x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ტიტანიკი – 15 უცნობი ფაქტი ნაცნობი გემის შესახებ

ტიტანიკი გახლდათ ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი. ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1, 517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2, 223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი. image1) მაშინ როდესაც ოფიცრები უცხადებდნენ ხალხს, რომ გემი ფსკერისკენ მიიწევდა და გადარჩენის შანსი 0-ის ტოლი იყო, გემბანზე არ ჩერდებოდნენ მუსიკოსები და ტირილით უკრავდნენ საყვარელ სიმღერებს. image2) ფილმი "ტიტანიკის" ბიუჯეტი უფრო მაღალი იყო, ვიდრე თავად ტიტანიკის.image3) ტიტანიკის მცხობელმა მიიღო ალკოჰოლი და ამით გადაირჩინა თავი გაყინულ წყალში 2 საათის განმავლობაში, სანამ მას წყლიდან ამოიყვანდნენ. image4) ტიტანიკი შეიძლება გადარჩენილიყო, თუ ის 30 წამის დაგვიანებით გავიდოდა პუნქტიდან. image5) აისბერგთან დაჯახების შემდეგ, ტიტანიკს დასჭირდა 2 საათი და 40 წუთი, რათა ჩაძირულიყო. image6) ტიტანიკი არის ერთადერთი ოკეანის ლაინერი, რაც კი ოდესმე ჩაძირულა აისბერგთან დაჯახების შემდეგ. image7) იაპონელს, რომელიც გადარჩა ტიტანიკის კატასტროფის შემდეგ, თავის ქვეყანაში ეწოდა მშიშარა, რადგან არ დაიღუპა სხვა მგზავრებთან ერთად. image8) ყველაზე ძვირადღირებული, პირველი კლასის ბილეთი ტიტანიკზე ღირდა 870 ევრომდე. (დღევანდელი 75.156 ევრო). image9) ათეულობით წყვილი ზეიმობდა თაფლობის თვეს ტიტანიკზე. image10) ადამიანები 53%-ს შეეძლო გადარჩენა ტიტანიკზე, თუ გამოიყენებდა მაშველ ნავებს, თუმცა მხოლოდ 31% -მა გამოიყენა. image11) კეიტ უინსლეტს, რომელმაც ითამაშა ფილმში "ტიტანიკი", სძულდა სიმღერა "My Heart Will Go On".(ფილმის მსოფლიოში ცნობილი საუნდტრეკი). image12) რომ არა ეს კატასტროფა, ტიტანიკის გაფუჭებას დასჭირდებოდა დაახ. 73 წელი. image13) სტატისტიკის მიხედვით მგზავრთა ძირითადი ნაწილი, რომლებიც ამ ტრაგედიას გადაურჩნენ, პირველი და მეორე კლასით მოგზაურობდნენ. მაგალითისათვის 143 ქალბატონიდან, რომელთაც პირველი კლასის ბილეთები ჰქონდათ მხოლოდ 4 დაიღუპა, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უარი განაცხადეს სამაშველო ნავებში ჩასხდომაზე. მესამე კლასის მგზავრებიდან 50% დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის წევრებიდან – დაახლოებით 25%. image14) კიმ II-სუნგი, ჩრდილოეთ კორეის მმართველი, დაიბადა ტიტანიკის ჩაძირვის დღეს. image15) მაგნატმა მილტონ ჰერშიმ გააუქმა მისი შეთანხმება ტიტანიკთან და გადაიფიქრა გამგზავრება ბოლო წუთს ბიზნეს საკითხების გამო. image

4
1428
10-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1428
  
2015, 3 თებერვალი, 16:42
გაიხარე ნათიი
2015, 3 თებერვალი, 16:36
მართლა ძალიან კარგი სტატიაა, ყოჩაღ!
2015, 3 თებერვალი, 15:51
დიდი მადლობა
2015, 3 თებერვალი, 15:50
ისეთი სიჩქარით მიდიოდა გემი, კაპიტანმა დროზე მალე ჩავალთო და ისტორიაში შევალთო :(( ხოდა აკი შევიდნენ. სტატია საინტერესოა.
0 1 4