x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ცნობილი მოგზაურების ხომალდები

image

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა იწყება მე–15 საუკუნიდან და გრძელდება რამდენიმე საუკუნე. გამოკვლეული იქნა აფრიკა, ამერიკა, აზია და ოკეანეთი. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ დაიწყო ზღვის მარშრუტებით ალტერნატიული სავაჭრო გზების ძიება.ისტორიკოსები ამ პერიოდს აგრეთვე „აღმოჩენების ეპოქას“ უწოდებენ. ეს პერიოდი აგრეთვე ცნობილია ოქროს, ვერცხლისა და სანელებლებით ვაჭრობით. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ცნობილი მოგზაურებია ქრისტეფორე კოლუმბი, ფერნანდო მაგელანი და ვასკო და გამა. სტატიაში წარმოდგენილია მათი მცირე ბიოგრაფია და ის ცნობილი ხომალდები(აღდგენილი ვარიანტები), რომლის საშუალებითაც ისინი მოგზაურობნენ.

1. ქრისტეფორე კოლუმბი:

"სანტა მარია" " პინტა" "ნინია"
imageქრისტეფორე კოლუმბმა პირველმა გადაცურა ატლანტის ოკეანე სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლუსში და პირველმა ევროპელებიდან შეცურა კარიბის ზღვაში. მან დაუდო სათავე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიწების და აღმოჩენას. მან აღმოაჩინა ყველა დიდი ანტილის კუნძული, ბაჰამის არქიპელაგის ცენტრალური ნაწილი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან. ქრისტეფორე კოლუმბის ცნობილი გემებია: "სანტა მარია", "პინტა" და "ნინია".

2. ფერნანდო მაგელანი:

"ვიქტორია"
imageპორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლმაც პირველად შემოუარა წარმატებულად დედამიწას. მაგელანს თავად მოგზაურობის დასრულებამ ვერ მოუწია. სასიკვდილოდ დაიჭრა კუნძულ მაქტანზე ფილიპინებში. თუმცა ის გარდაიცვალა მოლუკის კუნძულების დასავლეთით და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა.ევროპიდან აზიაში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა წყნარი ოკეანე, რომელიც ნაოსნობის პერიოდში იმდენად მშვიდი იყო, რომ მას წყნარი შეარქვა.
ექსპედიციაში 5 ხომალდი გაემგზავრა: „ტრინიდადი“, „სან-ანტონიოსი“, „სანტიაგო“, „კონსეფსიონი“ და „ვიქტორია“.
სამი ხომალდის - „ვიქტორიას“, „კონსეფსიონის“ და „სან-ანტონიოსის“ კაპიტნებს უცნობ მიწაზე დაზამთრების შეეშინდათ და აჯანყდნენ. მაგელანმა „ვიქტორიასა“ და „კონსეფსიონის“ კაპიტნები სიკვდილით დასაჯა, ხოლო „სანტიაგოს“ კაპიტანი და მღვდელი უდაბურ ნაპირზე გადასვა. გემი „სანტიაგო“ კლდეზე დაიმსხვრა, ერთი ხომალდი კი უკან გამოეპარა.

3. ვასკო და გამა:

"სან გაბრიელი"
imageპორტუგალიელი მოგზაური, რომელმაც პირველად გაცურა ევროპიდან ინდოეთამდე, კეთილი იმედის კონცხის გავლით. ვასკო და გამამ კონცხს დეკემბერში შემოუარა და აღმოსავლეთის მიმართულებით იცურა აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე მალინდიმდე. აქ ლოცმანი აიყვანა და მას ფლოტის ინდოეთის ოკეანეში შეყვანა დაავალა. ინდოეთში მისდამი დიდი პატივისცემა არ გამოუხატავთ, თუმცა პორტუგალიაში გმირად მიიღეს, რადგან ქვეყანამ ამ ახალი გზით სანელებლებით სარფიანად ვაჭრობისა და აღმოსავლეთის მიწების კოლონიზების შესაძლებლობა მიიღო.

0
2018
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ბაძგარაძე
გიორგი ბაძგარაძე
2018
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0