x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ისრაელის სახელმწიფოს ფორმირება
სტატიის ავტორები:
მარიამ ხიზანაშვილი; ნინო გოზალიშვილი;


ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება მსგავსი შემთხვევა,
ერს ამდენი საუკუნის განმავლობაში, ტერიტორიული ერთიანობის გარეშე, შეენარჩუნებინოს
თვითმყოფადობა, ისე, როგორც ეს ებრაელმა ხალხმა მოახერხა. ისრაელის სახელმწიფოს შექმნა თავისი ისტორიული ფონით
არ იყო მოკლევადიანი და მშვიდობიანი პროცესი, ვინაიდან, პირველ რიგში, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაკავებას გულისხმობდა, რაც თავისთავად
კონფლიქტის დასაწყებად უკვე საკმარისი საფუძველია.

ებრაელებმა, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით
გაბნეულნი, გალუთებში (ებრაულად, დიასპორებში) ცხოვრობდნენ, XX საუკუნის დასაწყისიდან ინტენსიური
მიგრაცია დაიწყეს პალესტინის ტერიტორიისკენ. ყოველივე ამას საფუძვლად კვლავ რელიგიური
მრწამსი დაუდეს, რადგან მიაჩნდათ, რომ მათ, როგორც რჩეულ ერს, ეს მიწა ღმერთმა აღუთქვა.
ებრაელთა რელიგიური ისტორია და სიონისტური მოძრაობა (თეოდორ
ჰერცლისა და ნათან ბირნბაუმის თაოსნობით შექმნილი), შეიძლება ითქვას, მათი მამოძრავებელი
ძალა გახდა. ამის დასტურია თუნდაც ებრაელი ხალხის ლიდერთა გამოსვლები, დევიდ ბენ–გურიონის,
პირველი პრემიერ მინისტრის რწმენა იმის შესახებ, რომ სიონისტური მოძრაობის ვალდებულება
იყო შეექმნა მყარი საზოგადოებრივი აზრი ებრაელთა საკუთრების ჭეშმარიტებაზე აღნიშნულ
ტერიტორიაზე.
ებრაელმა ხალმა ამ ნაციონალისტური იდეის სისრულეში მოყვანა პალესტინის ტერიტორიაზე
მიწების შეძენით დაიწყო, რომლის ეკონომიკურ მხარდაჭერასაც მდიდარი ებრაელები უზრუნვეყოფდნენ
მთელი მსოფლიოდან (ებრაელები ისეთ სფერობში დახელოვნდნენ როგორიც იყო ვაჭრობა, ხელოსნობა.
აქ კაპიტალის დაგროვება უფრო მეტად იყო შესაძლებელი ვიდრე სოფლის მეურნეუბაში) ამრიგად, შეუძლებელია ისრაელის სახელმწიფოს შექმნის განხილვა პალესტინის გვერდის ავლით.

ჟენევაში არსებული, ერთა ლიგის შტაბ ბინაში დადგენილი საზღვრებით პალესტინის საერთო ფართობი 27000კმ2 შეადგენდა. 1917 წლამდე, იქამდე სანამ პალესტინაზე მმართველობა ოსმალეთის ხელთ იყო ებრაელთა იმიგრაცია ოსმალების კორუმპირებულობის დონით შემოიფარგლებოდა, ხოლო პირველი
მსოფლიო ომის შემდეგ პალესტინა უკვე წარმოადგენდა ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიას. ბრიტანეთში კი „ბალფურის დეკლარაციის“ საფუძველზე სიონისტური მისწრაფებები მხარდაჭერილი იყო, ისინი ებრაელთა იმიგრაციაში საფრთხეს ვერ ხედავდნენ, მეტიც ამ პროცესს სარგებლის მომტანადაც კი აღიქვამდნენ ბრიტანეთის, როგორც ჰეგემონის, პოზიციების გამყარებისთვის ეგვიპტესა და სუდანში. ბრიტანეთში თვლიდნენ რომ ებრაელთა იმიგრაციის ხელშეწყობით შეძლებდნენ როგორც დაებალანსებინათ არაბ ლიდერთა მისწრაფებები
ერთიანი არაბული სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით, ასევე გაეთავისუფლებინათ იმპერიალისტური გზა ინდოეთამდე.ყოველივე ეს ცხადია არაბთა გაღიზიანებას იწვევდა, რასაც შედეგად მათი ბრიტანეთთან დაპირისპირება და ლოკალური ამბოხებები მოჰყვა.

