x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საქართველოს ევროინტეგრაცია - ისტორიული არჩევანი

საქართველო  ევროკავშირიასაქართველოსთვის პრიორიტეტული, გაცილებით უსაფრთხო და სტაბილური ჩანს ევროპასთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარების გზით და სახელმწიფო ინტერესებით განპირობებული სტრატეგიული არჩევანი.შესაბამისად, როგორც ქვეყნის მთელი მოსახლეობა, ისე ყველა პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, ანუ საქართველოს დაბრუნებას მშობლიურ, ნაცნობ გარემოში.დღევანდელი ევროკავშირი შედგება ოცდარვა ევროპული სახელმწიფოსგან, რომლებიც ნათლად ადასტურებენ, რომ ევროპა არ იქმნება ხელშეკრულებებისაგან, იგი მოქალაქეთა გულებში ყალიბდება.ევროპულ ფასეულობებს საკუთარ თავში უნდა ვეძებდეთ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენ.
ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს საკმაოდ ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და ვფიქრობ, რომ მისი გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის დადებითად აისახება პროდასავლური კურსის გამყარებაზე.ჩვენ ევროპელები მაშინ გავხდით, როდესაც მივიღეთ ქრისტიანობა და მაშინაც, როდესაც ელინისტური სამყაროს ნაწილად მოვიაზრებოდით.აღსანიშნავია ძვ.წ.აღ I საუკუნეში ქართლისა და ეგრისის საერთო რომაულ ცივილიზაციაში ჩართვა.და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ქართულ-ევროპული ურთიერთობის ისტორიის გადაფურცვლა მრავალჯერ შეგვიძლია.თუმცა მართლაც გასაკვირი და სამწუხაროა, ის თუ რატომ ვერ მოახერხა საქართველომ ამდენი ხნის მანძილზე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელსაც აღარ მოუწევდა იმის მტკიცება, თუ რატომაა ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.ამასაც მოეძებნება თავისი მნიშვნელოვანი ახსნები.თუნდაც ის რომ, საქართველოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ყოველთვის რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უხდებოდა სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური განვითარება.იგი მდებარეობდა მსოფლიოს დიდი სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, რასაც თან ახლდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოვლინებები.ათასწლეულების განმავლობაში საქართველო ასრულებდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ე.წ „აბრეშუმის გზის“ ფუნქციას.სწორედ ამიტომ რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებებისთვის საქართველომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.ცნობილია, რომ რუსეთი ყოველთვის გამოირჩეოდა იმპერიალისტური მიზნებით, რაც საზრდოობდა ევრაზიანისზმის კონცეფციით.ამჯერად ყურადღებას რუსეთზე ვამახვილებ, თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელი სხვა ფაქტორები.ამ შემთხვევაში საქართველოს ევროპასთან დამაკავშირებელ უმთავრეს არტერიებს ჭრიდნენ ირანი, ოსმალეთი, არაბები და ყველა, ვის საციცოცხლო სივრცეშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩენილა(რატცელის თეორია).მიუხედავად ამისა, ქართველი ერი თავისი თვითშეგნებით ყოველთვის დასავლური ცივილიზაციის ნაწილი იყო და ამ კულტურაში თავს
კომფორტულად გრძნობდა.
