x
image
worldsport.ge
“ოლ სტარზე” ლილარდმა გრიფინი ჩაანაცვლა

image“ლოს ანჯელეს კლიპერსის” ფორვარდი ბლეიკ გრიფინი შემდეგ კვირას მარჯვენა იდაყვზე ოპერაციას იკეთებს. ამის გამო ყველა ვარსკვლავის მატჩზე “დასავლეთის” გუნდში ბლეიკს “პორტლენდის” ლიდერი დამიან ლილარდი ჩაანაცვლებს. აღნიშნულ ინფორმაცია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მიმდინარე სეზონში ლილარდი საშუალოდ ერთ მატჩში 21.6 ქულას, 4.7 მოხსნას და 6.3 პასს აგროვებს.
დასავლეთის ხუთეული: კარი, ლილარდი, მარკ გასოლი, კაზინსი, დევისი
აღმოსავლეთის ხუთეული: ლოური, უოლი, ენტონი, ჯეიმსი, პო გასოლი
ყველა ვარსკვლავის მატჩი 15 თებერვალს ნიუ იორკში გაიმართება.



ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
7
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0