x
image
ბადრი ანთია
კოცნა ოც თეთრად

imageამ აქციის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა 25 დეკემბრის ყინვის დღეს,
შარდენის ქუჩაზე, სტუდენტები ყველაფერს იაფად ყიდდნენ:მაისურებს, საკუთარ
შემოქმედებას, ნახატებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და კოცნასაც კი, თან სულ
რაღაც ოც თეთრად, რომ შემდეგ, შემოსული ფულით, გლდანის ბავშვთა სახლისთვის
საჭირო ნივთები შეეძინათ და ახალი წელი საჩუქრებით მიელოცათ.წინა
აქციებიდან შეგროვილი მცირე თანხით დიღმისა და გლდანის ბავშვთა სახლებს
გაზის გამათბობლები, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და სხვა წვრილმანი
შეუძინეს.წელს მსურველები შეემატათ და ფინანსურადაც
მომძლავრდნენ.სამომავლო გეგმებზე კი ასეთი პასუხი აქვთ: 25 დეკემბრის
ტრადიციად დამკვიდრება გვინდა.მომავალ წელსაც იმავეს ვგეგმავთ.სადმე
რეგისტირებული ორგანიზაცია არ გეგონოთ, მეგობართა ჯგუფი ვართ და ახალი
სახეების გამოჩენას ველით. რეკლამაც კი გავიდა ტელევიზიით ჩვენი აქციის
შესახებ, მაგრამ ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა. პოლიტიკოსები არც
გამოჩენილან...
-ხალხო, სადა ხართ?

0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:ბადრი ანთია
ბადრი ანთია
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0