x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი მწერლები ქალის სიყვარულზე....
1. ქალის ჭირვეულობა მის მშვენიერებას უტოლდება და შხამის საწინააღმდეგო საშუალებაც არის, რამეთუ ანელებს თავის მოქმედებას, აგრე რომ არ ყოფილიყო, კაცს ვერაფერი განკურნავდა.

2. ვნებიანი ქალი შიშს ბადებს, კეკლუცი-სიძულვილს. მტრისას თუ ეს ორივე ერთმანეთს შეერწყა.

3. ქალი მოღალატედ ითვლება, როდესაც აღარ უყვარს . მსუბუქი ყოფაქცევისად -როცა ვერ გაუგია ვინ უყვარს, გულგრილი კი ისეთი ქალია, რომელსაც არავინ უყვარს.

4. როცა ქალს აღარ უყვარს მამაკაცი, ივიწყებს ყველაფერს, თავაზიანობასაც კი, რომელსაც მის მიმართ იჩენდა.


5. ქალს უფრო ძლიერი სიყვარული გააჩნია, ვიდრე მამაკაცს.

6. კაცები არიან მიზეზი იმისა, რომ ქალებს ერთმანეთი არ უყვართ.

7. ქალი მხოლოდ იმ კაცის ღირსებასა და სილამაზეს სცნობს, ვინც თვალში მოსდის. ვინც არ მოსწონს, მისას არც სილამაზეს ამჩნევს და არც ღირსებას.

8. ცივი ქალი, იმიტომ ჰქვია, რომ ჯერ არ შეხვედრია კაცი, რომელსაც შეიყვარებდა.

9. იმედი იქონია ძაღლის ერთგულების ბოლომდე, ქალისა-შემთხვევამდე.

10. თუ ქალს მამაკაცის საზოგადოებაში არ ახსენებენ, ეს მის უმწიკვლობაზე მეტყველებს.

11. ქალი, რამდენადაც მეტად ზრუნავს მამაკაცზე, იმდენად მეტად უყვარს იგი. კაცს კი სწორად ამ მზრუნველობის გამო ნაკლებად უყვარს ქალი.

12. პირველ ქალს, რომელიც პირველად გაიტაცებს ადამიანს, მეტოქე არასოდეს ეყოლება.

13. გულქვა დიაცი სატანაზე უარესია.

14. ქალი ან უნდა გააღმერთო, ან მიატოვო. სხვა ყველაფერი ტყუილია.

15. ქალს არ შეუძლია მეგობრობა. ქალმა მხოლოდ სიყვარული იცის. რაც სიყვარულის იქითაა, იმის მიმართ ქალი განურჩეველია.

16. ქალის არსებობა თევზისას ჰგავს, ორივეს საიდუმლო უფსკრულები ასაზრდოვებთ.

17. ამქვეყნად ყველაზე ძნელი ღვინისა და ახალგაზრდა ქალის სიყვარულის გამოცნობაა.

18. კარგი ქალი გათხოვებისას ბედნიერებას ჰპირდება ქმარს, ქარაფშუტა კი ბედნიერებას მისგან ელოდება.

19. ქალტა უმრავლესობას პრინციპები არ გააჩნიათ, გულის კარგახს ელოდებიან და მათი საქციელი, იმ მამაკაცზეა დამოკიდებული, რომელიც უყვართ.

20. სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე ქალს, ისე არ შეგიყვარებს.








0
212
შეფასება არ არის
ავტორი:პუსკაჩა
პუსკაჩა
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0