ისტორიული მოვლენების ბოლო პერიოდის შესწავლისას შევამჩნევთ, რომ ევროპისაკენ მიმავალ გზაზე ერთადერთ დაბრკოლებად რუსეთი გვევლინება, რომლის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში არ შედის მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების ახალ გარემოში მოხვედრა, რასაც რასაკვირველია მედგარი წინააღმდეგობა ახლავს, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც.დასტურად მხოლოდ ის არგუმენტიც კმარა, რომ დღეს ევროკავშირის წევრები ყოფილი სოციალისტური ბლოკის სახელმწიფოებიც არიან და მათი მიღწევები დემოკრატიის გზაზე, საკმაოდ თვალშისაცემი და მისაბაძია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც მსგავსი ისტორიული გამოცდილება გააჩნია.ჩვენ შემთხვევაში, საქართველოსთვის, სადაც მმართველობის სადავეებს, პროევროპულად განწყობილი ძალები იღებენ.მართლაც, 1918-21 წლებში მაშინდელი ხელისუფლების მიერ განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური კურსი, დღესაც პრიორიტეტულია და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მაშინდელი ერთა ლიგა, ფაქტობრივად დღევანდელი ევროკავშირის ტოლფასია, რომელში გასაწევრიანებლადაც კვლავ აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები იწარმოება ევროპულ სახელმწიფოებთან.სამწუხაროა, მაგრამ საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ, რუსეთის ჩარევით, მხოლოდ სამი წელი მოახერხა არსებობა და ამ სამ წელშიც კი საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე მეტყველებდა ქვეყნის კონსტიტუციურ საფუძვლებზე მოწყობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მცდელობა.1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ იქნა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა პლურალიზმს და შესაბამის ნორმებზე დაყრდნობით დაიცავდა ადამიანის ძირითად უფლებებს უმცირესობათა ღირსეული განვითარების პრეროგატივით.
საქართველო, რუსეთის ორგზის ბატონობიდან თავის დაღწევის
შემდეგ, ახლა XXI საუკუნის პირველ მეოთხედში ისევ დადგა ისტორიული მნიშვნელობის გზაჯვარედინზე : ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი.იმაზე თუ როგორ არჩევანს გააკეთებდნენ სახელისუფლებო ძალები, მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.დღეს ისევ საინტერესოა, გახდება თუ არა ბოლოს და ბოლოს საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი, განვითარებული დემოკრატიით თუ კვლავ მოექცევა რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებებით შექმნილ მორიგ გაერთიანებაში.რუსეთის ზეგავლენის უგულებელყოფა და თვალის დახუჭვა იმაზე, თითქოს მისგან აღარანაირი საფრთხე არ მომდინარეობს და ადვილად შეეგუება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, დამეთანხმებით აბსურდია.
მართალია 27 ივნისს, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს მიეცა ყველაზე რეალური შანსი გაწევრიანდეს ევროკავშირში, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი საშინაო და საგარეო პოლიტიკა გატარდება.ამ მხრივ დასაფასებელია ხელისუფლების ზოგიერთი საქმიანობა, რომელიც ასევე დადებითად შეფასდა ევროპელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ აუცილებელია მოსახლეობამ ამ პროცესებს თვალყური ადევნოს, რათა გამოირიცხოს არჩეული კურსიდან თუნდაც უმნიშვნელო გადახვევაც კი.
საქართველო ირჩევს ევროპას იმისთვის, რომ დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე, პატივი სცენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ააშენოს დემოკრატია, დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განავითაროს ეკონომიკური მდგომარეობა და დაამკვიდროს საერთაშორისო სტანდარტები, როგორც პოლიტიკაში ისე ყველა სფეროში.საქართველო
იქნება არა დაქვემდებარებული, არამედ ყველა ევროპული სახელმწიფოს თანასწორი ამ კავშირში.ევროკავშირის სტრუქტურა გამოირჩევა მართვის დემოკრატიული და გამჭვირვალე მეთოდებით და მისი ყველა სიკეთე აისახება ქვეყნის მომავალზე. ხოლო რაც შეეხება ევროკავშირის ალტერნატივას „ევრაზიულ კავშირს“ .ეს არის რუსეთის მორიგი მცდელობა თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მის მიერვე დასუსტებული სახელმწიფოები და როგორ წარმოგიდგენიათ ავტორიტარი მმართველის მიერ მართულ
ორგანიზაციაში ჩამოყალიბებული დემოკრატიული სტანდარტების ნამდვილობა.რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ვიხილეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს, რაც ერთგვარი შემოძახილია საქართველოსთვის, რომ გადადგას უფრო სწორი და ფრთხილი ნაბიჯები ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

0
1019
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ბზიშვილი
თეონა ბზიშვილი
1019
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0