x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გულის შეტევის გამაფრთხილებელი ნიშნები რომლებიც ყველამ უნდა ვიცოდეთ!
imageარსებობს ბევრი რამ რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა:მემკვიდრეობა, ცუდი კვება, ზედმეტი სიმსუქნე, ალკოჰოლის ხშირი მიღება და სხვა.თუ თქვენ სავარაუდოდ იმყოფებით რისკის ზონაში, უნდა იცოდეთ გულის შეტევის მიახლოებითი ნიშნები.

ამის შესწავლით თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ თქვენი სიცოცხლის დაცვას არამედ საჭიროების შემთხვევაში დიდ დახმარებას გაუწევთ ახლობელ ადამიანებსაც ...

გულის შეტევის წინა ნიშნებია:

1.მძიმე სუნთქვა და ქოშინი.


ეს სიმპტომები მიუთითებს არა მხოლოდ იმაზე რომ თქვენ გჭირდებათ დასვენება, არამედ საქმე გვაქვს გულის პრობლემასთან.ქოშინი არის ერთ-ერთი სიგნალი იმისა რომ ჩვენს სხეულს რაღაც ძალიან უჭირს, კერძოდ კი გულს.

2.ჭარბი ოფლიანობა.

თუ თქვენ დაგეწყოთ აქტიური ოფლიანობა, ეს ნიშნავს რომ თქვენი სისხლძარღვები დაცულია და რადგან სისხლის მიწოდება შეფერხებულია, თქვენს გულს უფრო მეტი ძალისხმევით უწევს მუშაობა.თუ თქვენ ხშირად ცივი ოფლი გამოგეყოფად, აუცილებლად უნდა მიმართოთ კარდიოლოგს კონსულტაციისთვის.

3.კუჭ-ნაწლავის სისუსტე, გულისრევა და ღებინება.

გულის შეტევის დროს ხშირად იჩენს თავს ეს სიმპტომები.თუკი თქვენ მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავი გაქვთ და უცებ გამომჟღავნდება აღნიშნული სიმპტომები, უნდა ვივარაუდოთ რომ საქმე გვაქვს გულის შეტევასთან.(თუკი რათქმაუნდა იმყოფებით რისკის ზონაში)

4.ტკივილი და დისკომფორტი მკერდის არეში.

ტკივილი ყოველთვის არ არის გულის შეტევის უტყუარი ნიშანი.თუ თქვენ იგრძნობთ ზეწოლას მკერდის არეში, ისეთს თითქოს სპილოს ძალით გაწვება სიმძიმე, სასწრაფოდ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.

5.სხვა ტკივილები მკერდის არეში.

გულის შეტევამ შეიძება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი კუჭის არეში, ბეჭებისა და ზურგის ტკივილი, ყელისა და კბილების ტკივილიც კი.

ამიტომ იყავით ფრთხილად! ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ორი მაინც თუ აგეღნიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გულის შეტევა–ძალიან მზაკვრული დაავადებაა, რომელიც ყოველთვის მოულოდნელად მოდის, მაგრამ თუ იცით მისი წინამორბედი ნიშნები, თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა!

მეც ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!image





0
1057
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
1057
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0