x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არ იღიმიან ძველ ფოტოებზე ადამიანები?

imageimageალბათ ყველანი შენიშნავდით, რომ ძველ ფოტოებზე (მათ შორის XIX საუკუნისაზეც) ადამიანები არასდროს იღიმიან. ამ ყველაფრის ახსნა და მათი ფიქრების დადგენა ვინც ასობით წლის წინ ცხოვრობდა ადვილი არ გეგონოთ. მაინც შევეცადოთ და მათ გაქვავებულ სახეებს ახსნა ვუპოვოთ.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, რადგან იმ დროს მსოფლიო სტომატოლოგიური მიღწევებით ვერ დაიტრაბახებდა ადამიანებს პირის ღრუც არ ექნებოდათ კარგ მდგომარეობაში.1800-იან წლებში სტომატოლოგიური მომსახურეობა ძალიან ძვირი იყო, არც კბილის დაპლომბვა, არხის გაწმენდა და პროტეზი იყო გავრცელებული. დაჭიანებულ, ჩამოტეხილ კბილსა თუ კარიესს ერთი მეთოდით შველოდნენ და ეს კბილის ამოღება გახლდათ. სავარაუდოდ იმ დროს ყოველი მეორე ადამიანი "კბილებჩაფცქვნილი" დადიოდა და ერჩიათ სურათი დამუწული პირით გადაეღოთ, რაც ერთგვარ ტენდენციადაც იქცა.

image

საქმე მხოლოდ კბილებში როდია. დღეს თუ ღიმილი სიხარულის, ბედნიერების, დადებითი დამოკიდებულების მაჩვენებელია ადრე მას განსხვავებულად აღიქვამდნენ. XVIIსაუკუნის ევროპაში ღიმილს სიღარიბის, სისულელის, ჭკუასუსტობის სიმბოლოდ განიხილავდნენ. წესიერ, პატიოსან კაცს კი რაც შეიძლებოდა ნაკლებად და შეუმჩნევლად უნდა გაეღიმა.

"ფოტოსურათი თვითოეული ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია და არაფერია იმაზე უარესი, როდესაც შთამომავლები სულელურ ღიმილს ნახავენ თქვენს სახეზე"-განაცხადა მარკ ტვენმა.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ფოტოები იმ დროს ასე გავრცელებული არ გახლდათ, ადამიანები ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორიოდე ფოტოს იღებდნენ და ალბათ თვლიდნენ, რომ ასეთი შემთხვევისთვის მხოლოდ სწორი სახე იყო შესაბამისი.imageimage


0
153
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0