x
image
K.P.
სამორი ბალდეს საცოლე ქართველი მონიკა ბელუჩი, ულამაზესი სოფო ბარნოვია (+ფოტოკოლექცია)

imageსამორი ბალდე პოპულარული პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი გამარჯვებულია. პროექტში მონაწილეობამ მას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სიყვარული მოუტანა, მეტიც სამორი გოგოების კუმირად იქცა. ბევრს საუბრობდნენ სალომე კორკოტაშვილისა და სამორის რომანზე, თუმცა ურთიერთობა ქორწინების ნაცვლად განქორწინებით დასრულდა.

image

სამორი ყველაზე მეტად ქალში ინტელექტს აფასებს, გოგოსთან ყველა იმ თემაზე საუბარი უნდა შემეძლოს, რაზეც მამრობითი სქესის ჩემს მეგობრებს დაველაპარაკებიო. "ყველაფერს თავისი დრო აქვს. კალენდარული ასაკი აქ არაფერ შუაშია. ეგეც თავისით უნდა მოხდეს. შეიძლება გოგო ჩემთვის იდეალური იყოს, მაგრამ ოჯახის შექმნაზე მაინც არ ვიფიქრო. ამ ყველაფერს სწავლა, მატერიალური საკითხი და სხვა უამრავი ფაქტორი განაპირობებს"-ამტკიცებდა სამორი.image

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამორი შეყვარებულია სოფო ბარნოვზე. ულამაზესი გოგონა უკვე წლებია ერისიონში ცეკვავს და სამხატვრო აკადემიაც აქვს დამთავრებული. სოფოს ძალიან კარგი, გამორჩეული გარეგნობა აქვს, მეტიც, მას იტალიელ მსახიობ, მონიკა ბელუჩს ამსგავსებენ. მისი ფოტოები ინტერნეტსივრცეში შემდეგი წარწერით ვრცელდება: "ქართველი მონიკა ბელუჩი".

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყვილი უკვე დაინიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს სამორიც მამაც სწვევია. სოფო ინტერნეტსივრცეში სამორისთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყვითელმა პრესამ რომანის შესახებ შეიტყო ახალ-ახალი ფოტოებით აღარ გვანებივრებენ. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... ახლა კი გთავაზობთ ულამაზესი სოფოს ფოტოებს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

















2
3831
6-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
3831
  
2015, 11 თებერვალი, 10:32
მართლაც უმშვენიერესი წყვილია. ^–^ორი ლამაზი, ჭკვიანი და ღირსეული ადამიანი .
0 1 2