x
image
worldsport.ge
ქართული ძიუდოს სამწვრთნელო გადაადგილებები

imageსაქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გადაწყვეტილება საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ახლახან, აღმასკომის წევრებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. მთავარი სიახლე ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებების გაერთიანებაა. ახალი ნაკრების თავკაცებად კი ირაკლი ცირეკიძე და დავით ბოდაველი დაინიშნენ.
ძიუდოს ფედერაციისვე გადაწყვეტილებით, ორივე სპეციალისტს აბსოლუტურად თანაბარი უფლებები ექნება და შესაბამისად, მთავარი მწვრთნელის სტატუსიც არ იარსებებს.
ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი გია გუგავა მუშაობას ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს. ამიერიდან მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან ერთად ნაკრებს ხუთი კურატორი მოამზადებს: გიორგი ვაზაგაშვილი, დავით ასუმბანი, გიორგი ბაინდურაშვილი, გია გუგავა და ბიძინა მოხევიშვილი, რომელიც აქამდე გუგავას მსგავსად ახალგაზრდულ ნაკრებში საქმიანობდა.
გასულ სეზონში უზნაძის სამწვრთნელო შტაბში გურამ მოდებაძეც შედიოდა. ახლა ის უკვე გაერთიანებულ ასაკობრივ ნაკრებში იმუშავებს. ჭაბუკებისა და ახალგაზრდების მომზადებაში მონაწილეობას გიორგი ვაზაგაშვილი და ლაშა ყიზილაშვილიც მიიღებენ.


ვასილ მშვილდაძე

www.worldsport.ge

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0