x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რა არის კულტურა?
სიტყვა “კულტურა" ლათინური ზმნიდან არის ნაწარმოები და ნიშნავს მიწის მოვლას, დამუშავებას, ზრუნვას.ლათინურ ტრადიციაში სიტყვა “კულტურას" რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდა.მაგალითად, იგი მიწის დამუშავებას, მოვლას, სოფლის მეურნეობას, აღზრდას, განათლებას, განვითარებასა და თაყვანისცემას ნიშნავდა.

image

კულტუროლოგიაში ამ ცნების ოთხასზე მეტი განსაზღვრებაა ცნობილი.ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მეტყველებაშიც მრავალფეროვანია “კულტურის" გაგებაც, სადაც მას ხშირად ვიყენებთ, განსაკუთრებით რაიმესადმი შეფასებითი მიდგომის შემთხვევაში.მაგალითად, როდესაც ვინმეზე იტყვიან “კულტურული ადამიანიაო", მის დადებით შეფასებას გულისხმობენ, ხოლო გამოთქმა “უკულტუროა" ნიშნავს, რომ მას უარყოფითად აფასებენ.მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვა “კულტურა" მრავალ განსხვავებულ ასოციაციას იწვევს, იგი მაინც რჩება ჩვენი ცხოვრების მაორგანიზებელ უმთავრეს ფაქტორად.

კულტურის მრავალი განსაზღვრებიდან უმთავრესის გამოყოფით მის შემდეგ დეფინიციას მივიღებთ:


–კულტურა არის ის, რაც ადამიანის მიერ არის შექმნილი, ის სოციალური მემკვიდრეობა, ანუ სოციალური ტრადიციაა;

–კულტურა არის ის რასაც სწავლობენ;ამ აზრით იგი არ წარმოადგენს ადამიანის გენეტიკური ბუნების გამოვლენას.კულტურა სოციალიზაციის პროცესში შექმნილი და შეძენილი ნორმების ერთობლიობაა.

image

–კულტურა საზოგადოების მიერ აღიარებული ნორმებისა და ღირებულებების სისტემაა, ანუ იგი, სოციალური ურთიერთქმედების პროდუქტია ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, ამ ურთიერთქმედებათა სახეების განმსაზღვრელი პირობაა.ერთი სიტყვით, კულტურა არის ის ღირებულებები, შეხედულებები, ქცევის ნორმები და მატერიალური საგნები, რომლებიც ადამიანის ცხოვრების წესის ფორმირებას ახდენენ.

არ არსებობს მეცნიერება, რომელსაც ცნება– “კულტურასთან" არ ექნება შეხება.

კულტურა იწყება იქ, სადაც საგანთა თვისებებზე, ბიოლოგიურ და სხვა მოცემულობებზე დაყრდნობით ადამიანი სპეციალურ არსებათა საყმაროს “მეორე ბუნებას" ქმნის.ამ აზრით, იგი ადამიანის შემოქმედებითი, შრომითი საქმიანობის სფეროა.არსებობს კულტურის ფართო და ვიწრო გაგება.ფართო გაგებით კულტურა არის საზოგადოების ისტორიის მანძილზე, ადამიანის მიერ შექმნილი და ქმნადობის პროცესში მყოფი მატერიალური და სულიერი ღირებულებების ერთობლიობა;ვიწრო გაგებით კულტურა ადამიანის მიერ შექმნილ სულიერ ღირებულებათა ერთობლიობაა მხოლოდ.ამ აზრით, კულტურის ცნება “ცივილიზაციის" ცნებას უპირისპირდება.image















ავტორი:სოფიო კაციტაძე

0
3753
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო კაციტაძე
სოფო კაციტაძე
3753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0