x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
სახის მასაჟი თაფლით.


image




სახის მასაჟი, თაფლით, საოცარი საშუალებაა ნაოჭების საწინააღმდეგოდ.თაფლი შეიცავს ძალიან ბევრ მიკროელემენტებს, რომლებიც კანში შეღწევისას, მისი უჯრედების განახლებას უწყობს ხელს.სახის მასაჟის დროს თაფლს, რომელიც აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს, შეიძლება შევურიოთ ცოტა ზეითუნის ზეთი, რომელიც შეიცავს A და E ვიტამინებს.ერთი პროცედურისთვის საკმარისია ერთი-ორი ჩაის კოვზი თაფლი და რამდენიმე წვეთი ზეთი.

პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:


1 უნდა დაიბანოთ სახე კარგად, შემდეგ გაიმშრალოთ და რამდენიმე წუთი შეიცადოთ კანის სრულ გაშრობამდე.

2.წაისვით დამზადებული მასა სახეზე კარგად( გარდა თვალის მიდამოებისა და თმიანი ადგილებისა)და გააჩერეთ 10 წუთი.

3.დაიბანეთ ხელები კარგად და შეუდექით სახის მასაჟს, რომელიც უნდა გააკეთოთ სწრაფად და მსუბუქად მთელ სახეზე ქვემოდან ზემოთ.

4.იმ ადგილებზე სადაც ნაოჭებია, მასაჟი უფრო ხანგრძივად კეთდება ვიდრე სახის სხვა ნაწილებში.

5.მასაჟი უნდა გაიკეთოთ მანამდე, სანამ თაფლი არ გადაიქცევა პატარა ბურთულებათ.

6.სახე ჩამოიწმინდეთ ცხელი წყლით დასველებული პირსახოცით და წაისვით სახის დამატენიანებელი კრემი.

ამ პროცედურის დამთავრებისთანავე თქვენ შეამჩნევთ რეზულტატს.ასეთი მასაჟი შეიძლება გაიმეოროთ ყოველ სამ დღეში ერთხელ უმჯობესია საღამოს ძილის წინ, რადგან შეიძლება სახე გაგიწითლდეთ ეს კი სახეზე მაქანიკური ზემოქმედების შედეგია და არ უნდა შეგეშინდეთ. კარგია თუ ამ პროცედურას ათჯერ გაიმეორებთ.სახის მასაჟი თაფლით შესაძლებელია მხოლოდ იმ ქალბატონებისთვის ვისაც თაფლზე არ აქვს ალერგია.


0
420
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0