x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას აღარ მოიფიქრებს ადამიანის გონება ანუ ყველაზე უცნაური შეჯიბრებები მსოფლიოში
ადამიანებმა უხსოვარი დროიდან მოიგონეს ათასგვარი შეჯიბრებები და თამაშები...რა უცნაურ გასართობს არ მოიფიქრებს გამჭრიახი კაცის გონება, ისეთ სულელურსაც კი, როგორიცაა სექსის იმიტაცია ან სირაქლემაზე ამხედრებული სირბილი.

ამ პოსტში მინდა მოგითხროთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამართული ყველაზე უცნაური შეჯიბრებებისა და თამაშების შესახებ.



1. წვერ-ულვაშის მსოფლიო ჩემპიონატი


imageimage


ამ კონკურსს აქვს 15 სხვადასხვა ნომინაცია, დაწყებული ბუნებრივად მოშვებული წვერით და დასრულებული წვერ-ულვაშის ყველაზე უცნაური და ორიგინალური ვარცხნილობებით. ჩემპიონატი ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში 1990 წლიდან ტარდება.



2. კუპერსჰილდის ყველის შეჯიბრება


imageimage

ამ კონკურსის მონაწილეები მისდევენ მთის წვეროდან დაგორებულ ყველის თავს, რომელიც 5 კილოგრამს იწონის. გამარჯვებულია ის, ვინც დაეწევა ყველს, აიღებს ხელში და მასთან ერთად გადალახავს ფინიშის ხაზს. შეჯიბრების დროს მონაწილეები სხვადასხვა სირთულის ტრავმებს ღებულობენ, ამიტომ კონკურსის ჩატარების ადგილზე მუდამ მორიგეობენ მაშველები და სასწრაფო დახმარების მანქანები.



3. მსოფლიო ჩემპიონატი წარმოსახვით გიტარაზე დაკვრაში


imageimage

ეს ჩემპიონატი საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ტარდება, მაგრამ ძირითადი მსოფლიო ჩემპიონატი 1996 წლიდან ყოველწლიურად იმართება ფინეთში.



4. ჭიების მომთვინიერებლების კონკურსი


imageimage

ჭიების მომთვინიერებლებს ანუ მომნუსხველებს გამოუყოფენ მიწის პატარა ნაკვეთს, საიდანაც მათ უნდა შეძლონ განსაზღვრულ დროში ყველაზე მეტი ჭიის მოძებნა და ამოყვანა. ჭიების მომთვინიერებლების კონკურსი 1980 წლიდან იმართება ინგლისში, ხოლო მისი რეკორდსმენია 10 წლის გოგონა, რომელმაც შეძლო 567 ჭიის პოვნა ერთ საათში.



5. ხელში აყვანილი ცოლებით სირბილი


imageimage

ხელში აყვანილი ცოლებით სირბილში შეჯიბრება ბევრ ქვეყანაში ტარდება, მაგრამ განსაკუთრებით ცნობილია მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ფინეთში (წარმომიდგენია, რა ცოდონი არიან მძიმეწონიანი ცოლების პატრონი მამაკაცები).



6. შეჯიბრი ბავშვების ტირილში


imageimage

ეს კონკურსი, რომელსაც უკვე 400 წლის ისტორია აქვს, ყოველწლიურად ტარდება ტოკიოში. სუმოს დამწყები მოჭიდავეები თავიანთ ჩვილ ბავშვებს აიძულებენ იტირონ რაც შეიძლება ხმამაღლა, აშინებენ მათ რა სხვადასხვა გრიმასების მიღებით. ითვლება, რომ ეს დადებითად მოქმედებს ბავშვებზე ( ცოტა თავში ვერ უნდა ჰქონდეთ რიგზე ამ კონკურსის ორგანიზატორებს, რას ერჩიან ამ საბრალო პატარებს?)



7. რესტლინგი ფეხის ცერა თითებით


imageimage

ყოველწლიური ჩემპიონატი ფეხის ცერა თითების რესტლინგში იმართება ხოლმე ინგლისში, სასტუმრო Bentley Brook Inn-ში. შეჯიბრება ამ სასტუმროს პაბში დააარსა ოთხმა ახალგაზრდამ 1974 წელს. მისი მიზანია : დააწვინე მოწინააღმდეგე მხოლოდ ფეხის ცერა თითით.



8. რბოლა გაზონის საკრეჭი მანქანებით


imageimage

შეიძლება, ეს რბოლები ისე პოპულარული არაა, როგორც NASCAR, მაგრამ მის მონაწილეებსაც აქვთ აშშ-ში რამოდენიმე საკუთარი ორგანიზაცია. ასეთი სახის შეჯიბრებები ავსტრალიასა და ინგლისშიც ტარდება ხოლმე.



9. ქვა-მაკრატელი-ქაღალდი


imageimage

ეს ერთი შეხედვით საკმაოდ სულელური თამაში, რომელიც ჩვენთან "ჯეირანის"

სახელწოდებითაა ცნობილი, საკმაოდ ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული და ჩემპიონატებიც კი ტარდება. უფრო მეტიც, მოთამაშეთა ლიგაც კი არსებობს, რომელსაც სპონსორობას ლუდის Bud Light-ის მწარმოებლები უწევენ. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება, როგორც წესი, ამ თამაშში შემთხვევითია, მონაწილეები ცდილობენ გონების დაძაბვით გამოიცნონ მოწინააღმდეგის მიერ შემოთავაზებული ესა თუ ის კომბინაცია.



