x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ირაკლი ალასანიას მეუღლე ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად ისვენებს

image

ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "მაესტროს" ყოფილ ტელეწამყვანთან ერთად კახეთში, სასტუმრო-კომპლექს ლოპოტაზე ისვენებს. იქ მიღებულ შთაბეჭდილებებს ის სოციალური გვერდის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

"საოცრება-ლოპოტა. სასტუმროს მეპატრონე არის ადამიანი შემოქმედი, რომელმაც ცარიელ ადგილზე, ეტაპობრივად, შრომით და სიყვარულის უდიდესი სულიერი მარაგის ძალით შექმნა სამოთხე, ყოველგვარი წინასწარი სიმდიდრის და კაპიტალის გარეშე. ეს კი მე და ჟიჟი ვართ ლოპოტას რუსულ, ცოცხებიან აბანოში. ჭყლოპინი გაგვდიოდა, ჭკუაზე არ ვიყავით ისე გვიხაროდა ახალი გამოცდილება. შევედით შაურიანივით გაბრწყინებულები (როგორც ფოტოდოკუმენტზეა), მაგრამ წუთნახევარში, კანადური მუხის ტოტების პირველი ცხელი შხეფები რომ დაგვეცა (ფოთლების შეხებამდე ვერ მივედით), ვაი, ვაი, მცხელა, ვიხრჩობის ძახილით გამოვცვივდით ორთქლიდან. :))" - წერს ნათია ფანჯიკიძე.

0
155
შეფასება არ არის
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0