x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
გრანდიოზული აფიორა ჩინურად
ჩინეთის მრავალმილიონიან ქალაქ ნანკინში პოლიციამ გამოავლინა და დააპატიმრა თაღლითების ჯგუფი, რომლებმაც მოქალაქეების კულტურულად გასაძარცვად არც მეტი, არც ნაკლები - ყალბი ბანკი გახსნეს. გრძელი და ჟღერადი დასახელებით გახსნილი იყო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობდა ისევე, როგორც ჩვეულებრივი ბანკი. აქ ჰყავდათ მოლარეები, მენეჯერები, კლერკები და დაცვაც კი, ხოლო კლიენტების მისატყუებლად გამოყენებული ჰქონდათ ბანკში შეტანილ თანხაზე დარიცხული საკმაოდ დიდი პროცენტები.


image


ამ სქემით თაღლითები რამოდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზია მათ უბრალოდ ნებას რთავდა კონსულტაცია გაეწიათ სოფლის მეურნეობის საკითხებში. ფსევდობანკი კლიენტებს ჰპირდებოდა სტანდარტული საპროცენტო განაკვეთის გარდა კიდევ 2% დანამატს კვირაში, ანუ 100%-ს წელიწადში. ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ თაღლითებს საკმაოდ ბევრი კლიენტი ჰყავდათ. საერთო ჯამში მათ მოიპარეს 220 მილიონი იუანი, რაც დაახლოებით 32 მილიონ დოლარს უდრის.


image



ის, რომ ეგრეთწოდებულ "ბანკში" რაღაც რიგზე ვერ იყო, პირველად ერთმა შეძლებულმა კლიენტმა შენიშნა, რომელმაც ბანკში 1, 8 მილიონი დოლარი შეიტანა. როდესაც შეტანილ თანხაზე პროცენტების დარიცხვა შეწყდა, ხოლო პატრონმა ფულის უკან დაბრუნება ვერ შეძლო, მან პოლიციაში იჩივლა და ასე გამოაშკარავდა თაღლითების მიერ ოსტატურად მოფიქრებული ხალხის კულტურული ძარცვის სქემა.

0
603
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0