x
რეზო ამაშუკელი საავადმყოფოშია - ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მას შეტევა მოუვიდა...


როგორც იუწყებიან გაზეთ ასავალ-დასავალის საინფორმაციო ცენტრში, ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რეზო ამაშუკელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მქონე მოხუცმა ბოროტი ვიდეო-ხუმრობა, როგორც ჩანს, გულთან ახლოს მიიტანა.

ვიდეო ინტერნეტ-სივრცეში დღეს გამოჩნდა, ვიდეო-პორტალ იუთუბზე. ასავალ-დასავალის პერსონალის აზრით, სახეზეა ნაციონალური მოძრაობის ხელწერა.
გაზეთის პრეს-მდივანის, ია როსტიას განცხადებით, "ვიდეო აშკარად დამონტაჟებულია. ხალხს კარგად ახსოვს კონკრეტული ძალა რომელიც ვიდეოების დამონტაჟებით ცხრა წლის განმავლობაში დასცინოდა ქართველ ხალხს."
ჯერ-ჯერობით უცნობია, რეალურად ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

0
1608
შეფასება არ არის
ავტორი:მუსკარია ანიტა
მუსკარია ანიტა
1608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0