სიტუაცია შეიცვალა 1939 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის
ბრიტანეთს სჭირდებოდა აღმოსავლეთში პოზიციების გამყარება. ამისათვის მან გამოაქვეყნა
„თეთრი წიგნი“ რობერტ პილის ავტორობით, რომელშიც მთავარ მიზნებად 10 წლის შემდგომ პალესტინის
დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა და მიმდინარე პერიოდში ებრაელთა იმიგრაციის შეზღუდვა
(მათ შორის მიწების შესყიდვაზე შეზღუდვა) იყო დასახელებული. პალესტინელი არაბების დაშოშმინების
საპირისპიროდ, სიონისტების აღშფოთება მოჰყვა ამ გეგმას, თუმცა მეორე მსოფლიო ომში საერთო
მტრის არსებობის მიზეზით ბევრი ებრაელი მაინც ბრიტანეთის მხარეზე იბრძოდა. ამასთანავე,
იმიგრაციის შეზღუდვას მიუხედავად ათიათასობით ებრაელი არალეგალურად ჩადიოდა პალესტინაში,
რადგან მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ანტი–სემიტიზმმა
(ევროპულ ენაზე ამ პროცესს ჰოლოკოსტს უწოდებდნენ) არნახულ მასშტაბებს მიაღწია და მათ
სჭირდებოდათ ‘თავშესაფარი’. ამას თან დაერთო ომის დასრულების შემდეგ, ებრაული ანტი–ბრიტანული ტერორისტული აქტები, რამაც საფუძველი
ჩაუყარა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას უარი ეთქვა ბრიტანეთის მანდატზე პალესტინაში
და ეს მოვალეობა ახალშექმნილი გაეროსთვის გადაებარებინა.


თავის მხრივ, გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ, დარწმუნდა რა,
ამ ორი ეთნოსის განცალკევების გარეშე თანაცხოვრების შეუძლებლობაში, 1947 წელს გადაწყვიტა
სამანდატო პალესტინის ტერიტორიაზე შეექმნა დამოუკიდებელი არაბული და ებრაული სახელმწიფოები.

რეზოლუციის თანახმად არაბულ სახელმწიფოს შემადგენლობაში რჩებოდა
სამანდატო პალესტინის 43, 5%, თუმცა აქ არ შედიოდა ქალაქი იერუსალიმი (მას განსაკუთრებული
სტატუსი მიენიჭა). გაეროს გადაწყვეტილებით არაბულ სახელმწიფოს ექნებოდა გასასველელი
ზღვაზე.რაც შეეხება ებრაულ სახელმწიფოს, მისი ჩრდილო–აღმოსავლეთი
სექტორი ესაზღვრება ლიბანის სამხრეთ და აღმოსალეთ
საზღვარს. ხოლო, სამხრეთის სექტორი მოქცეულია ეგვიპტესა და ტრანსიორდანიას შორის. სახლმწიფო
მოიცავდა ჰულას აუზს, ტიბერიას ტბას, ბეისანის
რაიონს. ჰქონდა გადასვლელი ზღვაზე ქალაქ ისდუსიდან, ქალაქ ხაიფამდე. მის შემადგენლობაში
შევიდა თელ–ავივიც, ნეგევი, ზემო გალილეის ნაწილი
და გასასვლელი აკაბის ყურეში. ქალაქ იერუალიმზე დაწესდა გაეროს სპეციალური კონტროლი.
ის მოიცავდა თავად იარუსალიმს და გარშემო სოფლებს. მთავარი დანიშნულება ისრაელის ამგვარი
სტატუსისა უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობა ებრაელთა და პალესტინელებს შორის, ამ ტერიტორიაზე ორივე სახემწიფო ენა, ორივე მათგანის
კულტურული და რელიგიური ძეგლები დაცული იყო.

ამრიგად, 1948 წლის 14 მაისს, დევიდ ბენ–გურიონმა გამოაცხადა ისრაელის დამოუკიდებელი სახლმწიფოს
შექმნა.


ბიბლიოგრაფია:


გაჩეჩილაძე, რევაზ. ახლო აღმოსავლეთი, სივრცე, ხალხი და პოლიტიკა. ისრაელის
სახელმწიფოს შექმნის წინამძღვრები. ბაკურ სულაკაურის გამოცემა. (2008)

Eyal Chowers, The Political Philosophy of Zionism: Trading Jewisჰ
Words for a Hebraic Land-Jews
and the temporal imaginations of modernity. Cambridge University Press: New York, 2012).



United Nations, Resolution 181 (II). Future government of Palestine.
29 Nov. 1947 URL: http://unispal.un.org/unispal.nsf/0/7F0AF2BD897689B785256C330061D253








0
254
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ხიზანაშვილი
მარიამ ხიზანაშვილი
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0