x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დიდი ბრიტანეთი ახალი გამოწვევების წინაშე: რენაციონალიზაცია და ქსენოფობია
ავტორები: თამთა ჯოლოხავა

მარიამ შონია

image




ევროკავშირის ძლიერება წევრი
ქვეყნების ურთიერთშეთანხმებასა და ურთიერთთანამშრომლობაზეა დაფუძნებული. ინსტიტუტის ეკონომიკა წევრი სახელმწიფოების მიერ ივსება, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია გარკვეული კრიტერიუმები, რათა არ მოხდეს დისბალანსი და შედარებით სუსტ სახელმწიფოებს ზედმეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები არ დაეკისროთ. მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის ძლიერება რამდენადმეა დამოკიდებული ისეთ ძლიერ სახელმწიფოებზე, როგორებიცაა: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. ბოლო პერიოდში კი ევროკავშირი მათთან გარკვეულ წინააღმდეგობებს წააწყდა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა თავისი განცხადებით მიმდინარე მოვლენების იმ კონკრეტულ მიზეზებს გაუსვა ხაზი, რაც ხელს უწყობს გაერთიანების დაშლას. მან წამოჭრა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ქსენოფობია, შენგენის ზონა, ევრო და ის, რომ ძალაუფლება საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან ისევ ნაციონალური მთავრობის ხელში გადადის. მთავარ მიზეზად კი რენაციონალიზაცია ჩათვალა: „ბოლო რამდენიმე წელმა, ჩვენ გაგვხადა იმის მომსწრე, რომ რენაციონალიზაცია შემაშფოთებლად იზრდება. სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები თავიანთ სასარგებლოდ, სულ უფრო მეტ გადაწყვეტილებას იღებენ, ამ გადაწყვეტილებების განხილვა და მიღება დახურულ კარებს მიღმა მიმდინარეობს“.

დიდი ბრიტანეთი თავიდანვე ყოყმანობდა გაწევრიანებულიყო, თუ არა ევროკავშირში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრითანეთის ზარალი არ ყოფილა იმდენად დიდი, რომ სხვა ქვეყნების დახმარება დასჭირვებოდა, თანაც ამას ემატება მისი ჰეგემონობის სურვილი. 1994 წელს ჩერჩილმა შარლ დე გოლს განუცხადა, რომ თუკი მოუწევდა არჩევანის გაკეთება ევროპასა და ღია ზღვას შორის, (იგულისხმება აშშ) არჩევანს ყოველთვის შტატებზე შეაჩერებდა. საბოლოო ჯამში, 1973 წლის რეფერენდუმზე, მოსახლეობის ორმა მესამედმა გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. აქვე უნდა აღვნიშნოთ მარგარეტ ტეტჩერის დამოკიდებულებაც, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაერთიანებული ევროპა იყო „კლასიკური უტოპიური პროექტი“. ბრიტანეთი დღემდე ინარჩუნებს ყველაზე არაინტეგრაციონისტი წევრის სტატუსს, მის მიერ ევროს არაღიარების პოლიტიკა სწორედ ამას უსვამს ხაზს.


კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა გაჩნდა 2007 წლის შემდეგ, როდესაც გაერთიანებაში რუმინეთი და ბულგარეთი შევიდნენ. აქაც იმავე პრობლემას ვაწყდებით:
განვითარებადი ქვეყნების მიღებამ გამოიწვია პრობლემები განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოებსთვის. ოფიციალური მონაცემებით 2014 წლის ივნისისთვის ამ ორი ქვეყნიდან 32000 მოქალაქე მიგრირდა დიდ ბრიტანეთში, მაშინ როცა მხოლოდ 4000 დაბრუნდა უკან. საგულისხმობა ის ფაქტიც, რომ 2014 წლის ეს მონაცემები დაბალია წინა წლებთან შედარებით.


რუმინელი და ბულგარელი მოსახლეობა მიგრირდა დიდ ბრიტანეთში გარკვეული მიზეზების გამო. პირველ რიგში, მათ სურდათ უკეთესი პირობებში ეცხოვრათ, ეპოვათ

შედარებით მაღალანაზრაურებადი სამსახური. ახალგაზრდობის ნაწილი თვლიდა, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას საკუთარი ქვეყნების ფარგლებში ვერ ახდენდა. რუმინეთსა და ბულგარეთს სერიოზული საფრთხე დაემუქრა, რადგან მოხდა ე.წ ტვინების გადინება, ხოლო დიდ ბრიტანეთის მოსახლეობას აწუხებდა ის ფაქტი, რომ რუმინელები და ბულგარელები ცხოვრობდნენ ქუჩებსა და გაუსაძლის პირობებში. ასევე, ემატება ის ფაქტორიც, რომ ეს ყველაფერი იწვევს ქვეყნის გაღარიბებასაც.

დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, აპირებდა რეაგირებას. მან გამოთქვა სურვილი, შეზღუდულიყო სხვა ქვეყნებიდან ემიგრაცია დიდ ბრიტანეთში, რაც ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამაზე საპასუხოდ, გერმანიის კანცლერმა
ანგელა მერკელმა ბრიტანეთს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ ევროკავშირს არანაირი საფრთხე ემუქრება, თუკი ბრიტანეთი დატოვებს გაერთიანებას. ევროკავშირის ერთ-ერთ სამიტზე მერკელმა ორაზროვნად განუცხადა კემერონს, რომ თუკი ისინი შეინარჩუნებდნენ იმავე პოზიციას, მაშინ ევროკავშირისა და ბრიტანეთის ერთიან სივრცეში ყოფნის პერსპექტივა გაქრებოდა. თავიდან დევიდ კემერონმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში „ნებისმიერ შემთხვევაში“ არ დარჩება და საჭიროა დაკმაყოფილდეს
მათი მოთხოვნები. ასევე, მან პირობა დადო, რომ მომავალ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, იგი ჩაატარებს რეფერენდუმს ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის შესახებ.


მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში კემერონს მოუწია უკან დაეხია და დაეთმო საკუთარი რადიკალური პოზიცია. თუმცა ის მაინც ცდილობს, დაარწმუნოს სხვა 27 სახელმწიფო რომ შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება ევროპელი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მუშაობენ ბრიტანეთში.


დაუნინგ-სტრიტის ოფიციალურმა პირებმა ამასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ემიგრანტები არ უნდა სარგებლობდნენ ყველა იმ უპირატესობით, რომელიც გააჩნია დიდ ბრიტანეთს. კემერონმა კი საკუთარ გამოსვლაში სთაფორდშირში თქვა, რომ ჩამოართმევდა მიგრანტებს შესაძლებლობას იცხოვრონ სოციალურ საცხოვრებლებში
და არ მისცემს უფლებას დაუსაქმებელ მიგრანტებს იცხოვრონ ბრიტანეთში 6 კვირაზე მეტ ხანს. „ის რასაც მე დღეს ვამბობ არის მიღწევადი და რაც მთავარია, ეს გამოვა. თუ ევროპა იტყვის, არავის მოუნდება ახსნა, თუ რატომ მოხდა ეს და არავისთვის იქნება ჩვენი დამოკიდებულება უცნაური ან უმიზეზო. ჩვენ ვიმსახურებთ, რომ მოგვისმინონ და ჩვენ უნდა მოგვისმინონ კიდეც. არამხოლოდ ბრიტანეთის გულისთვის, არამედ დანარჩენი ევროპისთვისაც, რადგან ის რაც ახლა ბრიტანეთში ხდება არ ეხება მხოლოდ ბრიტანეთს. მიგრაციის საკითხი ევროკავშირის ფარგლებში სერიოზულ სირთულეებს იწვევს.“ - განაცხადა მან.


ლიამ ფოქსმა, მოქმედმა თავდაცვის სახელმწიფო მინისტრმა, განაცხადა, რომ მათი პრობლემები ევროკავშირთან არ შემოიფარგლება მხოლოდ მიგრაციის საკითხით. „აქ არის მთელი საკითხი ევროსთან დაკავშირებით, ევროზონის არასტაბილურობა და ეკონომიკური მუქარა, რომელსაც უყენებს დიდ ბრიტანეთს“.

ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის მაგალითია, დაახლოებით მსგავს პრობლემებს ვაწყდებით საფრანგეთსა და გერმანიაში. განვითარებულ სახელმწიფოებს უწევთ ზედმეტი ვალდებულებების აღება და დათმობებზე წასვლა სხვა ქვეყნების დასახმარებლად, ამიტომ გაერთიანებაში წამოიჭრა ახალი პრობლემა - ქსენოფობია. მათი სურვილები და მიზნები მოიცავენ არა საერთო სარგებელზე ორიენტირებულ პერსპექტივებს, არამედ საკუთარ სარგებელზე გათვლილ ქმედებებს. ეს, რაღა თქმა უნდა, უქმნის პრობლემას ევროკავშირის არსებობას, თუმცა განვითარებული, დეკომრატიული სახელმწიფოები ლიბერალურ პოლიტიკას ატარებენ, ამიტომ მათი მიზნები, საბოლოო ჯამში, ცდება “ნაციონალურ ეგოიზმს” .



ბიბლიოგრაფია:

1) კახაძე, თამთა. 2014. კამერონი : დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში „ნებისმიერ შემთხვევაში” არ დარჩება. ინტერნეტი http://news.ge/ge/news/story/112129-kameroni-didi-britaneti-evrokavshiris-shemadgenlobashi-nebismier-shemtkhvevashi-ar-darcheba ; ბოლო ნახვა, 11 ნოემბერი, 2014 წელი;


2) 4. კეკენაძე, ნათია. 2014. CNN : ევროკავშირის დაშლას პროგნოზირებენ. ინტერნეტი. http://www.ttimes.ge/archives/28559 ბოლო ნახვა, 11 ნოემბერი, 2014 წელი;


3) 6. Wintour, Patrick and Traynor, Ian. 2014. Angela Merkel forces David Cameron to retreat from EU migrant cap. Internet http://www.theguardian.com/uk-news/2014/nov/28/angela-merkel-david-cameron-migrant-cap last view, 28 November, 2014;


4) 7. Strafford, John. 2009. The United Kingdom and the European Union: A Struggle over Democracy1 .The Journal of Social, Political, and Economic Studies, Vol. 34, No. 4, Winter 2009 ;


5) Latest immigration statistics – released December 2014 . Net migration. Internet http://www.migrationwatchuk.org/latest-immigration-statistics ;


6) ჭელიძე, გიზო და კაპანაძე, სერგი. 2014. ევროკავშირის განვითარების ისტორია. თბილისი

0
263
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამშონია
მარიამშონია
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0