x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მიგრაცია და საქართველო

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, მიგრაცია გლობალური ფენომენია და თანამედროვეობის გამოწვევას წარმოადგენს.იგი გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, და, ასევე, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიგრაციული პროცესების მართვა არის ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი. 2006-2008 წლების უარყოფითი მაჩვენებლის შემდეგ, 2009-2011 წლებში წმინდა მიგრაციის მაჩვენებელი გახდა უარყოფითი. სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა არალეგალური მიგრაციის პრევენციის საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზოგადოების ინფორმირებას იმ საფრთხეებისა და რისკების შესახებ, რაც თან ახლავს არალეგალურ მიგრაციას. სახელმწიფოს ინტერესია, რომ წარმართოს მიგრაციის პროცესი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესების დაცვით. აუცილებელია მოხდეს მიგრაციის დადებითი ეფექტის გამოყენება ქვეყნის განვითარებისთვის. აუცილებელია საქართველოში დაბრუნებული მოქალაქის რეინტეგრაცია. ამისათვის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პირობა არის შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომობა. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება და აღიარება. მიგრაცია ოდითგანვე იყო საქართველოს პრობლემა. მისი მიზეზი ყოველთვის მრავალფეროვანი იყო, თუმცა ძირითადი მაინც იყო და არის ეკონომიკური გაჭირვება. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ემიგრაციაში კაცებთან ერთად მომრავლდა ქალების რიცხვიც. უამრავი ქალი ტოვებს ოჯახს და მიდის საზღვარგარეთ, რათა არჩინოს ოჯახი. როგორც ზემოთაც ვახსენეთ, ქალების წილი ემიგრაციაში საკმაოდ სოლიდურია. კაცებთან შედარებით ქალებს გაცილებით მეტი პრობლემა ექმნებათ უცხო ქვეყანაში. ქართველი ქალები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან მიგრაციის პერიოდში.


მძიმე მდგომარეობაა კრიმინალის მხრივაც. კრიმინალი ემიგრანტები განსაკუთრებით ჭარბობენ იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, ბელგიასა და საფრანგეთში. ბევრი ისე ოსტატურად „მუშაობს“, რომ ციხეშიც არ ხვდება.ხოლო თუ ოჯახი არ ჰყავს სარჩენი სამშობლოში დაბრუნებას და უსაქმოდ ხეტიალს, ისევ კეთილმოწყობილ საპატიმროში ჯდომა ურჩევნია.


მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რაც ქართველებს უცხოეთში მოხვედრისთანავე ექმნებათ, ემიგრანტთა რიცხვი კი არ მცირდება, პირიქით დღითიდღე იზრდება. ეს ტენდენცია არც მომავალში შეიცვლება.რადგან საქართველოში დამლაგებლის ხელფასი ორჯერ ნაკლებია, ევროპაში იმავე პოზიციაზე მომუშავის ხელფასზე. თანდათანობით შეიცვალა ტენდენცია. ახლა კაცები რჩებიან სახლში შვილების მოსავლელად, ხოლო ქალები უცხოეთშიმიდიან ოჯახის სარჩენად. თითქოს გენდერული როლები შეიცვალა და მოხდა მათი ურთიერთგაცვლა.მსგავსი ფენომენი ბევრი უარყოფითი შედეგის მომტანია. უამრავი ემიგრანტი ქალი ქმნისახალ ოჯახს და ახალი ქმრის დახმარებით არჩენს საქართელოში დარჩენილქმარ-შვილს. ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, საზიანოა სახელმწიფოსთვის და მისი დემოგრაფიული მდგომარეობისთვის.


გარე მიგრაციებისადა უცხოეთში ქართველი ქალების პერმანენტულ გადინებასთან ერთად არანაკლებ საგანგაშოა შიდა მიგრაციების რიცხვიც. გარკვეული ახირებებისათუ საფუძვლიანი მიზეზების გამო ადამიანთა უმრავლესობამ იწყო სოფლებიდან აყრა და ქალაქებისკენ გადინება. აქაც თუ გავითვალისწინებთ გენდერულ განსხვავებებს, ამ პროცესში ქალები უფრო აქტიურობენ.


საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი დადგენილების შესაბამისად, საქართველოში ბოლო წლებში შეინიშნება პოზიტიური ძვრები მიგრაციის პოლიტიკის დარეგულირების თვალსაზრისით. ევროკავშირთან და სხვა ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოვებამ დღის წესრიგში დააყენა შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განვითარების აუცილებლობა. ამას გარდა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობამ წარმოშვა ახალი ვალდებულებები მიგრაციის დარეგულირების მიმართულებით. შესაბამისად, მიგრაცია და მიგრაციული პროცსების მართვა საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. 2010 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შედეგად, შეიქმნა მიგრაციის მართვის, მიგრაციული პროცესების წარმართვის ერთიანი ხედვის შესამუშავებელი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც მიგრაციის მართვის პროცესში მონაწილე უწყებების ჩართულობით მომზადდა მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი. ამ პროექტის მიზანია მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლას მიგრანტთა უფლებებისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვას, მიგრაციის პროცესების მართვას საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას მიგრაციის სფეროში.


0
3219
შეფასება არ არის
ავტორი:ადა ბესელია
ადა ბესელია
3219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0