x
image
beko777
"ვალენტინობის” საიდუმლო - განკვეთილი ბერი, რომელმაც 14 თებერვალს პირველად დაწერა ჰომოსექსუალისტებს ჯვარი
imageმსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა ბოლო წლებში, ყოველ 14 თებერვალს აღნიშნავს ე.წ. წმინდა ვალენტინის დღეს (მონათლულს შეყვარებულთა დღედ), თუმცა 5-6 წლის წინ, რომის პაპის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია საერთოდ არ ცნობს მსგავსი სახის წმინდანს სახელად ვალენტინი და ეს კონკრეტული თარიღი, ამერიკელების მიერ მოგონილი და შექმნილი, არარეალური, კომერციული ისტორიაა, მითი, რომელიც არანაირ რეალობას არ ექვემდებარება! კომერციის სახე კი ფულის მოყვარულმა ამერიკელებმა მას 1846 წლიდან მისცეს, როცა ”ვალენტინის” ბიზნეს-ხაზი შექმნეს და ფულის კეთების ახალი ჩარხი მოამზადეს.


არსებობს ერთადერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა - რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტ წყვილს და ამით განარისხა მთელი კათოლიკური, ქრისტიანული სამყარო და ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა!


ვატიკანის დახურული არქივების გახსნას და მასში დამალული უდიდესი საიდუმლოებების გამჟღავნებას მოჰყვა სწორედ რომის პაპის იოან პაველ მეორის გადადგომა, რაც კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა და არსებობის მანძილზე მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო, რადგან პაპი - ამის გარდა არასოდეს საკუთარი ნებით არ გადამდგარა!


აღმოჩენილი გრავიურა ჰომოსექსუალისტებზე ჯვრის წერისამიზეზი, როგორც მოგახსენეთ ვატიკანის დახურული არქივების გახსნა და იოანეს მხრიდან საიდუმლოებების გამოტანა იყო, რომელიც ძირითადად ჰომოსექსუალიზმის მფარველობას და მის მსოფლიოში სხვადასხვა წესით გავრცელებას ემსახურებოდა, მათ შორის - ე.წ. წმინდა ვალენტინის მითის ამბავიც იყო, რომლის გამჟღავნებამ შეერთებული შტატების უმაღლესი კორპორატიული ბიზნესი, რომელიც ვალენტინის ხაზის მწარმოებელია ყოველი წლის 14 თებერვალს, უდიდეს ფულად შემოსავალს კარგავდა, რადგან ტრადიციული უბრალო ამერიკელი ხალხი, რომელიც ბევრისდაგასაკვირად ღია კათოლიკური იდეების მიმდევარი და ღრმად-მორწმუნეა - ვერანაირად ვერ აიტანდა ჰომოსექსუალიზმის დღის ანუ ე.წ. ვალენტინობის იმ ფორმატში აღნიშვნას, როგორც ის აქამდე ხდებოდა აშშ-ში.
თუმცა გაჟონილმა ინფორმაციამ, რომის პაპის გადადგომამ, ფაქტებმა და ისტორიამ მაინც თავისი ქნა და ამერიკელი ერი - შეეშვა ყალბი ისტორიის დაჯერებას, მიუხედავად იმისა, რომ ასმაგად გაიხარა მსოფლიო ჰომოსექსუალურმა მოძრაობამ, ამ საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ.



imageრომის პაპის გადადგომის მერე, ვატიკანის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა ყველაფერი, ისევ დაილუქა ყველა საიდუმლო ინფორმაცია და ე.წ. საიდუმლო ლოჟის წევრებმა ისევ დაიწყეს ვინმე ვალენტინის მითის გამაგრება, მაგრამ ამჯერად მისი პროპაგანდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და სხვა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში წამოიწყეს, რაშიც მაქსიმალურად ჩართეს - საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის ტელევიზია, რომელმაც მოულოდნელად დაკარგა თავისი გავლენა შეგნებულ მოსახლეობაზე, რადგან - სოციალურმა ქსელებმა რადიკალურად შეცვალა ადამიანთა აღქმის უნარი, დრო და ინფორმაციის დაჯერების საშუალებები და წესები.


