x
image
worldsport.ge
ქეცბაია საბერძნეთის ნაკრების თავკაცთა კანდიდატებში ოფიციალურად მოხვდა

imageსაბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული გუნდის შესაძლო თავკაცად თემურ ქეცბაიას კანდიდატურას ოფიციალურად განიხილავს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალები novasports.gr-ი და koolnews.gr-ი იუწყებიან.
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ კანდიდატების მოძიება გეორგიოს კარაგუნისს დაავალა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი 139 მატჩი ჩაუტარებია. სწორედ, მან ურჩია ბერძნული ფეხბურთის ხელმძღვანელებს ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ეროვნული გუნდის ექსთავკაცი. ამჟამად, ქეცბაია საბერძნეთშია და სავარაუდოდ კარაგუნისსაც შეხვდება.
ქეცბაიას გარდა სიაში ურუგვაელი სერზიო მარქარიანი, ესპანელი მიჩელი, სერბი სლავიჩა სტოიანოვიჩი, გიორგიოს დონისი და ტაკის ლემონისი არიან.
კარაგუნისი კანდიდატებს ფედერაციის პრეზიდენტს გიორგიოს გკირტზიკისს წარუდგენს, რომელიც ამ საკითხს საბჭოზე განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.




ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

1
138
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
138
  
აქაური ფეხბურთი დააქცია, გაანადგურა დედა უტირა სამუდამოდ და ეხლა საბერძნეთს მიადგა მე ამის ბისმესმენი დედა მოვიკითხე
0 1 1