x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს 360 ლარი წელსაც უკან დაუბრუნდებათ
imageდაუბეგრავი მინიმუმის გადასახადის დაბრუნების უფლება შესაბამის დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს მიმდინარე წელსაც ექნებათ.


2015 წლის 1 აპრილიდან 30 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეებს ექნებათ დეკლარაციის ფორმების შევსების საშუალება, როგორც ელექტრონულად, ასევე კომერციულ ბანკებშიც.ხოლო თანხის ჩარიცხვა სამი თვის განმავლობაში განხორცილედება.

შეგახსენებთ, რომ დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობა იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელთა წლიური შემოსავალი 2014 წელს 1800-იდან 6000 ლარამდე შეადგენდა.მოცემულ შემთხვევაში დაბრუნებული თანხა 360 ლარია, ხოლო თუ მოქალაქის წლიური შემოსავალი 1800 ლარზე ნაკლებია, დაბრუნებას თანხის 20% ექვემდებარება.

ამისთვის საჭიროა მოქალაქეს ჰქონდეს საბანკო ანგარიში და წესრიგში ჰქონდეს ბუღალტერია.



ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს დაუბეგრავი მინიმუმი 470 000 მოქალაქეს დაუბრუნდა და თანხის ოდენობა ჯამში 131 მლნ ლარზე მეტს შეადგენდა.

0
691
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
691
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0