x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 საინტერესო ფაქტი გამოგონებების შესახებ

ადამიანის გამომგონებლობას საზღვარი არ აქვს. დასაბამიდან ფღემდე მეცნიერები ცდილობენ გამოიგონონ სხვადასხვა მოწყობილებებ და მექანიზმები. მათი ეს მცდელობა ცხოვრების გამარტივების აზრს ემსახურება. წარმოგიდგენთ საინტერესო გამოგონებებს, მეცნიერების ასევე საინტერესო ცხოვრების დეტალებს და სხვადასხვა განსაციფრებელ ფაქტს გამოგონებების შესახებ. image1) “Chaotic Moon Labs'' თებერვალში ჩაატარა ცდა და წარმოადგინა საყიდლების კალათა, რომელიც აზრებს კითხულობს. იმისათვის, რომ კალათამ იმუშაოს, მომხმარებელი წინასწარ აგზავნის ტექსტურ შეტყობინებას, რის შემდეგაც კალათა ხვდება რომელი მომხმარებელი მიუახლოვდა. მასში დამონტაჟებული Kinect სისტემის დახმარებით კალათა მიყვება მომხმარებელს და უჩვენებს სასურველი პროდუქტის ადგილმდებარეობას. თუ მომხმარებელი არასწორედ ირჩევს პროდუქტს კალათა გამოსცემს სიგნალს. მას კიდევ ერთი დადებითი თვისება გააჩნია, პროდუქტი, რომელიც კალათაში ხვდება, ავტომატურ სკანირებას გადის და თანხა სალაროსთან მისვლამდე შეიძლება გადაიხადო.image2) ლეონარდო და ვინჩმა კვლევების ჩატარების დროს, მდინარის ეროზიის შედაგად დარწმუნდა, რომ დედამიწა გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე ბიბლია გულისხმობს.image3) არავინ იცის, ვინ გამოიგონა ცეცხლსაქრობი, რადგან მისი თავდაპირველი ნიმუში არც მეტი არც ნაკლები ხანძრის გამო დაიწვა.image4) პირველი მობილური ზარი განხორციელდა 1973 წელს, მარტინ კუპერის, ყოფილი მოტოროლას გამომგონებლის მიერ.image5) პენტაგონის მეცნიერებმა გამოიგონეს მოწყობილობა, რომელსაც ჯოხის ფორმა აქვს. ცეცხლის დროს ჯოხიდან იშლება ელექტრონული ველი და ფარავს ხანძრის ზონას და ჟანგბადს არ აძლევს საშუალებას შეახწიოს ველის შიგნით. აქედან გამომდინარე, თუ ჟანგბადი არ არის ცეცხლი ავტომატურად ქრება. ჯოხის გამომგონებელია მეტ გუდმანი. გუდმანის მოწყობილობას უკვე იყენებენ შენობების დაპროექტების დროს.image6) ჩარლზ რიხტერი, რომელმაც გამოიგონა რიხტერის სკალა (განსაზღვრავს მიწისძვრის სიძლიერის რიცხვით მნიშვნელობას), იყო ნუდისტი. (ნუდიზმი_ბურჟუაზიული მიმართულება, რომელიც ქადაგებს შიშველი სხეულის კულტს.)image7) აბრაამ ლინკოლნი, უოლტ დისნეი, ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი, ჰენრი ფორდი, თომას ედისონი და სტივ ჯობსი, არცერთ ამ გამომგონებელთაგანს არ ჰქონდა კოლეჯის ხარისხი და უმაღლესი განათლება.image8) რუდოლფ დიზელმა, რომელმაც გამოიგონა დიზელის ძრავა, თავი მოიკლა 1913 წელს, რადგან ის არ ფიქრობდა, რომ მისი გამოგონება წარმატებული იყო.image9) დოქტორმა ჯოზეფ გილიოტინამ (1738-1814) გამოიგონა გილიოტინა, როგორც ჰუმანური მეთოდით სამართლიანობის აღსრულების ხერხი.image10) კანდიდო ჯაკუზი (1903-86) გამოიგონა აბაზანა, რომელიც დღესდღეობით ცნობილია ჯაკუზის სახელით.image

3
372
12-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
372
  
2015, 3 თებერვალი, 12:59
ეგ ჯოზეფ გილიტენიც შემდეგ თავისივე გამოგონებამ იმსხვერპლა
2015, 2 თებერვალი, 15:48
მადლობა, გაიხარეეე.
2015, 2 თებერვალი, 0:32
ძააალიაან ძალიიიან კარგი სტატიაა, კარგად გავერთე.
0 1 3