x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
ლოცვა საბავშვო ბაღში - მისაღებია თუ არა?
image"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი... მერე როგორაა დეე, აღარ მხსოვს, - მეუბნება ერთ საღამოს ჩემი 5 წლის ბიჭი.

– მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი... შენ საიდან იცი ეს, დედი? - ვეკითხები გაკვირვებული, რადგან მე მისთვის ეს არ მისწავლებია.

- ბაღში მასწავლეს.

- მასწავლებელმა?


- ხო, ყველას გვასწავლა.


გამეხარდა... და რა თქმა უნდა, ვასწავლე ბოლომდე "მამაო ჩვენო".


მაგრამ მოგვიანებით დავფიქრდი და მივხვდი, რომ საქმე არც ისე მარტივად იყო:


ჩვენი ბაღი თბილისის ერთი ჩვეულებრივი საჯარო (!) ბაღია. ძალიან კარგი პერსონალი, სანიმუშო სისუფთავე, დისციპლინა...


ლოცვაც ასწავლეს...


თუმცა არის ერთი "მაგრამ": გამახსენდა, რომ ჯგუფში რამდენიმე არაქრისტიანი ბავშვია. და გამიჩნდა შეკითხვა, ხომ არ ირღვევა "მამაო ჩვენოს" სწავლებით მათი უფლებები?


ამ სტატიის მიზანი მხოლოდ შეკითხვის დასმა იყო, პასუხები თქვენთვის მომინდვია...


7
421
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
421
  
2015, 6 თებერვალი, 0:33
მამაო ჩვენოს სწავლებით არავის უფლებები არ ირღვევა!!!!პირიქით თუ ის არაქრისტიანი ბავშვები ქრისთიანულ მართმადიდებლურ ლოცვებს ისწავლიან ამით არაფერი არ დაშავდება,იმიტომ რომ ,,მართალის ლოცვას ისწავლიან....
p.s. რამოდენიმე არაქრისტიანი ბავSვის გულისთვის ქრისტიანა ბავშვებმა ამის გამო არ უნდა ილოცონ?:)))ლოცვიტ ყველგან უნდა ილოცო, ბაღსიც, სლკოლასის, სახლსიც და ქუჩაშიც და თავისთავად ეკლესიაში.
2015, 5 თებერვალი, 17:39
სამწუხაროდ მართლა ეგრეა.
2015, 5 თებერვალი, 17:24
piradobashi "qartvelic" agar gviweria da axla tu locvis swavlac problemad aqcies arc eg gamikvirdeba,male umciresoba saqartveloshi qartvelive iqneba :)
2015, 5 თებერვალი, 17:04
ადრე ბევრი რამ სხვანაირად იყო,ახლა ამ მხრივ უფრო აქცევენ ყურადრებას ნების თავისუფლებას და პატივისცემას
2015, 5 თებერვალი, 13:57
მე ვიცი რომ მათ სასწავლო გეგმაში შედის მამაო ჩვენოს სწავლა,ახლა კი არა12 წლის წინ დადიოდა ჩემი გოგონა ბაღში და მაშინ ასწავლიდნენ და სალოცავი კუთხეც ქონდათ და ასწავლიდნენ სწორად პირჯვრის გადასახვას და აზრი ჩვენთვის არავის უკითხავს.თუმცა მის მერე ბევრი რამ შეიცვალა...
2015, 5 თებერვალი, 12:30
ვფიქრობ ნებაყოფლობითი უნდა იყოს,კარგია მამაო ჩვენოს რომ ასწავლის მეც სიამოვნებით ვასწავლი ჩემ შვილს თუმცა როცა საქმე საჯარო დაწესებულებას ეხება,ამ შემთხვევაში ბაღს უმჯობესია მასწავლებლება როცა საქმე რელიგიას ეხება და რელიგიურ რიტუალებს მშობლებს დაეკითხოს აზრი,ეს ერთგვარი პატივისცემაა სხვების უფლების
2015, 5 თებერვალი, 11:50
არა მგონია.იძულებით მათ თავს არ მოახვევენ და საქართველოში ცხოვრობენ და პატივი უნდა ცენ ჩვენს რელიგიას,როგორც ჩვენ უნდა ვცეთ პატივი საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის რელიგიას
0 1 7