x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული შედეგები - ევროპა და აზია - წყნარი ოკეანის რეგიონები

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული შედეგები - ევროპა და აზია - წყნარი ოკეანის რეგიონები

ევროპა - 2013 წლის შედეგებით ევროპაში საერთაშორისო ტურისტული ჩამოსვლები 5 % ით გაიზარდა, ზრდამ შეადგინა დაახლოებით 29 მილიონი ( 2012 წელთან შედარებით), სულ 563 მლნ.

image


ევროპა არის რეგიონი,
რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ მსოფლიოში, იგი საერთაშორისო ჩამოსვლებით 52%- ით ლიდერობს და რეგიონის ამ კუთხით 5%_იანი ზრდა არის შესანიშნავი შედეგი ხოლო რაც შეეხება, ტურიზმის შემოსავლებს იგი გაიზარდა 4%-ით და მიაღწია 489$ მილიარდ დოლარს და საბოლოოდ შეადგინა მსოფლიო შემოსავლების დაახლოებით 42%.




საერთაშორისო ჩამოსვლების და შემოსავლების მიხედით განვიხილოთ ევროპის რეგიონის ცალკეული სუბრეგიონები.
2013 წლის საერთაშორისო ტურისტული ჩამოსვლების მონაცემებით სუბრეგიონებიდან უდიდესი ზრდა დაფიქსირდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ზრდამ შეადგინა 7%-ზე მეტი . ბევრი ტურისტული დესტინაციის ზრდა აღინიშნა ორნიშნა ციფრით, განსაკუთრებით აღსანიშნვია მცირე დესტინაციები, როგორებიცაა საქართველო და ბელარუსი (ორივე + 15%), სომხეთი(+ 14%) და ყაზახეთი(+ 11%).
იმ დროს როცა, ქვერეგიონის უდიდესი დესტინაციაში, რუსეთის ფედერაციის სახით, დაფიქსირდა ძლიერი 10% -იანი ზრდა. რაც შეეხება, უკრაინასა და პოლონეთს (ორივე +7%), მათ 2013 წელს შეინარჩუნეს 2012 წელს დაკავებული პოზიცია, ზრდის ტენდენციით, როდესაც მათ უმასპინძლეს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს.


2013 წელს ზრდის აბსოლუტურ მაჩვენებლებში შემდეგი პოზიცია დაიკავა სამხრეთ და ხმელთაშუაზღვისპირეთის ევროპამ 11 მილიონზე მეტი საერთაშორისო ჩამოსვლებით (+ 6%). ქვერეგიონის უდიდეს დესტინაციაში- ესპანეთში აღინიშნა ჩამოსვლების 6% -იანი ზრდა - 61 მლნ. სხვა ძირითადი დესტინაციებში, როგორებიცაა საბერძნეთი (+ 16%), პორტუგალია (+ 8%), თურქეთი(+ 6%) და ხორვატია (+ 6%), გასულ წელს აღინიშნა ძლიერი ზრდა .

რაც შეეხება, ჩრდილოეთ ევროპას, აქ დაფიქსირდა 6% იანი ზრდა, აქედან ყველაზე მაღალი ზრდა საერთაშორისო ჩამოსვლებით აღინიშნა ისლანდიაში (+ 20%). ნორვეგიაში კი დაფიქსირდა ძლიერი ზრდა(+ 8%), ხოლო ინგლისში-სუბრეგიონის წამყვანი დესტინაციაში დაფიქსირდა 6%-იანი ზრდა.

და ბოლოს, დასავლეთ ევროპაში საერთაშორისო ჩამოსვლების რაოდენობა გაიზარდა 4% -ით. საფრანგეთში დაფიქსირდა 8% -იანი ზრდა, ნიდერლანდებში და შვეიცარიაში (ორივე + 5%), გერმანიაში (+ 4%) და ავსტრიაში (3%) ყველგან დაფიქსირდა ძლიერი ზრდა, ხოლო ბელგიაში დაფიქსირდა მოკრძალებული 1%- იანი ზრდა.

