x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
https://www.youtube.com/watch?list=PL2F92F6330F4EEA4C&v=8oAJOfcbagw&x-yt-ts=1422579428&x-yt-cl=85114404

"მეშინია"? არც იფიქროთ არასდროს
შემიყვარდა ისე როგორც თამბაქო,
ტკივილამდე მომენატრა დღეს!
მოვითმენ და მალე ვნახავ მეც!
ჩავიხუტებ? მერე გულზეც მივიკრავ,
ცრემლებს ხედავთ? მერე რა რომ ვტირივარ.
გაიოცებთ? მეც გეტყვით რომ გავგიჯდი
შემიყვარდა მისი ხმა და აჩრდილი
ვერ დათმობო? გავიცინებ მალულად
ხომ გაიგეთ "შემიყვარდა" ფარულად,
შემიყვარდა ისე როგორც არასდროს
ასეთი რამ დედამიწას არ ახსოვს.
გული მიცემს? კი და თანაც ორმაგად
მან სიცოცხლეც ასე გამიორმაგა,
თბილიაო? სულყველაზე მეტად
გვერდით მყავდეს როგორ მინდა ეხლა.
ჩავიხუტებ? ჩავუკოცნი ყელსაც
მივიკრავ და თან ჩავკიდებ ხელსაც
გაგიკვირდათ? მეც მიკვირდა ადრე
ადვილია სიყვარულით დადნე..
მეკითხებით? მკითხეთ კიდევ ბევრი
რომ კითხვების ამერიოს ჯერი
შემიყვარდა? სულყველაზე მეტად
"მიყვარხარ"ო ნეტავ ადრე მეთქვა.
მეშინია? არაფრის და არავის
მთავარია გვერდით მყავდეს მხოლოდ ის
გაგაოცებთ დღეს მომსმენა ჩემი
მეც დამედო სიყვარულის ფერი
შემიყვარდა?ისე როგორც არასდროს
ხომ გითხარით დედამიწას არ ახსოვს.
მეშინია? გამოგიტყდეთ ნეტა?
იქნებ ჯობდა არაფერი მეთქვა.
მეშინია მხოლოდ მისი დაკარგვის
სხვა ამქვეყნად არავის და არაფრის...



0
4
შეფასება არ არის
ავტორი:მაგდა უსტიაშვილი
მაგდა უსტიაშვილი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0