10. ჩემპიონატი ყველაზე სასაცილო "სიფათის" მიღებაში


imageimage

თუ თქვენ შეგიძლიათ სასაცილო და მახინჯი გრიმასის გაკეთება, მაშინ შანსი გაქვთ ეს კონკურსი მოიგოთ. მსოფლიო ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება ინგლისში, "მჟავე ვაშლის" (Crab Fair) ფესტივალზე (არადა რა სერიოზული ხალხი მეგონა ეს ინგლისელები).



11. ალუბლის კურკების გადაფურთხება


image


აი უკვე 41 წელია აშშ-ში, მიჩიგანის შტატში ტარდება კონკურსი ალუბლის კურკების ყველაზე შორს გადაფურთხებაში. კონკურსის რეკორდი შეადგენს 28, 5 მეტრს.





12. შავი პუდინგის სროლა


imageimage

შავი პუდინგის სროლის ჩემპიონატი ტარდება ყოველწლიურად ინგლისში სექტემბრის მეორე კვირას. თქვენ გაქვთ სამი შანსი პუდინგის სროლისა, რომელიც გახვეულია ქალის შავ კოლგოტში. ის ისეთნაირად უნდა ისროლოთ, რომ ჩამოაგდოთ რაც შეიძლება მეტი იორკშირული პუდინგი, რომლებიც 6 მეტრი სიმაღლის პლატფორმაზე აწყვია.



13. ტარაკნების რბოლა


image


ავსტრალიის დამოუკიდებლობის დღეს ტარაკნების სირბილში შეჯიბრი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსია. კონკურსის მონაწილეებს თან მოჰყავთ თავიანთი ტარაკნები და უშვებენ მათ სარბენ ბილიკზე. გამარჯვებულია ის ტარაკანა, რომელიც პირველი გადაკვეთავს ფინიშის ხაზს.



14. რბოლა საწოლებით


imageimage

ეს შეჯიბრება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება და მას ძირითადად საქველმოქმედო ხასიათი აქვს. მიმდინარე წელს ინგლისში ჩატარდება 50-ე საიუბილეო შეჯიბრი საწოლებით რბოლაში. დისტანცია 4 კილომეტრის ტოლი იქნება.



15. შეჯიბრება ფუტკრების შემოხვევაში


imageimage

ფუტკრების შემოხვევაში შეჯიბრება ყოველწლიურად ტარდება ჩინეთში. გამარჯვებულია ის, ვისაც ყველაზე მეტი წონის ფუტკარი ექნება შემოხვეული სხეულზე. გინესის რეკორდი ეკუთვნის მამაკაცს, რომელსაც 40 კილო ფუტკარი ჰყავდა შესეული ტანზე. ეს დაახლოებით 350 ათასი ფუტკარია.



16. მანიკიურის ოლიმპიადა


imageimage

მანიკიურის ოლიმპიადა უკვე 10 წელია ტარდება. მასში ფიგურირებს როგორც სტანდარტული მანიკიური, მაგალითად "ფრენჩი",

ასევე კონკურსი ყველაზე ორიგინალური და სიურეალისტური ფრჩხილების სკულპტურების შექმნაზე.



17. ჩვილების რბოლა


imageimage

ეს შეჯიბრება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იმართება. ყველაზე დიდი გარბენა, რომელიც გინესის წიგნში შევიდა, ჩატარდა ჩინეთში და მასში მონაწოლეობას ღებულობდა 451 ჩვილი.



18. შეჯიბრება მობილური ტელეფონების სროლაშ


imageimage

მობილური ტელეფონების სროლის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ხოლმე ფინეთში. ამ შეჯიბრებების სპონსორები ძირითადად არიან ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიები. კონკურსის მონაწილეები ისვრიან თავიანთ ძველ ტელეფონებს იმ იმედით, რომ უახლეს დევაისებს მოიგებენ. დღეისათვის არსებული რეკორდი შეადგენს 110 მეტრს.



19. ჩემპიონატი სექსის იმიტაციაში


imageimage

თუ წარმოსახვით გიტარაზე დაკვრა მაინდამაინც არ მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოით სექსის იმიტაციის კონკურსში. 2009 წლიდან დაწყებული ეს კონკურსი აშშ-ის ბევრ ქალაქში ტარდება. ჯერ რეგიონალური ლიდერები გამოვლინდებიან, შემდეგ კი ტარდება ფინალი და ბოლოს და ბოლოს გამოვლინდება "ყველაზე ღირსეული სექსის იმიტატორი".



20. სირაქლემაზე ამხედრებული რბოლა


imageimage

აშშ-ის ზოგიერთ შტატსა და ავსტრალიაში ძალიან პოპულარულია სირაქლემებზე ამხედრებული რბოლა. საქმე იმაშია, რომ სირაქლემები, ცხენებისაგან განსხვავებით, მეტად უმართავები არიან და არავინ იცის, საით "გააჭენებენ" თავიანთ მხედარს.


7
660
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
660
  
2015, 28 იანვარი, 19:39
მესამე ვინაა, შენა?:D
2015, 28 იანვარი, 19:38
ვაჰაჰა რა ცირკი იქნებოდა სამ კაცს რომ ერთდროულად დაედო
2015, 28 იანვარი, 18:23
როგორ გეკადრება :*
2015, 28 იანვარი, 18:20
ბოდიში :)
2015, 28 იანვარი, 18:20
საიდან გეცოდინებოდა ;) :* სხვა რამეს დავწერ ;)
2015, 28 იანვარი, 18:17
წერდი?:დდ არ ვიცოდი
2015, 28 იანვარი, 18:15
დამასწარი? :D
0 1 7