x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ დაუმტკიცა ,,ფილოსოფოსმა'' კლიენტმა პარიკმახერს ღმერთის არსებობა

ერთი ადამიანი დალაქთან მივიდა რათა თმა შეეჭრა, მათ დაიწყეს საუბარი და ცოტა ხანში დისკუსია შეეხო ღმერთს.

დალაქმა თქვა:
- მაინც არ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს.
- რატომ? - ჰკითხა კლიენტმა.

- ეს ხომ ისედაც ნათელია. საკმარისია გახვიდე ქუჩაში და დარწმუნდები, რომ
ღმერთი არ არსებობს. აბა მითხარით, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არის ამდენი
ავადმყოფი ადამიანი? ამდენი მიტოვებული ბავშვი? ის რომ მართლა არსებობდეს,
არ იქნებოდა ამდენი ტკივილი, ტანჯვა. რთულია წარმოიდგინო ღმერთი, რომელიც
უშვებს ამ ყველაფერს.

კლიენტი წუთით დაფიქრდა, მას არ სურდა
კამათი ამ თემაზე. როცა დალაქმა დაასრულა თავისი საქმე, კლიენტი წავიდა.
ქუჩაში გასვლისთანავე მან დაინახა თმაგაბურძგნული და გაუპარსავი კაცი,
რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ამის დანახვაზე კლიენტი უკან მობრუნდა
და დალაქს უთხრა:

- იცით მე თქვენ რას გეტყვით? დალაქები არ არსებობენ.

- როგორ? - გაუკვირდა დალაქს - მე ვერ მხედავთ? მე დალაქი არ ვარ?


- არა! - უპასუხა კლიენტმა - ისინი არ არსებობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში
არ იარსებებდა ამდენი გაუპარსავი ადამიანი. აი როგორიც ის არის, ქუჩაში.

- ადამიანო, მერე საქმე ხომ ჩემში არ არის, ისინი თვითონ არ მოდიან ჩემამდე.


- საქმეც მაგაშია - დაუდასტურა კლიენტმა - მეც ზუსტად ამას ვამბობ: ღმერთი
არის. უბრალოდ ადამიანები თავად არ ეძებენ მას და არ მიდიან მასთან. აი
ამიტომ არის ადამიანებში ამდენი ტკივილი და ტანჯვა.

image

7
1989
16-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1989
  
2015, 23 აგვისტო, 23:29
მზეზე იმიტომ არ დასვამ მაგ კითხვას, რომ ხედავ, ღმერთს კი ვერავინ ვერსად ხედავს და არც არავის დაუნახია რეალურად.
2015, 23 აგვისტო, 23:28
ჩარლზ დარვინს არასოდეს უღიარებია ღმერთი. ეგ არის მორწმუნეების გამოგონილი მითი. ვერც იმაზე დაგეთანხმები, რომ ყველას სწამს სულის სიღრმეში. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ნამდვილად არ სწამთ. სიკვდილზე მეტად შემზარავი კი მარადიული უტოპიური ცხოვრებაა.
2015, 9 თებერვალი, 11:42
:D :D ტყუილად კი არ აქვს მაგხელა თავი :D
2015, 9 თებერვალი, 11:31
ფოტო :D
2015, 8 თებერვალი, 21:36
ჩემი აზრით ყველა ადამიანს სულის სიღრმეში სწამს ღმერთის, უბრალოდ უჭირთ ამის აღიარება,თვით ჩარლზ დარვინმაც კი სიკვდილის წინ აღიარა ღმერთის არსებობა, ალბათ შეზარა იმის გაფიქრებამ რომ სიკვდილის მერე მისი სხეული სულთან ერთად გაქრებოდა. ადრე თუ გვიან ადამიანი შეიძლება დადგეს ისეთი განსაცდელის წინაშე როდესაც უძლურია თანამედროვე მეცნიერება (თუნდაც მედიცინა) ასეთ დროს ღმერთი რწმენა და ლოცვაა ნუგეში. ღ მ ე რ თ ი ა რ ს ჩ ვ ე ნ თ ა ნ
2015, 8 თებერვალი, 21:34
ამბავზე არაფერს ვამბობ, ძალიან საინტერესოა, მაგრამ ბოლოში ფოტომ განსაკუთრებით მომხიბლა:)))
2015, 8 თებერვალი, 13:54
სრულკიად მარტივი პასუხი...უკვე ამდენის მტკიცება რომ გიწევს..ანუ კითხვას რომ სვამ არსებობს თუ არა ღმერთი უკვე იმას მიანიშნებს რომ ყოველთვის ეჭვი გეპარება...არასდროს არ დასვამ კითხვას ვთქვათ არსებობს თუ არა მზე.ღრუბელი.ან გვერდით მდგომი ადამიანი..სულელური და ბრიყვული იქნება..ღმერთი სიყვარულივით აბსტრაქტულია..ზოგისთვის არსებობს,ზოგისთვის არა,,,,ზოგისთვის ალბათ არსებობს..ზოგს არა წამდა და მერე იწამა..ხოლო ზოგმა პირიქით სწამდა და ახლა აღარ სწამს
0 1 7