"აღიარებული დღესასწაული", რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რეალური ისტორია – განკვეთილი ბერის, ვალენტინის, მიერ ჰომოსექსუალისტებზე დაწერილი ჯვრისწერა უდევს, ამერიკელებმა კომერციის დღესასწაულად აქციეს. 2005 წლიდან რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით ჭეშმარიტ კათოლიკებს აეკრძალათ 14 თებერვლის, როგორც შეყვარებულთა დღის აღნიშვნა.
ასეთივე აკრძალვა გააკეთა მართმადიდებლურმმა ეკლესიამაც (მათ შორის უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ), რამეთუ ეს არის დღე როცა ჰომოსექსუალისტებს პირველად დაწერეს ჯვარი!


მართმადიდებლური ეკლესია, ჭეშმარიტ, სულიერი სიყვარულის დღეს საქართველოში აღნიშნავს 16 ივლისს - გერგეტობის დღესასწაულზე, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ დააწესა 1980 წლიდან, ხოლო, სამოქალაქო, საერო სიყვარულის დღე საქართველოში - 1994 წლიდან გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვში ყოველ 15 აპრილს აღინიშნება.


6
2984
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
2984
  
2018, 18 თებერვალი, 18:35
+ (პარადისის ,,წმინდა ბუნაგის'' თანახმად, რომელიც ნამდვილად დოკუმენტურია და ეს მსოფლიომ აღიარა), არა მგონია ზემოთ აღნიშნული ვერსია წამოეყენებინა. და ვალენტინის რა მოგახსენოთ, მაგრამ მინიმუმ ერთი ჰომოსექსუალი წყვილი წმინდანად ყავს შერაცხული კათოლიკურ ეკლესიას.
2018, 18 თებერვალი, 15:56
ძველ რომში 14 თებერვალს აღინიშნებოდა ლუპერკალია — ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული.

როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, რომლებსაც ტყავს აძრობდნენ და მათრახებს აკეთებდნენ. მერე ამ მათრახებით ახალგაზრდა, შიშველი მამაკაცები ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქის ქუჩებში. ქალებს იმედი ჰქონდათ, ამ ცემის რიტუალის შემდეგ უფრო ნაყოფიერი გახდებოდნენ და შვილებს ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზე გავრცელებული ტრადიცია იყო რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. ამ რიტუალის პოპულარობის მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალიან გახშირდა. 494 წელს რომის პაპმა — გელასიუს I-მა ლუპერკალიის აღნიშვნა აკრძალა. ძველი დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის დღით. გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა — კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა ქრისტიანული წმინდა საიდუმლოებების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლავდიუსს მტკიცედ სწამდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც ოჯახი ჰყავდა და არც საყვარელი ქალი, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი. ამიტომ კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს რომის იმპერატორისგან მალულად მაინც აღასრულებდა. მისი ამბავი ქალაქში გავრცელდა. წმინდა ვალენტინმა უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა. სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფმა, ზედამხედველის ქალიშვილი — ჯულია გაიცნო და გულში ჩაუვარდა. შეყვარებულმა მღვდელმა სიკვდილის წინ ქალიშვილს სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.
269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში დაკრძალეს. წმინდანი სიყვარულისა და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად ითვლება.
<<ეს ვერსიაც კათოლიკური წყაროებიდანაა. და გაიგე ახლა, რომელია მართალი.). ჩემი აზრით ეს. იმიტომ რომ ჰომოსექსუალებით და მამათმავლებით განთქმულ ვატიკანს,
2016, 15 თებერვალი, 5:46
“ამბიონი” ვალენტინობის დღისა და წმიდა ვალენტინის შესახებ თეოლოგიის დოქტორს საეკლესიო სამართალში, მღვდელ ალექსი ქშუტაშვილს ესაუბრა:

“წმიდა ვალენტინი გახლდათ რეალურად ისტორიული პიროვნება, წმიდანი, რომელიც ცხოვრობდა მესამე საუკუნის შუა წლებში, ქალაქ ტერნისში, დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე. იყო ინტერამის ეპისკოპოსი. იგი 270 წელს მოწამეობრივად აღესრულა.

