x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
საუდის არაბეთის მეფემ თანამოქალაქეებს 30 მილიარდი დოლარი დაურიგა
ხელისუფლებაში მოსვლის აღსანიშნავად საუდის არაბეთის ახალმა მონარქმა სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდმა ბრძანება გასცა ქვეყნის მოსახლეობისათვის 110 მილიარდი რეალი (30 მილიარდი დოლარი) დარიგებინათ პრემიების და ხელფასზე დანამატების სახით და აგრეთვე სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალების კომპენსაციისათვის. მეფემ ამის შესახებ Twitter-ის თავის ოფიციალურ გვერდზე გაააკეთა განცხადება.


image


მეფის ბრძანების თანამხად, ყველა სახელმწიფო მოსამსახურეს, პენსიონერს და მოსწავლესაც კი მიეცემა პრემია ორი თვის საშუალო ხელფასის ოდენობით. გარდა ამისა, 500 ათასი ადამიანი განთავისუფლდა სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანებისაგან - მათ ეს ვალები აპატიეს.


გარდა ამისა, სალმან იბნ აბდულ-აზიზმა კეთილმოწყალება გამოიჩინა უცხოელების მიმართ, რომლებიც დაპატიმრებულნი იქნენ სამეფოს ტერიტორიაზე და იმყოფებოდნენ საუდის არაბეთის ციხეებში. ისინი გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ სასწრაფოდ დატოვებდნენ ქვეყანას და აღარასოდეს დაადგამდნენ ფეხს მის მიწაზე.



79 წლის სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი გახდა საუდის არაბეთის რიგით მეშვიდე ხელმწიფე მას შემდეგ, რაც 23 იანვარს გარდაიცვალა წინა მონარქი - აბდალ ბენ აბდელ აზიზი.

აღასანიშნავია, რომ სალმანი საუდის არაბეთის ერთადერთი მონარქია, რომელსაც საკუთარი გვერდი აქვს Twitter-ზე.

2
590
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
590
  
2015, 1 თებერვალი, 13:48
მეც მაგას ვფიქრობდი, რომ ვწერდი:)
2015, 1 თებერვალი, 13:44
:D :D :D მოკელდ რააა :D :D :D ალბათ, ივანიშვილისგან აიღო მაგალითი
0 1 2