x
image
მანჩო 777
ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს მეფე ერეკლე მეორის შესახებ უცნობი ისტორიული დოკუმენტები გადასცა
ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ხელოვნების მუზეუმს აქამდე უცნობი კოლექცია გადასცა, რომელიც მეფე ერეკლე II-ს შეეხება. კოლექცია აერთიანებს მნიშვნელოვან ცნობებს მეფე ერეკლე მეორის შესახებ, დაბეჭდილს ადგილობრივ პრესაში 1749-1798 წლებში.


image


კოლექცია მოცავს 500 -ზე მეტს ასლს პერიოდულ პრესაში დაბეჭდილი ინფორმაციებისა ერეკლე მეფის გმირული ბრძოლების შესახებ, რომლებშიც ხაზგასმულია მისი დიდი ავტორიტეტი იმდროინდელ მსოფლიო პოლიტიკაში.

კოლექციის შემადგენელი დოკუმენტები აგრეთვე მოიცავს ცნობებს საქართველოს მდგომარეობის შესახებ XVIII – XIX საუკუნეებში.


ინფორმაციის უმეტესი ნაწილი საერთოდ პირველად იქნა გამოქვეყნებული. მაგალითად. ლონდონის გამომცემლობა "The London Post" 1754 წელს წერდა: " ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სპარსეთიდან იმის შესახებ, რომ ერეკლე მეფე, რომლის მოქმედებებმაც დიდი ხმაური გამოიწვია მსოფლიოში, ამჟამად მიემართება ისპაჰანის დასაპყრობად".

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ერეკლე II დასავლეთისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა.


image



პროექტის - "მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში" ფარგლებში იგეგმება დოკუმენტების გადმოთარგმნა ქართულ ენაზე და მათი მეცნიერული შესწავლა. თარგმნის შემდეგ სტატიები ერთ კრებულად გამოიცემა.

"ჩვენ ვეცნობით საქართველოს ისტორიის კიდევ ერთ ფურცელს. მიმდინარეობს თარგმნითი სამუშაოები, რათა მოხდეს ტექსტების ადაპტირება თანამედროვე ენით", -განაცხადა კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.

როგოც ცნობილია, ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II მეფობდა 1762-1798 წლებში. ის გარდაიცვალა თელავში და დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში.

0
675
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
675
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0