x
image
worldsport.ge
“ცხინვალმა” “რაბოტნიჩკის” აჯობა

imageსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებისთვის “ცხინვალი” თურქეთში ემზადება და კახა კაჭარავას შეგირდებმა კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა მაკედონიის “რაბოტნიჩკისთან” ჩაატარეს, რომელშიც 1:0 გაიმარჯვეს.
ცხინვალელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა კაჭარავამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
პირველი ტაიმი: ნადირაძე (კაპ.), ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, იმედაშვილი, ნ. ჯიშკარანი, მახარობლიძე, ქარდავა, შინდაგორიძე, მარკოზაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ივანიშვილი.
შესვენების შემდეგ შეცვლაზე ითამაშეს: სოსლან ნანიევი, ცერცვაძე, გიორგაძე, ბურძენაძე, მაისაშვილი, მუმლაძე, რუხაძე, ლექვთაძე, ახვლედიანი, არაბული.
“ცხინვალს” გუნდის ახალწვეულმა რატი ცაცკრიალაშვილმა მოაგებინა, რომელმაც მე-40 წუთზე ვასილ ბაჩიაშვილის პასი გამოიყენა.
7 თებერვალს ცხინვალელები რუმინეთის პირველი ლიგის ლიდერ “ვოლუნტართან” ისპარინგებენ და საქართველოში გამოეშურებიან.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0