერლის სხეულზე, უსვამდა რა ხაზს მისი ფიგურის სექსუალურობას, ხოლო კაბის ფერი საოცრად ეხამებოდა აზალიას სახის ფერს. მაილი საირუსი მაილი საირუსი აბა როგორ გაუშვებდა ხელიდან შესაძლებლობას მოეხდინა თავისი შიშველი სხეულის დემონსტრირება. მომღერალმა ამჯერად Alexandre Vauthier Couture-ის შავი კაბა აარჩია უცნაური ამონაჭრებით ყველაზე პიკანტურ ადგილებზე და ზურგის სუპერეფექტური დიზაინით. მადონა მატადორის სტილში შექმნილი სამოსით მადონამ ყველა შოკში ჩააგდო. როგორც ჩანს, ამ ქალს არავის ახსენებს, რომ ის უკვე 56 წლისაა. რიანა კაბა, შექმნილი გოფრირებული ტულის უამრავი ფენით, ძალიან არართგვაროვნად და უცნაურად გამოიყურებოდა, მოგვაგონებდა რა უზარმაზარ ტორტს ან ბამბის ნაყინის დიდ ულუფას. მისი ჩაცმით რიანამ თავისას მიაღწია-ნამდვილად მიიქცია საზოგადოების ყურადღება ცერემონიის დროს. კეტი პერი კეტი პერი ფოტოგრაფების წინაშე Zuhair Murad-ს მიერ შექმნილ კაბაში პოზირებდა. გამჭვირვალე კაბა უხვად იყო მორთული ბრჭყვიალებით და ბაჰრამით, რომელიც თითქოს "ცოცხლდებოდა" მომღერლის ნებისმიერი მოძრაობის დროს. მელნისფერი თმები და რგოლი ცხვირში ამ კაბის მეტად უცნაურ შემავსებლებს წარმოადგენდნენ. ლედი გაგა მოიტოვა რა უზარმაზარი კვერცხები და ხორცისაგან შეკერილი კაბა წარსულში, ლედი გაგა ამჯერად ქალთევზად გადაიქცა, მოისინჯა რა Brandon Maxwell-ის ზღაპრული კაბა. მიუხედავად შთამბეჭდავი დეკოლტესი და ლამის ბიკინის ზონამდე გაკეთებული ჭრილისა, ეს კაბა ჩვენი გმირის ყველაზე მოკრძალებულ სამოსად ითვლება, რაც კი მას ოდესმე ცმია. ბლეონა კერეტი ალბანელი მომღერალი ბლეონა კერეტი ფუტურისტულ ქალ-კატად გადაიქცა, ჩაიცვა რა ლითონისაგან გაკეთებული კორსეტი და კაბარეს მოცეკვავის სტილის ფუმფულა კუდი. ჯოი ვილა პოსტის დასასრულს, ყველაზე უცნაური და გამაოგნებელი სამოსი: მომღერალმა ჯოი ვილამ პირდაპირ შიშველ სხეულზე გადაიცვა პლასტმასისაგან "შეკერილი" კაბა, ოდნავ დაიფარა რა სხეულის ინტიმური ნაწილები გამჭვირვალე თეთრეულით. 394 9-ს მოსწონს
|