x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ფოტოები, რომლებიც მილიონებად გაიყიდა
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინირებულად თავმოყრილი. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და სოც-ქსელებში დაწერილ "ლაიქებზე" კი გამოხატავენ უდიდეს აღფრთოვანებას, მაშინ როცა, ჩვენი პროფესიონალი ფოტოგრაფები თავიანთ შედევრებს წარმოუდგენელ ფასებში ყიდიან. თითქოს განსაკუთრებული არაფერია ამ შედევრებში, რომლებსაც სულ მალე წარმოგიდგენთ, მაგრამ კოლექციონერები მზად არიან ექსკლუზივებში გადაიხადონ ნებისმიერი თანხა.


მაშ, მოდით ერთად ვნახოდ პროფესიონალთა მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც მილიონებად გაიყიდა.



1. ფანტომი (აჩრდილი, მოჩვენება, ილუზია), 1999 წელი. ფოტოგრაფი Peter Lik-ის მიერ არიზონის შტატის, ანტილოპის კანიონში გადაღებული ფოტო, სადაც აღბეჭდილია გამოქვაბულში სინათლის სხივი. ფოტო ჯერ-ჯერობით ყველა ძვირადღირებულად ითვლება, ვინაიდან გაიყიდა 6, 500 000 $-ად.

image






2. მდინარე რაინი, 1999 წელი. ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფის, Andreas Gursky-ის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ვხედავთ მდინარე რაინს ღია ცის ქვეშ. ავტორმა მოახდინა ფოტოს რეტუშირება ფოტოშოპის მეშვეობით, რათა სამშენებლო ტექნიკა და მოსიარულე ძაღლები ამოეღო კადრიდან. ანდრეასი ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც მილიონებად იყიდება. რაინის ფოტომაც არ დააყოვნა და «Christies»-ის აუქციონზე 2011 წელს გალერეა Monica Shpryut-მა შეისყიდა 4.338.500 $-ად, თუმცა მოგვიანებით ფოტო შეიძინა უცნობმა კოლექციონერმა.

image





3. უსახელო, 1981 წელი. ამერიკელი ფოტოხელოვანი Cindy Sherman-ი თავს არასოდეს უწოდებს ფოტოგრაფს, თუმცა მის მიერ 1981 წელს შესრულებული ფოტო, რომელზეც გამოსახულია წითური გოგონა ნარინჯისფერ სამოსში, გადაიღო სპეციალურად გაზეთისთვის და განმარტა მისი მნიშვნელობაც: მაცდური და უდანაშაულო ქალი, რომელიც ეძებს გასაქცევ გზას. ფოტო შესყიდული იქნა 3.890.500 $-ად «Christie’s»-ის აუქციონზე უცნობი კოლექციონერის მიერ.

image






4. დაღუპული ჯარისკაცები, 1992 წელი. ფოტო, რომელიც გადაიღო ფოტოგრაფმა Jeff Wall-მა, ასახავს 1986 წლის ავღანეთის ომს და წითელ ჯარისკაცებს. მართალია სცენა დადგმულია და სპეციალურად მოიწვიეს მსახიობები, რომლებმაც მოახდინეს ფოტოსესია გრიმის შემდეგ სპეციალურ ფოტოსტუდიაში, რომელიც შემდეგ კომპიუტერულად დაამუშავეს, თუმცა გაიყიდა 3.666.500 $-ად.

image





5. 99 ცენტი, 2001 წელი. მდინარე რაინი ერთადერთი ფოტო არაა როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე, რომელიც Andreas Gursky-მ გადაიღო და მილიონებად გაყიდა. მას ეკუთვნის ასევე ფოტო 99ცენტი, სადაც მაღაზიაა მოცემული საქონლის მაქსიმალურად ნათელი განლაგებით და ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ძვირადღირებული. გაიყიდა 3.346.456 $-ად.

image






6. საბჭოური ვაჭრობა ჩიკაგოში, 1999-2009 წელი. ასევე Andreas Gursky-ის შედევრია ეს ფოტო, რომელიც დაბეჭდა 185х240 სმ ფორმატის ტილოზე და ასახავს ვაჭრობას საბჭოურ ჩიკაგოში. გაიყიდა 2013 წელს 2, 355, 597 $-ად.

image






7. აუზი მთვარის შუქზე, 1904 წელი. Edward Steichen-ის უნიკალური ნამუშევარი, რომელსაც სიღრმისეული მნიშვნელობა გააჩნია და ამავდროულად პირველი ფერადი ფოტოსურათია მსოფლიოს ფოტო ისტორიაში. გაიყიდა 2.928.000 $-ად.

image





8. უსახელო, 1985 წელი. Cindy Sherman-ის კიდევ ერთი ძვირადღირებული ფოტო, რომელზეც გამოსახულია კადრი ინგლისელი რეჟისორის- ალფრედ ჰიჩკოკის ფილმიდან. 2010 წელს ფოტო გაიყიდა 2.700.000 $-ად.

image






9. Billy the Kid, (Fort Sumner, New Mexico), 1879-80 წლები. Billy the Kid-ის ერთადერთი გადარჩენილი ფოტოა, რომელიც 2, 300, 000 $-ად შეიძინა კოლექციონერმა.

image








10. Тобольский кремль, 2009 წელი. ავტორი Дмитрий Медведев-ი. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფოტო გადაიღო ფრენის დროს და მაღალი მხატვრული ღირებულებების გამო ის აუქციონ «Рождественская азбука»-დან იყიდა კოლექციონერმა 51 მილიონ რუბლად, რაც 1, 750, 000 $-ს უდრის.

image







11. შიშველი ტრენინგი, 1925 წელი. ფოტო დათარიღებულია 1925 წლით, რომელზედ აღბეჭდილია ფოტოგრაფ Edward Weston-ის შეყვარებული და თანაშემწე Tina Modotti. 2008 წელს გაიყიდა 1.609.000 $-ად.

image






12. Georgia O'Keeffe, 1919 წელი. ფოტო გადაღებულია ფოტოგრაფი Alfred Stieglitz-ის მიერ, რომელზეც გამოსახულია ხელოვანი Georgia O'Keeffe. 2006 წელს ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე ფოტო გაიყიდა 1.470.000 $-ად.

image






13. Cowboy, 2001-2002 წელი. ფოტოგრაფმა Richard Prince-მ ფოტო შექმნა სპეციალურად სიგარეტი Marlboro-ს რეკლამისთვის, რომელიც 2007 წელს Christie’s აუქციონზე გაიყიდა 3.401.000 $-ად.

image






14. Dovima და სპილოები, 1955 წელი. ფოტო Richard Avedon-მა შექმნა სპეციალურად ერთ-ერთი გამოფენისთვის, რომელიც მოგვიანებით-2010 წელს Christie’s აუქციონზე გაიყიდა 1.151.976 $-ად.

image








15. "ერთი", 2000 წელი. ფოტო გადაღებულია ფოტოგრაფი Peter Lik-ის მიერ ამერიკის New Hampshire-ს შტატში მდინარე Androscoggin-სთან, რომელიც მხოლოდ ერთი გადაღებით დაფიქსირდა და ყოველგვარი დამუშავების გარეშეც დაიბეჭდა მხოლოდ ერთი ეგზემპლიარი. აუქციონზე კოლექციონერის მიერ იქნა შეძენილი 1, 000, 000 $-ად.

image




P.S. აი, ასე შესძლებია ერთ მარტივ კადრს- გაგხადოს მილიონერი.

0
1167
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0