x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 ყველაზე ძლიერმოქმედი საწამლავი მსოფლიოში
ბუნებაში არსებობს მრავალი სხვადასხვა თვისების შხამი.ზოგიერთი მათგანი მოქმედებს პრაქტიკულად მყისვე, ხოლო ზოგი შხამი მსხვერპლს წლების განმავლობაში ტანჯავს და ნელ-ნელა ანადგურებს.საქმე იმაშია, რომ შხამს არ გააჩნია მკაცრი საზღვრები.ყველაფერი დამოკიდებულია კონცეტრაციაზე და დოზაზე. შესაძლოა ერთი და იგივე შხამი იყოს როგორც სასიკვდილო, ასევე სიცოცხლისთვის აუცილებელი კომპონენტი.


გთავაზობთ 5 ყველაზე მძლავრი ელემენტის რეიტინგს, რომლებიც სუფთა შხამს შეიცავენ და შედიან ყველაზე სახიფათო და სწრაფმოქმედ საწამლავთა ჯგუფში.


1-ციანიდი-ციანიდები ეწოდება ციანმჟავების საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც ძალიან მომწამვლელია.

ნატრიუმის ციანიდით გამოირჩევა თავის ტოქსიკურობით.სულ რაღაც 200-300 მილიგრამი თეთრი ფხვნილი, რომელიც შაქარს წააგავს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოკლას ზრდასრული ადამიანი სულ რაღაც წამებში.



ეს შხამი გამოიყენეს თვითმკვლელობის წინ გერმანელმა ნაცისტებმა:ჰიტლერმა, იოზეფ გებელსმა და გერმან გერინგმა.


ამ შხამით მოწამლეს გრიგორი რასპუტინი, რომელიც ღვინოში ჩაუყარეს, თუმცა საწამლავმა არ იმოქმედა, იმიტომ რომ რასპუტინმა ბევრი ნამცხვარი მიირთვა, ხოლო მკვლელებმა არ იცოდნენ, რომ შაქარი ციანიდის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ანტიდოტია.

image2-ციმბირის წყლულის ბაცილა-ციმბირის წყლული ერთ-ერთი უმძიმესი დაავადებაა, რომელსაც ბაქტერია Bacillus anthracis-სი იწვევს.ამათგან ყველაზე "მსუბუქი" კანის წყლულია.მკურნალობის გარეშეც კი ეს ფორმა მხოლოდ დაავადებულთა 20%-ს კლავს.ნაწლავური ფორმა დაავადებულთა 50%-ს კლავს, ხოლო ფილტვებისა თითქმის 100%-ს.


ყველაზე თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის მიუხედავად, ექიმებს მხოლოდ პაციენტების 5%-ის გადარჩენა თუ შეუძლიათ.

image3-ზარინი-ზარინი გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს 1938 წელს, ისინი ცდილობდნენ მძლავრი პესტიციდის სინთეზირებას.

თუმცა სოფლის მეურნეობაში გამოყენების ნაცვლად ზარინმა სახელი გაითქვა, როგორ უმძლავრესმა ქიმიურმა იარაღმა, რომელიც იწვევს სწრაფ და მტანჯველ სიკვდილს.


ზარინს ათწლეულობის განმავლობაში აწარმოებდნენ სამხედრო მიზნებისთვის.იგი მხოლოდ 1993 წლიდან აკრძალეს.თუმცა მიუხედვად ამისა, დღეს ამ მომწამვლელ ნივთიერებას იყენებენ ტერორისტები და ზოგიერთი ქვეყნის სამხედროებიც.

image4-ამატოქსინები-ეს გახლავთ შხამიანი სოკოების ჯგუფი ამანიტასებრთა ოჯახიდან.

ამ შხამის განსაკუთრებული ხიფათი მის "ნელ მოქმედებაში" მდგომარეობს.როგორც კი ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, იგი მაშინვე იწყებს გამანადგურებელ მოქმედებას.თუმცა მსხვერპლი მხოლოდ 10 საათის შემდეგ გრძნობს თავს შეუძლოდ.

შესაძლოა მოწამავლის პირველი ნიშნები ერთი დღეღამის შემდეგაც კი გამოვლინდეს.

თუნდაც ექიმებმა რომ შესძლონ პაციენტის გადარჩენა გვერდითი მოვლენები მაინც რჩება.პაციენტს მთელი სიცოცხლის მანძილზე სტანჯავს ღვიძლის, თირკმელების და ფილტვების სერიოზული ფუნქციური დარღვევა.


image5-სტრიქნინი -ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს ქუჩულას ერთ-ერთი სახეობის (Strychnos nux-vomica) თესლი. 1818 წელს აღმოაჩინეს ფრანგმა ქიმიკოსებმა პიერ ჟოზეფ პელტიემ და ჟოზეფ კავანტუმ.


სტრიქნინი უძლიერესი ტოქსიკური შხამია, რომელსაც იღებენ ქუჩულას თესლისაგან.

მას იყენებენ როგორც წამალს, რომელიც აუმჯობესებს გულის მოქმედებას და ასტიმულირებს ზურგის ტვინის რეფლექსურ ფუნქციას.უფრე მეტიც, სტიქნინი გამოიყენება ბარბიტურატებით მოწამლულთა სამკურნალოდ.

მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ერთ-ერთი უძლიერესი საწამლავია. მისი სასიკვდილო დოზა უფრო ნაკლებია ვიდრე სახელგანთქმული ნატრიუმის ციანიდისა. მსხვერპლი დაახლოებით 30 წუთში კვდება საშინელი ტანჯვით და კრუნჩხვებით.

image

1
1017
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1017
  
2015, 8 თებერვალი, 22:14
ესეც გეცოდინება აი ჯაშუშები რომ კაპსულებს ყლაპავენ ჩავსრდნის დროს იმაში რა ყრია?მაინტერესებს
0 1 1