x
image
კატაპულტი
ბიძო სულ არ ფიქრობდა,ქვეყნად ვის რა გვიჭირდა,თუ ვინმე არ მოსწონდა,თავის ენით, ,,მიჯირყვნა"

ბიძო
ორიათასთორმეტში, მიშა როცა მოგვწყინდა,

ჭორვილადან ზებრითურთ ჩვენი ბიძო მოფრინდა.


ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ფულის ტომრებს დაგვპირდა,

ბიძო ისევ აქ არის, ოცნებები გაფრინდა.

მესამე წელი დაიწყო, ამბობდა:კარგად ვიქნებით.

ლარის კურსი რომ ეცემა, რაღაც ვერ არის, ვფიქრდებით.

თუ დაგვაძალა ბიძინამ ისევე ისე ოცნება,

ვატყობ, ეს ჩვენი ქვეყანა, რომ სულ ტყუილად მოცდება.

ეს ორი წელი გავიდა, თითქოს ვიყავით “ბუტკაში",

მილიარდელი არიგებს პრემიებს ყველა “სუტკაში"

ბიძო სულ არ ფიქრობდა ქვეყნად ვის რა გვიჭირდა,

თუ ვინმე არ მოსწონდა, თავის ენით, “მიჯირყვნა".

ყველაფერზე “იზრუნა", პრეზიდენტიც დაგვისვა,

ცოტა არ დაუჯერა, ბიძო ლამის გაგიჟდა.

მილიარდელი “მესია" ხალხს ისევ რუსეთს გვახუტებს,

რუსი კი ჩვევას არ იშლის, ტრადიციულად გვაფურთხებს.

პენსიებს ათ ლარს უმატებს, მილიარდებს კი თავის თავს,

ყველაზე მაღლა ისა დგას, იცის, რომ ვერვინ გაკიცხავს.



***

დილით ადრე ადგება,

ნიანგს შემოახტება.

გააკეთებს იოგებს,

ნერვებს ამით იოკებს.

ანეკდოტებს გვიყვება,

დიდხანს რომ არ გვწყინდება.

დააპურებს პინგვინებს,

ღამით ადრე იძინებს.

***

სახალხო ცხელი ამბები:გამოკითხვებით დგინდება,

რომ ჩვენ ბიძინა კი არა, ახლა სხვა ვინმე გვჭირდება.

სოლლაკის თავზე შემოჯდა, მწვერვალებს ეპოტინება,

გვეყოფა მასზე ლექსები, ბიძინას ესლოკინება.



P.s. “მე დავიღალე, ახლა თქვენ გააგრძელეთ!"

0
34
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0