x
image
beko777
ალენ დელონი თბილისში 12 თებერვალს ჩამოვა

imageშეიძლება ბევრს გაგიკვირდეთ კიდეც, როცა მისი სტუმრობის მიზეზს გაიგებთ, მაგრამ ფაქტი ფაქტია, რომ ალენ დელონი, პოპულარული ფრანგი მსახიობი და ერთდროს მამაკაცის სიმპათიურობის ეტალონი 12 თებერვალს თბილისში წამყვანის (!) სახით მოგვევლინება, დიახ დიახ - წამყვანის, მაგრამ არა რომელიმე რიგითი საესტრადო კონცერტის ან ივენთის, არამედ დიდი ქართველი მამულიშვილის - პაატა ბურჭულაძის სოლო-კონცერტის, რომელიც თავის მხრივ სპორტის (!) სასახლეში გაიმართება ამ დღეს 8 საათზე.


პაატა ბურჭულაძის კონცერტის სპორტის სასახლეში (!) ჩატარების ორგანიზატორი ახლადშექმნილი კომპანია „არტ-პალასია“ რომელსაც ბიზნესმენი გია ანდღულაძე ხელმძღვანელობს და რომელიც მუსიკალურ სამყაროში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი სერიოზული მელომანი და ქველმოქმედი, მისი წყალობით წლებია ქართული სამღერეთის რამდენიმე მომღერალს გულით ემღერებოდა...


რატომ აირჩა „სპორტის სასახლე“ პაატა ბურჭულაძესთვის, რატომ შეირჩა ამ კონცერტის წამყვანად ფრანგი ალენ დელონი და საერთოდ რა იქნება 12 თებერვალს ამ დარბაზში, ყველაფერ ამის შესახებ თავად ორგანზიატორები ილაპარაკებენ 12 თებერვალს კონცერტის დაწყებამდე 10 საათით ადრე, ვიდრე საღამოს 20:00 საათი დადგებოდეს.

0
310
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0