ვიცით, რომ 1054 წლამდე, სანამ კათოლიკური ეკლესია არ გამოეყო მართლმადიდებლურ ეკლესიას, ყველა წმიდანი, რომელიც მოღვაწეობდა დასავლეთ ევროპაში, ჩვეულებრივად მართლმადიდებელ წმიდანად მიიჩნევა. შესაბამისად, წმიდა ვალენტინი, რომლის ხსენებასაც დღეს უკვე კათოლიკური ეკლესია აღნიშნავს 14 თებერვალს, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი – ძვ.სტილით 30 ივლისსა და ახ.სტილით 12 აგვისტოს, მართლმადიდებელი წმიდანია, ერთ-ერთი პირველთაგანი მოწამე მართლმადიდებელი ეკლესიისა. მას ვალენტინ იტალიელსაც უწოდებენ.”
2015, 11 თებერვალი, 2:12
რაას ამოფ კაცო რასა, სიყვარულის დრო სუ არი რას მიქვია დრო და ამინდი :)
2015, 10 თებერვალი, 20:44
კათოლიკური ეკლესია ინტერმედიაზე დარეგისტრირდა ამ სტატიისთვისს? :))))))))))))))))))))))))))))))) - რა სასაცილოები ხართ ვიღაცეეები :)))))))))))))))))))) ქართველო გეეებო - გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღესასწაულს :)))))))))))
2015, 10 თებერვალი, 16:46
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, რომელშიც მრავალი შეცდომაა და მტკიცებას არ გააჩნია საფუძველი, მსურს გამოვთქვა შემდეგი:
1. კათოლიკურ ეკლესიის მიერ წმ.ვალენტინობის დღე არასოდეს არ იყო აკრძალული (თუნდაც ის არ არის დიდდღესასწაული), ის ყოველთვის ხაზსუსვავდა რელიგიურ ასპექტს.
2. რამოდენიმე ეპარქიაში ეს წმინდანი ბევრისთვის მნიშვნელოვანია და 14 თებარვალს აღინიშნება დანიშნულების დღე, მათი ვინც ქორწილისათვის ემზადება (იხ. ქ.ტერნის ეპარქია იტალიაში, სადაც წმ.ვალენტინი არის მფარველი).
3. პაპი - იოანე პავლე მეორე არ გადადგა. გადადგა პაპი ბენედიქტე XVI, ამ გადადგომის მიზეზი არ გახლავთ ის რაც ამ სტატიაში წერია.
4. არ არსებობს არანაირი კავშირი სტატიაში მოხსენებულ ბერთან და წმინდა ვალენტინესთან. (ეს კავშირი გამოგონილი მტკიცებაა). სისულელია ის, რომ ურევენ ჰომოსექსუალურ ქორწილსა და დანიშნულების დღესასწაულს.
5. წმიდა ვალენტინის ცხოვრება ნამდვილად არსებობდა, თუმცა არსებობს მის შესახებ მრავალი ტრადიცია ისტორიული საბუთების გარეშე.
6. მართალია, რომ დღესასწაულს იყენებენ ხშირად ბიზნესისათვის და ივიწყებენ რელიგიურ ასპექტს, მაგრამ ეს ყოველი ქრისტიანული დღესასწაულის რისკია (სამწუხაროდ ხშირად შობაც იქცევა კომერციულ დღესასწაულად). ქრისტიანების მოვალეობაა იზრუნონ, რათა არ მოუპარონ დღესასწაულების მნიშვნელობა და აზრი.
7. რელიგიური დღესასწაული არის კარგი მაშინ, როცა ეხმარება ადამიანს ღმერთთან მიახლოებაში და წესიერ ცხოვრებაში, სხვა შემთხვევაში არ არის საჭირო.
0 1 6