აზია და - წყნარი ოკეანე - ოთხწლიანი ძლიერი უწყვეტი ზრდა.


შემდეგი რეგიონი აზია და წყნარი ოკეანის რეგიონია, რომელიც მეორე ადგილზეა მსოფლიოში. 2013წლის მონაცემებით აზიამ და წყნარმა ოკეანემ უმასპინძლა 248 მილიონ უცხოელ ტურისტს, 15 მილიონით მეტს ვიდრე 2012 წელს . ეს წარმოადგენს 6% იან ზრდას, რაც მას ყველაზე სწრაფად მზარდ რეგიონად აქცევს გასულ წელთან შედარებით. ტურიზმის თვალსაზრისით რეგიონმა მიიღო US $ 359 მლრდ აშშ შემოსავალი, $ 30 მილიარდით მეტი ვიდრე 2012 (+8% რეალური თვალსაზრისით). მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ჩამოსვლებით აზიის წილი 23%-ია, ხოლო შემოსვლებით მსოფლიო შემოსავლების 31 % შეადგენს.
როგორც 2012 წელს, 2013 წელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია კიდევ ერთხელ იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სუბრეგიონი ორივე კუთხით, როგორც აზიის რეგიონში ასევე მსოფლიოში - 11%-იანი ზრდა საერთაშორისო ტურისტული ჩამოსვლებით.

რაც შეეხება, ტაილანდს აქ აღინიშნა ძლიერი ზრდა (+ 19%), რაც შეადგენდა 27 მილიონ ტურისტს, 4 მლნ-ით მეტი ვიდრე 2012წელს. პატარა დესტინაციებს შორის, ლიდერობს მიანმარი, სადაც ტურისტების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში იზრდებოდა და 2013 წელს ზრდამ შეადგინა 52 %. ტიმორმა (+ 42%) და კამბოჯამ (+ 18%) აჩვენეს ყველაზე მაღალი ზრდა, ხოლო ვიეტნამში (+ 11%), ფილიპინებსა (+ 10%) და ინდონეზიაში (+ 9 %) ასევე აღინიშნა ზრდის მაღალი ტემპი .
გასულ წელს სამხრეთ აზიამ (+ 6%) სოლიდური ზრდა აჩვენა, ისევე როგორც შრი-ლანკამ და მიიღო 27% -ით მეტი ტურისტი, ხოლო მალდივის კუნძულებმა კი 17%. სუბრეგიონის უმსხვილესი დესტინაციაა ინდოეთი სადაც (7 მილიონი ჩამოსვლებით) დაფიქსირდა 4% -იანი ზრდა.

რაც შეეხება, ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიას, აზიისა და წყნარი ოკეანის უდიდესი სუბრეგიონს აქ გასულ წელს დაფიქსირდაა 4%- იანი ზრდა. ეს ზრდა გამოიწვია იაპონიამ (+ 24%) 10 მილიონზე მეტი ჩამოსვლებით. ასევე, ტაივანის (+ 10%) და კორეის რესპუბლიკაში (+ 9%) დაფიქსირდა ძლიერი ზრდა, ისევე როგორც ჩინეთის ადმინისტრაციული რეგიონებში ჰონ-კონგსა (+ 8%) და მაკაოში (+ 5%).

ჩინეთმა - ტოპ დესტინაციამ რეგიონში განიცადა 4%-იანი შემცირება 2012 წელთან შედარებით. და ბოლოს, გასულ წელს ოკეანეთმა აჩვენა 5%-იანი ზრდა ტურისტული ჩამოსვლებით, წამყვანმა დესტინაციამ ავსტრალიამ კი განიცადა 6 % იანი ზრდა.

0
263
შეფასება არ არის
ავტორი:ელიკო ვარძელაშვილი
ელიკო ვარძელაშვილი
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0