x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ნამცხვარი"შოკოლადიანი ძეხვი"–გამოცხობის გარეშე(მაშას რეცეპტებიდან)
image


ალბათ გემრიელად გაგახსენდებათ ნამცხვარი "ძეხვი"ჩვენი ბავშვობიდან, თუ არადა მე შევეცდები გაგახსენოთ.მოიმარჯვეთ საწერი კალმები და ჩაიწერეთ ჩემი რეცეპტი.ამ გემრიელი და მოსამზადებლად მარტივი ნამცხვრის გასაკეთებლად დაგჭირდებათ

შემდეგი ინგრედიენტები:



–200გრ.ფხვიერი ნამცხვარი(პეჩენია)

–300გრ.ნიგოზი.

–200გრ.ნაღების კარაქი.

–1ჭიქა შაქარი.

–2კვერცხი

–3ს.კ.კაკაოს ფხვნილი.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ი ს წ ე ს ი:

დავამტვრიოთ "პეჩენია"პატარებად, დავჭრათ მოხალული ნიგოზი და ავურიოთ თასზე.ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან და კაკაოსთან ერთად.გავადნოთ კარაქი ცეცხლზე, შევურიოთ ეს ათქვეფილი კვერცხიანი მასა და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ ადუღებამდე, შემდეგ კი გადმოვდგათ და ცოტა შევაგრილოთ.(თბილი უნდა იყოს)

მიღებული შოკოლადიანი მასა დავასხათ თასზე, სადაც ფხვიერი "პეჩენია" და ნიგოზის ნარევია.ავურიოთ კარგად, გადმოვიტანოთ დაფაზე და მივცეთ ხელით ძეხვის ფორმა პაკეტის ან ფოლგის დახმარებით და შევდოთ მაცივარში გასაცივებლად, რამდენიმე საათი, შემდეგ კი გამოვიღოთ, დავჭრათ ლამაზად როგორც ძეხვი და...

მიირთვით გემრიელად ჩაისთან და ყავასთან ერთად!


თქვენი მაშა!image




1
1099
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
1099
  
2015, 7 თებერვალი, 11:31
ჩემი უსაყვარლესი ნამცხვარი იყო :)
0 1 1